25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ნუ იძუნწებთ სითბოს გაცემას, ნუ შეგრცხვებათ იმის თქმა, რასაც გრძნობთ და სანაცვლოდ, გაცილებით მეტს მიიღებთ. მეორე ნახევარს საოჯახო საქმეებში დაეხმარეთ და ისიც მადლობელი დაგრჩებათ. რაც არ უნდა მოხდეს, ხანძარი თუ სტიქიური უბედურება, ამ დღეს ისეთი მშვიდი იქნებით, როგორც არასდროს.


კურო
ამ დღეს საპირისპირო სქესი თქვენ მიმართ უზარმაზარ ინტერესს გამოავლენს. ასე რომ, შეგიძლიათ, ეს მომენტი სწორად გამოიყენოთ. თუ ვიღაც გეპირფერებათ, კარგად დაფიქრდით, სანამ ნათქვამს დაიჯერებთ. სიჩქარეში შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგეპაროთ.


ტყუპები
სიცილი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ და ამ დღის მოვლენების გადატანაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ  სატელევიზიო გადაცემების ყურებას. მოსალოდნელია მეორე ნახევართან კამათი და გაუგებრობა, ამიტომ ჩხუბი თუ არ გსურთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.


კირჩხიბი
ზედმიწევნით ხელსაყრელი დროა ისეთი მასშტაბური შენაძენისთვის, როგორიც ბინა ან მანქანაა. მშვიდი დღე, მშვიდი გარემო და მშვიდი კირჩხიბი - რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც დახმარება არ უთხოვიათ, თორემ შეიძლება „დათვური სამსახური“ გამოგივიდეთ.


ლომი
კარგი დღეა გონებრივი მუშაობისთვის. თუ საინტერესო წინადადებით მოგმართავენ, პასუხს მაშინვე ნუ გასცემთ. კარგად უნდა დაფიქრდეთ. ყოყმანის გამო, შესაძლოა, შანსი ხელიდან გაუშვათ.


ქალწული
ამ დღეს სევდას მხოლოდ მუსიკა გაგიქარვებთ. ხმამაღლა აუწიეთ საყვარელ მელოდიას და ისიამოვნეთ. შესაძლოა, ვიღაცას სასარგებლო და საქმიანი რჩევა მისცეთ. ერიდეთ დაუფიქრებელ და „ცხელ გულზე“ მიღებულ გადაწყვეტილებებს.


სასწორი
ამ დღეს სასწორებს ყველა დაუჯერებს, როგორც ოჯახის წევრები, ისე კოლეგები. ამ დღის დევიზი იქნება - „შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა“, ამიტომ სიტყვა „დასვენება“ დროებით დაივიწყეთ. სასწორებო, ამ დღეს თავად მოგიწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა.


მორიელი
მორიელებო, ამ დღეს ვიღაც თქვენს დაინტრიგებას შეძლებს და თავად კმაყოფილი დარჩება. თუ გსურთ, გარშემომყოფებმა სერიოზულად აღგიქვან, თვითონაც სერიოზულად უნდა მოიქცეთ. შესაძლოა, ამ დღეს მორიელებს ახლობელი ადამიანებისგან ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდეთ.

მშვილდოსანი
ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მავნე ჩვევებისგან განთავისუფლდეთ. თუკი შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად ბევრი იცეკვეთ, ეს პოზიტიური განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუკი მიზნის განსახორციელებლად თუნდაც პატარა ნაბიჯს გადადგამთ.

თხის რქა
ბავშვობაში დაბრუნებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ ბავშვობას დროებით მაინც დაუბრუნდეთ. უცნობ კომპანიაში მოხვედრაზე შეგიძლიათ, უარი თქვათ. თუკი ძალებს არ მოიკრებთ და ცვლილებებზე არ იფიქრებთ, თქვენ გარშემო არსებული „ცუდი“ კიდევ უფრო „უარესად“ გარდაიქმნება.


მერწყული
ხვალინდელი დღე ქველმოქმედების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. შემთხვევით გაგონილი ინფორმაცია შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ. მერწყულებო, დიდი შანსია, მეუღლის ღალატის ცდუნებამ გძლიოთ, რაც სასიკეთო არავისთვის იქნება და საბოლოოდ, ყველაზე მეტად დაზარალებული თქვენ აღმოჩნდებით.


თევზები
ხვალინდელი საღამო შესანიშნავია კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, ხოლო თქვენი ახლობლები თქვენი მომზადებული კერძების დაგემოვნებას და თქვენს შექებას შეძლებენ. შეეცადეთ, კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეს ნაკლებსავარაუდოა, საკუთარი განწყობის ამაღლება შეძლოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?