ვერძი
სავარაუდოდ, დღეს ბევრ ცრემლს დაღვრით, რაც ძალიან კარგია, რადგან ეს სიხარულის ცრემლები იქნება. ვიღაცამ თქვენი კარგად შემუშავებული გეგმა ჩაშალა, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. შესაძლოა, ასე უკეთესიც იყოს. თქვენმა მდიდარმა ფანტაზიამ შესაძლოა, ვიღაცის სიტყვები სრულიად სხვა შინაარსით გაიგოს და ბუზი სპილოდ აქციოს.
კურო
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ეს ეტაპი უკან დარჩა და წინ სიხარულით სავსე, ყვავილოვანი ცხოვრება გელით. შესაძლოა, ვიღაცის სიტყვამ გაგანაწყენოთ. ალბათ, ვიღაცის რჩევას „ორი ყურის პრინციპით“ მოისმენთ და დასცინებთ კიდეც, მაგრამ ეს თქვენი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება.
ტყუპები
ტყუპებო, თუ სხეულის სრულყოფილებაზე ზრუნავთ, ვარჯიში ახლავე უნდა დაიწყოთ. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად გათვალეთ და გადათვალეთ, ძალიან ცდებით. სანამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, რაღაც მოქმედებებს განახორციელებთ, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ. ბრიყვული ეჭვიანობა პარანოიად გექცათ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მშვენიერი დღეა - არავინ გაღიზიანებთ და ყველა საქმე შესანიშნავად გამოგდით. ნუ ცდილობთ, ყველაფერი მოასწროთ. ზედმეტი ნერვიულობა არაფერში გჭირდებათ, ამიტომ მშვიდად მოილიეთ ყველაზე მთავარი და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. შესაძლოა, უხეირო ხუმრობამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.
ლომი
დღეს სერიოზული ფულის ხარჯვა და ახალი შესაძენი გელით, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საფულე მთლიანად არ დაიცარიელოთ. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდა.
ქალწული
მიმდინარე პრობლემებს შესანიშნავად მოაგვარებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს რომანტიკულ განწყობაზე მხოლოდ თქვენ ხართ და საეჭვოა, ამის მეორე ნახევრისთვის „გადადება“ მოახერხოთ. ნუ იქნებით ადამიანების მიმართ ასე მომთხოვნი. ისინი მხოლოდ ადამიანები არიან და არა დაპროგრამებული რობოტები.
სასწორი
მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება, პრობლემები ზეგამდეც დაიცდის. ხვალ კი მხოლოდ სიმშვიდე და ჰარმონია გჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს მოკვლის სურვილი გაგიჩნდებათ, ამას მაინც ვერ გააკეთებთ, ამიტომ, რა საჭიროა ზედმეტი ნეგატივი?
მორიელი
როგორც კი იგრძნობთ, რომ სულიერად ეცემით, დაურეკეთ ახლობელ ადამიანს, ის აუცილებლად იპოვის თქვენთვის დამაიმედებელ სიტყვებს და კვლავ მზად იქნებით „ბრძოლისთვის“. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რადგან შესაძლოა, ინანოთ. თუკი ვინმე თქვენთან ურთიერთობაში აგრესიას გამოავლენს, შეეცადეთ, სამაგიერო არ გადაუხადოთ.
მშვილდოსანი
ნაცნობობა, რომელსაც შესაძლოა, მშვილდოსნებმა საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება, დიდი ალბათობით, მათი ცხოვრების სიყვარული აღმოჩნდება. ამ დღეს შესაძლოა, სპონტანურად მეგობრები გესტუმრონ და თუკი სხვა გეგმები გქონდათ, ნუ განაწყენდებით, მაინც შესანიშნავი საღამო გელოდებათ. ნუ დაიწყებთ საკუთარი მოსაზრების მტკიცებას უფროს ადამიანებთან.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქებს ნებისმიერი ამინდი გაახარებთ, რადგან ბედისწერა მათ სიურპრიზს უმზადებთ. თხის რქებო, ნუ ჩაიცვამთ ისეთ ტანისამოსს, რომელშიც თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად ვერ იგრძნობთ. ნუ დახარჯავთ დროს სწავლაზე, გადადეთ ეს საქმე ზეგისთვის, რადგან თქვენმა გონებამ ერთი დღით დასვენება გადაწყვიტა.
მერწყული
თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი ძალიან რთული ხასიათისაა, მაგრამ სწორედ ის გაიძულებთ, საკუთარი თავი საყვარლად იგრძნოთ, ამიტომ, თამამად აჩუქეთ მას თქვენი გულის გასაღები. მოთოკეთ ამბიციები და სადმე მოშორებით შეინახეთ. შეეცადეთ, თქვენი ყველა ქმედება და გადადგმული ნაბიჯები კარგად დაფიქრებული იყოს.
თევზები
ეს დღე შესანიშნავია მცირედი „ეშმაკობების“ ჩასადენად, რომელიც უამრავ სიხარულს მოგანიჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ყურადღებით და გამოიჩინოთ სიფრთხილე, რადგან საფრთხე გელოდებათ. თევზებო, ნუ ეცდებით, ამ დღეს საზოგადოებას გამოეყოთ.