11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს იმდენი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რომ საკუთარი შრომისმოყვარეობით გაოცებული და უზომოდ კმაყოფილი დარჩებით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად სამუშაოს გარდა, სხვა რაღაცებიც არსებობს. თავი შეიკავეთ უფროსი ადამიანებისთვის საკუთარი პოზიციისა და სიმართლის მტკიცებისგან.


კურო
ნუ ელით, რომ თქვენს მოქმედებებს ვინმე შეაფასებს, უბრალოდ, გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აკეთებდით და მალე პოზიტიურ შედეგებს დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი მეგობრობა საიდუმლოს შენახვასაც გულისხმობს, ამიტომ თუ თქვენთვის მეგობრობა ძვირფასია, დაფიქრდით, რას და ვისთან ამბობთ. თუ გსურთ, საზოგადოებამ სერიოზულად აღგიქვათ, სერიოზულად უნდა მოიქცეთ.


ტყუპები
მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სტუმრები გელით. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები. ამ დღეს თქვენი გულუხვობა ვიღაცამ შეიძლება პირფერობად ჩაგითვალოთ.


კირჩხიბი
სულში თითქოს მზე გინათებთ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებათ გარშემომყოფებს, რომლებსაც საკუთარი არსებობით ცხოვრებას გაულამაზებთ. განდევნეთ ბნელი აზრები და ცუდი წინათგრძნობა, სანამ გონება არ დაგიბინდათ და სწორი გზიდან არ გადაგიყვანათ. უცნობი ადამიანების ნებისმიერ წინადადებას უარით უპასუხეთ.


ლომი
გირჩევთ, ხვალ სახელოვნებო საქმიანობით დაკავდეთ, რადგან ეს სულიერ ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ყველა რჩევისთვის მეგობრებთან ნუ გარბიხართ. ისწავლეთ გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება. ნურავის ნურაფერს ნუ დაპირდებით, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.


ქალწული
საღამოს ისეთი საქმიანობით დაკავდით, რაც ნერვებს დაგიწყნარებთ. ეს დღე მთლიანად ბავშვებს უნდა მიუძღვნათ. სამსახურში ყველა თქვენს უფროსობას ცდილობს.


სასწორი
სასწორებს ინტუიცია გაუმართლებთ, რაც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. თუკი საკუთარი ნივთების გაყიდვას გადაწყვეტთ, გადადეთ ეს ჩანაფიქრი ზეგისთვის. ხვალ ძალიან მკვეთრად იგრძნობთ გარშემომყოფების არაგულწრფელობას თქვენდამი, რასაც ვერაფრით აიცილებთ თავიდან.


მორიელი
თუკი დიდი ხანია კარზე კაკუნი გესმით და არ იმჩნევთ, ხვალ აუცილებლად უნდა გააღოთ კარი, რადგან შესაძლოა კარს მიღმა ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი აღმოჩნდეს. ამ დღეს თქვეს ხელში ნებისმიერი ნივთი გაფუჭდება, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ სხვადასხვა მოწყობილობებთან ურთიერთობას. ქმედებამდე უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, შესაძლოა, შემთხვევით ახლობელ ადამიანს აწყენინოთ.

მშვილდოსანი
ხვალ გაიგებთ სიახლეს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და მას ნათელი ფერებით შეამკობს. მშვილდოსნები ამ დღეს ძალიან სწრაფ ტემპში იმოქმედებენ, იმ მიზნით, რომ ყველაფერი მოასწრონ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

თხის რქა
ხვალ გზად შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ და თქვენი დიდი გულშემატკივარი გახდება. კარგი იქნება, თუკი პატარა ნაბიჯს მაინც გადადგამთ მიზნის შესრულებისკენ. ვიღაცის ქარიზმა გაიძულებთ, საკუთარი სამუშაო რესურსი უფრო მეტად გამოიყენოთ, რაც ემოციურ მონად გაქცევთ.


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია ახალი ცოდნის მისაღებად: გართობა, მოგზაურობა, დასვენება და ახალი ნაცნობობა. არ ღირს საკუთარი ნიჭიერების კოლეგებთან წარმოჩენა, რადგან დედამიწა მრგვალია და შესაძლოა, ცუდი განზრახვა თავადვე მოგიბრუნდეთ.


თევზები
თუკი საყვარელ ადამიანთან არცთუ ისე კარგი პერიოდი გქონდათ, ხვალ უსიამოვნება დასრულდება და მიხვდებით, რომ თქვენი ურთიერთობა გამოსწორდა. შესაძლოა, ხვალ საღამოს აღმოჩნდეთ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ მეტი სიმტკიცე და მიზანდასახულობა, რაც გარშემომყოფებთან და ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს აგარიდებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?