27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელ დღეს მოახლოებული დღესასწაულის მოლოდინში გაატარებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში თქვენს პიროვნულ განვითარებაზე გავლენას მოახდენს. გირჩევთ, ხმაურიანი გამოსვლებისგან თავი შეიკავოთ, რადგან შეიძლება მომავალში ამან თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშაოს.


კურო
საკუთარი ღიმილის სარკეში დანახვა მთელი სამუშაო დღის მანძილზე ენერგიით დაგმუხტავთ. ამ დღეს საკუთარ მარტოობას განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობთ. ასეთი განწყობით შორს ვერ წახვალთ, რაღაც უნდა შეცვალოთ.


ტყუპები
ბოლოს და ბოლოს, იგრძენით, რომ საკუთარ ბედს თავად განაგებთ. დაივიწყეთ დეპრესია და სამომავლო მოქმედებების სწორი გეგმა დასახეთ. საკუთარი თავის რწმენა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. ამ დღეს განწყობა თავად უნდა შეიქმნათ.


კირჩხიბი
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ რაიმე საქმის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწეროთ. გადაიკითხეთ სამსახურის მაძიებელთათვის გამოქვეყნებული განცხადებები, შესაძლოა, აქედან რაღაც გამოვიდეს. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი სიმართლის ფიზიკური ძალით დამტკიცება კარგი იდეა არ არის.


ლომი
ჯანდაბას ფული... შეგიძლიათ, უკანასკნელი კაპიკები საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯოთ, რადგან ხვალ ახალი დღეა და ახალი შემოსავალი გელით. შესაძლოა, ძველ, არცთუ ისე სასიამოვნო ნაცნობებს შეხვდეთ, მაგრამ თავის მოჩვენება, რომ არ დაგინახავთ, არ ღირს. ნუ ეძებთ ჭეშმარიტებას ღვინოში. შეჩერდით, სანამ „ფსკერზე“ არ დაშვებულხართ.


ქალწული
ჩვეულებრივი ნივთები უჩვეულო შეგრძნებებით დაგაჯილდოებთ. შესაძლოა, დღეს ვიღაცამ სახიდან ნიღაბი ჩამოგხსნათ და გამოგააშკარაოთ. თითქოს განგებ, ყველა თავს გეხვევათ, როცა ყველაზე მეტად მარტოობა გსურთ.


სასწორი
ამ დღეს სასწორები ისეთ საქციელს ჩაიდენთ, რითიც შემდეგ დიდხანს იამაყებთ. გაუკეთეთ სიურპრიზი თქვენს მეორე ნახევარს. ვარსკვლავები განსაკუთრებულ სიფრთხილეს გირჩევენ - შესაძლოა, რამე დაკარგოთ.


მორიელი
მორიელებო, ამ დღეს თავად ხართ საკუთარი თავისთვის ჰოროსკოპიც, ფსიქოლოგიც და მკითხავიც, ამიტომ მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოთ. ნუ მისცემთ წვრილმანებს განწყობის გაფუჭების უფლებას. ვარსკვლავები გირჩევენ, თუნდაც ყველაზე ცხარე კამათის დროს წყობიდან არ გამოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილი სიტუაცია ძალიან გაგანაწყენებთ.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები არ მოგცემენ იმის საშუალებას, რომ მშვიდად დაისვენოთ ერთ ადგილას. განთავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგან. ვერანაირი სასიამოვნო წვრილმანი ვერ აგიმაღლებთ განწყობას, ამიტომ, თუკი შესაძლებლობა გექნებათ, უბრალოდ, წადით, დაწექით და დაიძინეთ.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია საკუთარი მომავლის დასაგეგმად. თხის რქებო, ჩაინიშნეთ თქვენი სურვილები ან მოიმარჯვეთ დაფა ვიზუალიზაციისთვის. ნუ იქნებით შურიანი და ნუ დაუსვამთ გარშემომყოფებს ბევრ შეკითხვას, რადგან მათი გაღიზიანება აიცილოთ თავიდან.


მერწყული
ამ დღეს წარსულზე ბევრს იფიქრებთ და დიდი ხნის წინათ გადატანილის გამო კვლავ დამწუხრდებით, მაგრამ ნუ აჰყვებით ემოციებს. ვარსკვლავები გირჩევენ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ - სასურველია, თქვენს ყოველდღიურ გრაფიკში სახლის წინ სეირნობა შეიტანოთ. იყავით ამაყი თუნდაც ერთი დღით, ეს ნაცნობებისა და თანამშრომლებისგან ყველანაირი დამცირებისგან დაგიცავთ.


თევზები
ამ დღეს თევზების ქარიზმა სრული დატვირთვით იმუშავებს. ნუ მოინდომებთ იმაზე მეტს, ვიდრე გაქვთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი ავტორიტეტის რისკის ქვეშ დაყენებას, ხვალ, ნაკლებსავარაუდოა, რომ გაგიმართლებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?