ვერძი
დროა, ადრე შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. ალკოჰოლის მიღებისას, ზომიერება დაიცავით, რომ სისულელე არ ჩაიდინოთ. ხვალ საქმის მიმართ გამოჩენილი არასერიოზულობა მოგვიანებით დაგაზარალებთ.
კურო
თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავს საყვარელ ადამიანად გრძნობდეთ და ეს დღე ასეთ განცდას მოგანიჭებთ. ერიდეთ ადამიანების განსჯას, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი გაქვთ. დაივიწყეთ იდეა, რომელიც ხვალ თავში მოგივათ. ის სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
ტყუპები
ხვალ მეგობრები თქვენს ცხოვრებაში სიგიჟის სასიამოვნო წუთებს შემოიტანენ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დამატებითი სამუშაო მიიღოთ. მთელ დღეს „ხვალის“ მოლოდინში გაატარებთ. იქნებ, იმ პოზიტივის დანახვა არ გსურთ, რაც დღეს ხდება?
კირჩხიბი
იმდენი ხანია, ოცნებობთ, რომ ვიღაცამ სასიამოვნო საღამო-სიურპრიზი მოგიწყოთ, რომ, მგონი, ოცნების ასრულების დრო დადგა. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის რჩევის მიმართ თქვენი „აგდებული“ და არასერიოზული დამოკიდებულება უდიდესი შეცდომაა. თავად არ გსურთ, „თავი ხელში აიყვანოთ“, ამიტომ თქვენი ასეთი მდგომარეობა კიდევ დიდხანს გასტანს.
ლომი
სიახლე, რომელსაც ხვალ შეიტყობთ, თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის და ნათელი ფერებით აავსებს. ერთფეროვანმა სამუშაომ დაგღალათ. გეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს „გაცურებას“ ცდილობს.
ქალწული
ხვალ ისეთი განცდა გექნებათ, რომ სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს. მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს.
სასწორი
მუშაობა სამომავლოდ კარგ პერსპექტივას გამოგიჩენთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მიიღოთ. შესაძლოა, ხვალ გულწრფელი საუბარი მოგიწიოთ, რაც უფრო მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე უზრუნველი.
მორიელი
ხვალ მორიელებს სასიამოვნო დანახარჯები ელოდებათ და დახარჯულ თანხას არავითარ შემთხვევაში არ ინანებენ, რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ოდენობა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი არ გექნებათ და შეეცდებით, მუდმივად თავი იმართლოთ. ამ დღეს საყვარელი ადამიანისგან მიყენებულ ტკივილს ძნელად დაივიწყებთ.
მშვილდოსანი
კარგი განწყობა ფრთებს შეგასხამთ. ხვალ შესანიშნავი შანსი მოგეცემათ წვრილმანი საქმეების დასასრულებლად, რომლებიც დიდი ხანია, გადადებული გაქვთ. მშვილდოსნებო, გახსოვდეთ, რომ ორჯერ მდინარეში ვერ შეხვალთ და შეეცადეთ, დამშვიდდეთ.
თხის რქა
სცადეთ საკუთარი თავი ახალ საქმეში, ეს წარმატებული აღმოჩნდება. თხის რქებს ვარსკვლავები გირჩევენ, ითამაშოთ ფსიქოლოგიური თამაში - „იპოვეთ რაიმე კარგი ყოველ ადამიანში“. ხალხი თქვენგან უფრო მეტს ელოდება, ვიდრე იღებს.
მერწყული
მერწყულებო, სცადეთ საუბარი ასაკით უფროს ადამიანთან და უთხარით მას, რაც გაწუხებთ, შესაძლოა, მან შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა შეძლოს. კარგი იქნება, თუკი ცოტაოდენ დროს საკუთარ სურვილებსაც დაუთმობთ. ხვალ მერწყულები საკუთარი ქარიზმის წყალობით ნებისმიერ საქმეს შეასრულებენ.
თევზები
თევზებო, თქვენს ცხოვრებაში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შეინიშნება და იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ წინადადების წინააღმდეგი იქნებით, სულ მალე გაიგებთ, რომ ეს კარგი იდეა იყო. თუკი ვინმე თხოვნით მოგმართავთ, უარი არ უთხრათ. თევზებო, როდის ისწავლით იმის დაფასებას, რაც გაქვთ?