26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 აგვისტო 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აგვისტოსთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დილას სარკეში საკუთარი ღიმილის დანახვა ენერგიით აგავსებთ. თუ ძალებს არ მოიკრებთ და რაღაცის შეცვლას არ ცდით, დღევანდელი „ცუდი“ ხვალინდელ „უარესად“ გექცევათ. ერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, რადგან გამორიცხული არ არის, ყველაფერი კონფლიქტში გადაიზარდოს. 


კურო
ხვალ ვარსკვლავები მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ. აუცილებელი არაა, „მარჯვნივ და მარცხნივ“ რჩევები არიგოთ. სჯობს, თქვენი აზრი თქვენთვის შეინახოთ. დაუგეგმავი ხარჯი გელით, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმებით.


ტყუპები
იმდენი ხანია ოცნებობთ, რომ ვიღაცამ საღამო-სიურპრიზი მოგიწყოთ, რომ მგონი, ოცნების ახდენის დრო დადგა. გამონახეთ დრო, რომ ტელეფონების წიგნი „გაფილტროთ“. ხვალ პატიოსანი ტყუპებიც კი ტყუილისკენ იქნებიან მიდრეკილი, რაც თავადაც შეაშფოთებთ.


კირჩხიბი
ისეთ ენერგიაზე ხართ, რომ „მთებს გადააბრუნებთ“, ამიტომ სწორად გამოიყენეთ შანსი, რომ დაუმარცხებლის დამარცხება შეძლოთ. ჯერჯერობით, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. დღეს ძლიერი კირჩხიბებიც კი მზად არიან, დამარცხება აღიარონ, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა იჩქარონ.


ლომი
მიმდინარე პრობლემების წარმატებულად მოგვარების დღეა. მეგობრული კომპანია - აი, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. დაფიქრდით, ახალმა სიყვარულმა ძველი მეგობრები ხომ არ დაგავიწყათ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვიღაც თქვენზე ძალიან ნაწყენია.


ქალწული
ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ? ჩათვალეთ, რომ ცუდი პერიოდი უკან დარჩა და დღეიდან ისევ ჰარმონიული და სიყვარულით სავსე დღეები იწყება. ნუ ცდილობთ ერთდროულად ყველა საქმის მოსწრებას, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოაგვარეთ და წვრილმანები სამომავლოდ გადადეთ. 


სასწორი
ვარსკვლავები არ გირჩევენ დაგეგმილი გზიდან გადახვევას, რადგან სულ მალე მიხვდებით, რომ სწორედ თქვენ მიერ არჩეული გზაა სწორი. დასვენებაში დახარჯული ფული სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ. ნუ იქნებით აგრესიული, ეს თვისება აუცილებლად დაგაზარალებთ.


მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ყურების ჩამოყრას, რადგან ყველაფერი კარგად უნდა იყოს. მორიელებო, სცადეთ, საერთო ენა გამონახოთ საჭირო ადამიანებთან, ოღონდ ყველაფერი წინასწარ გააანალიზეთ. ხვალ ნებისმიერი სახის ტექნიკა ხელებში ჩაგემტვრევათ, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ სხვადასხვა მოწყობილობასთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები დინებას მიჰყვებიან, თანაც საკმაოდ თავდაჯერებით და იმის ცოდნით, რომ მიზანთან ახლოს არიან. სწორედ ამ მიზეზით გაქვთ თვალები გაბრწყინებული. მშვილდოსნებო, უკვე რამდენჯერმე გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. სამწუხაროდ, მათი გადადება კიდევ რამდენიმე ხნით მოგიწევთ.

თხის რქა
სამუშაო დღე ძალიან სწრაფად ჩაივლის და თვითკმაყოფილების შეგრძნებაც დაგეუფლებათ. თხის რქებო, როგორც ყოველთვის, ყველაფერი წინასწარ გაქვთ გათვლილი და გაანგარიშებული, მაგრამ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ნუ გამორიცხავთ. შეეცადეთ, მკვეთრ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. დაურეკეთ მშობლებს და თუკი შესაძლებლობა გექნებათ, გაუარეთ მათ. ნუ გააკეთებთ რამეს იძულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსრულებელი საქმე კვლავ თავს იჩენს.


თევზები
ხვალინდელი დღე ცისარტყელასავით ნათელი და ფერადი იქნება, თანაც პოზიტიური მოვლენებით სავსე. ნუ მოიწყენთ იმ შემთხვევაშიც, თუკი რამე არ მოგეწონებათ, ხვალინდელი დღე ძალიან სწრაფად გავა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?