11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ
დღეს ადამიანები თქვენს მხარდაჭერასა და რჩევას ითხოვენ, რაც საკუთარი თავის პატივისცემით აგავსებთ. მშვენიერი დღეა დიდი ხნის მანძილზე დაგროვებული წვრილმანი საქმეების მოსალევად, თუმცა შეუფერებელი დღეა დიდი შენაძენისთვის, რადგან შესაძლოა, მალე იმედგაცრუებული დარჩეთ.


კურო
კარგი ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალზე უდიდეს გავლენას მოახდენს. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი მის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა არ დააფასოს.


ტყუპები
ყველაფერი, რის გაკეთებასაც აქამდე ვერ ახერხებდით ან ვერ ბედავდით, დღეს უნდა განახორციელოთ. რაც არ უნდა მოხდეს, თვითგვემას ნუ მიეცემით. დღეს თქვენი განწყობის ამაღლებას ვერავითარი სასიამოვნო წვრილმანი ვერ შეძლებს, ამიტომ ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.


კირჩხიბი
თუ ისეთ ადგილზე აღმოჩნდით, სადაც სურვილების ჩაფიქრება ხდება, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. გირჩევთ, მეორე ნახევარს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოთ. სურვილის შემთხვევაში, დღეს ყველა ძველი საქმის დასრულებას შეძლებთ.


ლომი
თუ ამ დღის გეგმას სწორად გაწერთ, ყველაფერს მოასწრებთ. თუ საშუალება მოგეცათ, ეცადეთ, საკუთარი ჭკუის დემონსტრირება მოახდინოთ. გაითვალისწინეთ, რომ სიახლეებისთვის შეუფერებელი დღეა. განსაკუთრებით, პარტნიორულ ურთიერთობებში.


ქალწული
ეცადეთ, ხელოვნებით ან ხელსაქმით დაკავდეთ. ეს ჰარმონიის გრძნობას მოგანიჭებთ. შესაძლოა, მავნე ჩვევებმა თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. შეიძლება ვიღაცის სევდიანმა ისტორიამ ბევრი გატიროთ, მაგრამ ამ ადამიანის გულთან ახლოს მოშვებას არ გირჩევთ.


სასწორი
საყვარელი ადამიანი ამ დღეს დათმობაზე წავა. ვარსკვლავები არ გირჩევენ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობას. უმჯობესია, დასაძინებლად ადრე წახვიდეთ. შესაძლოა, ხვალ საღამოს ისეთ ადგილას აღმოჩნდეთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.


მორიელი
ამ დღეს მორიელები ორატორული ნიჭით გამოირჩევით, ასე რომ, შეგიძლიათ, მიიქციოთ გარშემომყოფების ყურადღება თქვენი მონათხრობით. მორიელებო, ნუ დააიგნორებთ ადამიანებს, რომლებიც დახმარებით მოგმართავენ. ამ დღეს მორიელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაგეგმილი საქმეების შესრულება მოასწრონ, თუმცა, არ გაგიკვირდეთ, თუკი მოგეჩვენებათ, რომ თითქოს დრო თქვენს წინააღმდეგ მიდის.

მშვილდოსანი
„ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“ - სწორედ ამ დევიზით უნდა გაატაროთ ხვალინდელი დღე, მშვილდოსნებო. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე გეჩვენებათ. შეეცადეთ, მოერიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

თხის რქა
შეეცადეთ, ამ დღეს მსმენელის პოზიცია დაიკავოთ და თანამოსაუბრეს ასიამოვნოთ. მისგან თქვენც ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ. თხის რქებო, ნუ დაკარგავთ თავს საპირისპირო სქესის პიროვნების ძიებაში. ამ დღეს შესაძლოა, მარტო დარჩენის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გარშემომყოფები ამის საშუალებას არ მოგცემენ.


მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს მსუბუქი ფლირტი წამოიწყოთ, რომელიც წარმოუდგენელ სიხარულს მოგანიჭებთ, მთავარია, პარტნიორთან მართალი იყოთ. რაც არ უნდა მოხდეს ამ დღეს, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. მერწყულებო, ნუ მიეცემით თვითგვემას, მაინც ვერაფერს შეცვლით. ასე რომ, განაგრძეთ ცხოვრება.


თევზები
„სე ლა ვი“ - ამ დღეს ეს სიტყვები თევზების დევიზი იქნება. დარჩით ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ამ დღეს თევზები კარლსონის გამოთქმას გაიზიარებენ - „სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე, ეს ყოველდღიური საქმეა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?