18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ივლისი 21:00
2994

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღეს სადაც არ უნდა წახვიდეთ, რიგში ლოდინი, რაც ძალიან გძულთ, არსად მოგიწევთ. რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში რჩევისთვის ისეთ ადამიანს მიმართეთ, რომელსაც ენდობით. ბედისგან საჩუქრებს ნუ ელით.

კურო
ახლობელ ადამიანთან რთული საუბრის დაწყება გსურთ, მაგრამ ვერ ბედავთ. სცადეთ, დიდი შანსია, რომ ამ დღეს საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ. ყველაფრისთვის მზად ხართ, რომ თავი დროულად მოიწესრიგოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს სასურველი სტუმარი არ ხართ და ტყუილად ცდილობთ, ვინმემ დაგპატიჟოთ.

ტყუპები
მოლოდინი იმედებს არ გაგიცრუებთ. ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თანაც, გულით უნდა იხელმძღვანელოთ და არა გონებით. ყოყმანის გამო, შესაძლოა, შანსი ხელიდან გაუშვათ.

კირჩხიბი
ვიღაცას თქვენი დახმარების სურვილი აქვს და უარი არ უთხრათ. ამ დღეს ბევრი ფიქრი სასარგებლო არაა. მთავარია, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

ლომი
გიჟური გართობა გსურთ? კარგი იდეაა, მაგრამ შესაფერისი კამპანია უნდა შეარჩიოთ. ეცადეთ, სულიერი განვითარებისთვის დრო გამონახოთ. გირჩევთ, ამ დღეს ვინმეს მოტყუება არ სცადოთ, თორემ მოტყუებული თავად დარჩებით.

ქალწული
შესაძლოა, რაღაც ისეთი თქვათ, რაც ვიღაცის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, თუმცა ამისთვის მოგვიანებით, მადლობას გეტყვიან. გამუდმებით წინსვლასა და კარიერულ აღმასვლაზე ფიქრობთ, მაგრამ იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, როდის აპირებთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას? თუ ძალებს არ მოიკრებთ და რაღაცის შეცვლას არ ცდით, დღევანდელი „ცუდი“ შეიძლება ხვალ „უარესი“ გახდეს.

სასწორი
სასწორები ამ დღეს მოიწყენენ, რაც გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. შესაძლოა, ვინმემ სცადოს თქვენს ნაცვლად პრობლემების მოგვარება, მაგრამ დაფიქრდით, გჭირდებათ კი ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც შემდეგ ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ რამე არ ინანოთ, სასურველია, განსაკუთრებული არაფერი ჩაიდინოთ.

მორიელი
ამ დღეს მორიელები მაჭანკლის როლში აღმოჩნდებიან. ადამიანები, რომელთაც ერთმანეთს გააცნობთ, მომავალში ოჯახს შექმნიან. შესაძლოა, რომელიმე ნაცნობი თქვენთან კონფლიქტს შეეცადოს. ნუ დაუშვებთ დაუფიქრებელ შეცდომებს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც საკუთარი თავის გამოვლენას 100%-ით შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს არ იჩქაროთ, რადგან ისედაც ყველაფერს მოასწრებთ. მშვილდოსნებო, ნუ დაიწყებთ დამნაშავის ძიებას იქ, სადაც ის არ არის. ისწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

თხის რქა
ამ დღეს სიახლეს შეიტყობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის და გააფერადებს. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო საკუთარი სამუშაო ადგილის მოწესრიგებას. ამ დღეს თხის რქებს წესების საპირისპიროდ ქმედების სურვილი გაუჩნდებათ, მაგრამ სოციუმი თქვენზე ძლიერი აღმოჩნდება, ამიტომ ცოტა შეგრილდით.

მერწყული
მერწყულებმა შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ და თუკი მოცემულ მომენტში ამ აზრს შეეწინააღმდეგებით, სულ მალე გაიგებთ, რომ ეს კარგი იდეა იყო. მერწყულებო, როდის ისწავლით იმის დაფასებას, რაც გაქვთ? იმდენი ხანია ებრძვით ქარის წისქვილებს, რომ ამის გაცნობიერება ამ დრომდე გიჭირთ.

თევზები
ეს დღე აქტიურ დასვენებას გპირდებათ, რაც საბოლოოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სხვათა შორის, ფიზიკურ დაღლასაც იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ წარსული და მომავლისკენ გაიხედოთ. ამ დღეს შესაძლოა, ხშირად იფიქროთ იმაზე, რომ უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე გაქვთ, და თუკი ამ ფიქრებს არ მოიშორებთ, ბედისწერა ზურგს შეგაქცევთ.