ვერძი
მეოცნებე ვერძები ხვალ ისე ახლოს იქნებიან თავიანთ ოცნებასთან, რომ ხელით შეეხებიან.
დაურეკეთ მშობლებს და, თუ საშუალება გაქვთ, მოინახულეთ კიდეც.
გირჩევთ, უცნობი ადამიანების ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.
კურო
შეგიძლიათ, ახლობელ ადამიანს ბოლომდე ენდოთ, ის არ მოგატყუებთ და არ გიღალატებთ.
როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ სუფთა ჰაერი, ამიტომ თქვენს დატვირთულ გრაფიკში ჰაერზე ერთსაათიანი გასეირნება უნდა შეიტანოთ.
ამ დღეს პატიოსანი კუროებიც კი მოტყუებისკენ არიან მიდრეკილნი, რაც თავადაც შეგაშფოთებთ.
ტყუპები
მთელ დღეს დრაივისა და ადრენალინის ძიებაში გაატარებთ და აუცილებლად იპოვით. ყურადღებით მოუსმინეთ თხოვნას დახმარების შესახებ.
მოუთმენლად ელით საღამოს მოახლოებას, თუმცა სულ ტყუილად, იმედი გაგიცრუვდებათ.
კირჩხიბი
რა საჭიროა ამდენი ფიქრი? აუცილებლად დასთანხმდით.
ხვალ არავის არაფერი სთხოვოთ.
გაითვალისწინეთ, რომ დღეს ქორწინებისთვის შეუფერებელი დღეა.
ლომი
ისე ასხივებთ, თითქოს სულში მზე გინათებთ, რაც გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.
დროა, დაუსრულებელი საქმეები დაასრულოთ დევიზით „ან ახლა, ან აღარასოდეს“
მოერიდეთ საეჭვო კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით.
ქალწული
დღეს, როგორც არასდროს, განწყობილი ხართ კომპრომისისთვის, რითაც ოპონენტებსაც გაახარებთ და პრობლემების მოგვარების ასეთი გზა თავადაც მოგეწონებათ.
„ტყავიდან ძვრებით“, რათა ყველა საქმე მოასწროთ, მაგრამ თითქოს განგებ, დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.
სასწორი
სასწორებო, დაკავდით იმ საქმით, რაც ძალიან გაინტერესებთ, არავინ გაგინაწყენდებათ, თუკი დროებით განმარტოებას გადაწყვეტთ.
შეეცადეთ, მომხდარ მოვლენებზე კონტროლი არ დაკარგოთ.
ეს დღე არცთუ ისე შესაფერისია ახალი წამოწყებებისთვის, განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობებისთვის.
მორიელი
ნუ შეგეშინდებათ, თამამად მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, ამ დღეს ვარსკვლავები იღბლიან დღეს გიწინასწარმეტყველებენ.
აუცილებლად დაგეგმეთ დღე, რათა მნიშვნელოვანი დავალებების გადაწყვეტა დღის განმავლობაში მოასწროთ.
ამ დღეს ვიღაცის უზრდელობამ შესაძლოა, მორიელები გააბრაზოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, თქვენ თავად ხართ ამ დღეს საკუთარი თავის საუკეთესო ჰოროსკოპიც, მრჩეველიც და ფსიქოლოგიც, ამიტომ მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს, რათა სასურველი შედეგი მიიღოთ.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ფულადი დანახარჯების კონტროლი.
სხვისი ქარიზმა გაიძულებთ, საკუთარ შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ გადახედოთ.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებით.
ამ დღეს იმდენად შეგიყოლიებთ სამსახურებრივი საქმეები, რომ დანარჩენს ყველაფერს დაივიწყებთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან იკამათოთ, ამიტომ დაფიქრდით, რას ამბობთ და როგორ იქცევით.
მერწყული
ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ და ნუ გადახვალთ დასახული კურსიდან. მალე ყველა მიხვდება, რომ თქვენი გადაწყვეტილება ყველაზე მართალი და სწორია.
მოერიდეთ სატელევიზიო ინფორმაციებს.
შესაძლოა, მერწყულებმა საკუთარ თავზე უსიამოვნო ამბავი გაიგონ.
თევზები
ყველაფერი, რისი გადაწყვეტაც ბოლო დროს გიჭირდათ, ხვალ აუცილებლად განხორციელდება.
ნუ დაელოდებით გარშემომყოფებისგან სასიამოვნო ინფორმაციის მოსმენას.
თევზებო, ნუ მიიჩნევთ თავს ყოვლისშემძლეებად და ნუ ეცდებით, გადააკეთოთ ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია.