21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თუ გარემოს შეცვლა გსურთ, ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. ეცადეთ, რჩევები მხოლოდ გონების კარნახით არ გასცეთ, თორემ ადამიანები იფიქრებენ, რომ გული არ გაქვთ. სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით. შესაძლოა, დღეს უნებლიეთ ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ.


კურო
მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყების, გრძნობების გამხელისა და მომავლის გეგმებზე საუბრისთვის. საღამოს ისეთი საქმით დაკავდით, რაც ნერვებს დაგიმშვიდებთ. ადამიანებს თვალებში არ უყუროთ. ამ დღეს მათში ვერც თანაგრძნობას დაინახავთ და ვერც კითხვებზე პასუხს ამოიკითხავთ.


ტყუპები
განთავისუფლდით იმისგან, რაც ქვემოთ გექაჩებათ და არ ინანებთ. შესაძლოა, ნანატრი სიახლეები შეიტყოთ. ქორწინებისთვის შეუფერებელი დღეა.


კირჩხიბი
თუ რაიმე კონკურსში მონაწილეობა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ, რადგან დღეს კონკურსებსა და შეჯიბრებებში უპირობო გამარჯვებული ხართ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ თავისი შეცდომების თქვენთვის გადმობრალება სცადოს. ნერვებს გაუფრთხილდით და ეცადეთ, ამ დღეს სახლიდან არ გახვიდეთ.


ლომი
ლომს სასიცოცხლოდ ესაჭიროება, თავი საყვარელ ადამიანად იგრძნოს და ეს დღე ასეთ განცდას მიანიჭებს. ეცადეთ, თქვენთვის უჩვეულო არაფერი მოიმოქმედოთ. დაე, დღემ ჩვეულ რეჟიმში ჩაიაროს. შესაძლოა, დოკუმენტებთან მუშაობის დროს სირთულეები შეგექმნათ და ეს განსაკუთრებით, ფინანსურ დოკუმენტებს ეხება.


ქალწული
დიდი ხანია, ბავშვის შვილად აყვანაზე ფიქრობთ. იქნებ, ეს თემა დღესაც გაიხსენოთ? ამჯერად, ყველაფერი გამოვა. თუ ვიღაცის საიდუმლო შეიტყვეთ, ეცადეთ, მაშინვე დაივიწყოთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მეგობრობა საიდუმლოს გაუთქმელობასაც ითვალისწინებს, ამიტომ, თუ მეგობრობას უფრთხილდებით, აკონტროლეთ, სად, ვისთან და რას ამბობთ.


სასწორი
თქვენი სიმკაცრე გარშემომყოფებს არ გააღიზიანებთ. ამ დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის გასესხებას, ყველაზე სანდო ადამიანებზეც კი. თუკი საკუთარი თავის ხელში აყვანის სურვილი არ გაქვთ, ამიტომ სასოწარკვეთილება თქვენში კიდევ რამდენიმე დღე შეინიშნება.


მორიელი
თუკი ვინმე დიდი ხანია კარზე გიკაკუნებთ, ხოლო თქვენ თავს იკატუნებთ, თითქოს კაკუნი არ გესმით, ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, კარი გააღოთ, რადგან კართან შესაძლოა, ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი აღმოჩნდეს. ეს დღე მორიელებისთვის იდუმალებით მოცული იქნება, მაგრამ ამოცანებს ძალიან მალე ამოხსნით. მორიელებო, ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავს ყოვლისშემძლედ, ნუ ეცდებით, გადააკეთოთ ის, რაც შეუძლებელია.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ცეკვის სურვილი გაუჩნდებათ და ხვალ საბოლოოდ შეძლებენ სურვილის შესრულებას. საგულდაგულოდ მოუსმინეთ იმას, რასაც თქვენი მისამართით გაიგებთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას სხვების ნათქვამს. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით გზაში.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია თხის რქების ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ. ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს. ნუ დაელოდებით ღირსეულ ქმედებას საყვარელი ადამიანისგან, ხვალინდელი დღე ამისთვის შესაფერისი ვერ იქნება.


მერწყული
თუკი მერწყულებს სამსახურთან დაკავშირებული საქმეები აქვთ, მაგალითად, თათბირი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის. ამ დღეს მერწყულებს ვარსკვლავები ურჩევენ, მოიშორონ ბნელი აზრები და ცუდი შეგრძნებები, სანამ მათი გონება ჭეშმარიტ აზროვნებას საბოლოოდ ჩამოშორდება.


თევზები
ამ დღეს თევზებმა შესაძლოა, საკუთარ ფობიას აჯობონ და უჩვეულო სიმამაცე გამოიჩინონ. ნუ იტყვით უარს სასიამოვნო წვრილმანებზე. აკონტროლეთ საკუთარი ქცევები, რათა შედეგად ჩადენილი საქციელი სანანებელი არ გაგიხდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?