25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 მაისი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სულ რაღაც ერთ დღეში დიდი ხნის დაგროვილი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ამ დღის დევიზია „სე ლა ვი“, რაც ფრანგულად „ეს ცხოვრებაა“-ს ნიშნავს. გირჩევთ, დღეს ყველა საქმე სრულყოფილად დაასრულოთ, თორემ დაუსრულებელი საქმეები მალე სანანებლად გექცევათ.


კურო
მშვენიერი დღეა სიახლეებისთვის. გირჩევთ, ნახოთ ახალი გასართობი, მოგზაურობა, დასვენება, ახალი ნაცნობობა და ცოდნა. შესაძლოა, ვიღაცის სიტყვამ გაგანაწყენოთ. ამ დღეს დიდი ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით, მგზავრობისას.


ტყუპები
მუსიკა თქვენს მოწყენილობას ადვილად გააქარვებს, ამიტომ ხმამაღლა ჩართეთ საყვარელი მუსიკა, თვალები დახუჭეთ და ისიამოვნეთ. ეცადეთ, საჭირო ხალხთან საერთო ენა გამონახოთ, ოღონდ ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმოთ. ამ დღეს სამსახურში ყველა თქვენს უფროსობას ცდილობს.


კირჩხიბი
ამ დღეს ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ. სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ ფულთან, რადგან შეიძლება შემთხვევით დაკარგოთ. შესაძლოა, იმის მოპოვების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.


ლომი
ცოტა ხნით დაივიწყეთ ადამიანების მიმართ ეჭვიანობა და უნდობლობა და ცხოვრება ისეთ სიურპრიზს შემოგთავაზებთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. დიდი ხანია, ეკლესიაში წასვლა გსურთ, მაგრამ ვერ მოიცალეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მშვენიერი დღეა ღმერთთან სასაუბროდ. საკუთარ მომავალს ეჭვის თვალით შეჰყურებთ, ამიტომ ჯერჯერობით მკვეთრი გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.


ქალწული
ამ დღეს ძალიან გაუმართლებთ შეყვარებულ ქალწულებს, რომლებმაც საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ნუ ცდილობთ ყველაფრის ერთბაშად მოსწრებას. ზედმეტი ნერვების წყვეტა არაფერში გჭირდებათ. თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას შეუდექით და მეორეხარისხოვანი პრობლემების დროც მოვა. კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. პროდუქტებს ტყუილად გააფუჭებთ.


სასწორი
ნუ დაგენანებათ ფული, გაათამამეთ საკუთარი თავი ბოლო კაპიკებით. ზეგინდელი დღე ახალ შემოსავალს გპირდებათ. შეეცადეთ, მოერიდოთ ისეთ საუბრებს, სადაც ბევრი ჭორია. სასწორებს ვარსკვლავები არ ურჩევენ ინიციატივის გამოჩენას და იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც მხარდაჭერას არ გთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიერ გაწეული სამსახური დათვური აღმოჩნდება.


მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს მორიელებს საყვარელმა ადამიანმა გული და ხელი სთხოვოს. მორიელებს წარსულზე ფიქრი გაიტაცებთ და გადატანილ მოვლენებზე დიდხანს მოუწევთ ფიქრი, მაგრამ ემოციებზე აყოლა არ ღირს. ყველაფერი, რაც ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში მოხდება, შესაძლოა, უადგილო აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი
ამ დღეს, ისე როგორც არასდროს, კომპრომისებზე წახვალთ და ამ ქმედებით ოპონენტებს გაახარებთ. პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა თქვენც მოგეწონებათ. არ ღირს ცვლილებებზე ფიქრი, უმჯობესია, ყველაფერი თავის ადგილას დატოვოთ. მშვილდოსნებს შესაძლოა, წესების საწინააღმდეგოდ წასვლის სურვილი გაუჩნდეთ, მაგრამ სოციუმი თქვენზე ძლიერი აღმოჩნდება, ამიტომ ცოტა გაგრილდით.

თხის რქა
თხის რქებს ხვალინდელი დღე ცისარტყელას მოაგონებთ. ის იქნება ნათელი. ფერადი და პოზიტიური მოვლენებით დატვირთული. თხის რქებო, ნუ ეცდებით, ხელები სხვას შეაწმინდოთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ამ დღეს კონცენტრირება გაგიჭირდებათ, რაც ბევრი შეცდომის დაშვების მიზეზი გახდება.


მერწყული
ნუ ჩამოყრით ხელებს, ამ დღეს ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ. მერწყულებო, თუკი რაიმე ცუდი საქციელის ჩადენის სურვილი გაგიჩნდებათ, გაიხსენეთ, რომ დედამიწა მრგვალია. მცირე დავალება, რომელსაც დაგავალებენ, შესაძლოა, თივაში ნემსის ძებნას გაუტოლდეს.


თევზები
ამ დღეს თითქოს გარშემო ყველა გაიცინებს და ეს ისტერიული სიცილი თქვენც გადაგედებათ. იპოვეთ დრო და მისწერეთ იმ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია დაჰპირდით. ამ დღეს არ ღირს ხმამაღალი საუბარი, შესაძლოა, თქვენივე სიტყვები უკან მოგიბრუნდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?