19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, რაღაც ისეთი შემოგთავაზონ, რასაც დიდი ხანია ელით. ამ დღეს ბევრ რამეზე ხელს ჩაიქნევთ, მაგრამ მთავარია, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.


კურო
ეს დღე ცისარტყელასავით ფერადი, ხალისიანი და პოზიტიური მოვლენებითაა სავსე. მთელ დღეს „გადარბენებში“ გაატარებთ და წესით, ყველაფერი უნდა მოასწროთ. დაფიქრდით, მას შემდეგ, რაც თქვენს ცხოვრებაში სიყვარული გაჩნდა, მეგობრები ხომ არ დაგვიწყებიათ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვიღაც თქვენზე ნაწყენია.


ტყუპები
სადაც არ უნდა წახვიდეთ, გამაღიზიანებელ რიგში დგომა არსად მოგიწევთ. აჩუქეთ ახლობლებს სითბო და ყურადღება. საყვარელი ადამიანის ბედნიერი თვალები გმირობისთვის განგაწყობთ. მეორე ნახევართან კამათის შემდეგ, მოწყენილობა დიდხანს გაგყვებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს ახლობლების სითბოთი და ყურადღებით გარემოცული ხართ - ისინი თქვენით ამაყობენ. ნუ ჩაიცვამთ ტანსაცმელს, რომელშიც თავს კომფორტულად არ გრძნობთ. ბოლოს და ბოლოს, როდის ისწავლით იმის დაფასებას, რაც გაქვთ?


ლომი
ლომებო, აკეთეთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. გახსოვდეთ, ადამიანი, ვისაც რთულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლია, სიტუაციაში ორიენტირებას უკეთ ახერხებს. გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს მოვალეობებს.


ქალწული
ბოლოს და ბოლოს, თავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონად იგრძნობთ, დეპრესიას დაივიწყებთ და სამომავლო მოქმედებების სწორ სტრატეგიას დასახავთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები თქვენთვის შეინახოთ. ამ დღეს ბედისგან საჩუქრებს არ უნდა ელოდოთ.


სასწორი
ხვალ სასწორები მიხვდებიან, რატომ არის კარგი ცნობისმოყვარეობა. სამსახურში ხელმძღვანელობისგან შექებას დაიმსახურებთ, რის შემდეგაც დიდების მანია შეგიპყრობთ და მასთან შეწინააღმდეგებას არც კი შეეცდებით. თუმცა, როგორც კი სხვისი დახმარება დაგჭირდებათ, კოლეგებისგან მიღებული პასუხი გაგაღიზიანებთ და თან ადგილსაც მიგიჩენთ, ერთდროულად. თქვენი თანამშრომელი უხეშად გეტყვით უარს და უჩინარ გვირგვინს მოგხსნით.



მორიელი
მორიელები ახლობელი ადამიანის უხამსი ხუმრობის მსხვერპლი აღმოჩნდებით. დიდი ალბათობით, ამ ადამიანზეა დამოკიდებული თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის ბედი. ის გამცნობთ, რომ თქვენმა რჩეულმა ახალი რომანი დაიწყო და რომ თქვენთან ხანგრძლივი ურთიერთობა მის გეგმებში არ შედის. ეს ამბავი გაგაღიზიანებთ, თუმცა, როგორც კი მოიწყენთ, თქვენი ახლობელი აღიარებს, რომ ეს ხუმრობა იყო. გონს უცებ მოეგებით, მაგრამ ამ ადამიანზე სიბრაზე დიდხანს გაგყვებათ.



მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ, საკუთარი ინიციატივების გამოხატვას. თქვენი თამამი ინიციატივების დრო ჯერ არ მოსულა და ყველაფერი, რაც სამყაროსთვის გემეტებათ, წარუმატებელი აღმოჩნდება. დაელოდეთ ხელსაყრელ მომენტს, მანამდე კი დაკავდით რამე უფრო გრანდიოზულით. კარგი იქნება, თუკი სახლის გენერალურ დალაგებას შეუდგებით და უსარგებლო ნივთებს თავიდან მოიშორებთ. ეს სახლის კედლებში პოზიტიური ენერგიის თავისუფლად ცირკულაციაში დაგეხმარებათ.



თხის რქა
ხვალ არც წვრილმანებს მიაქცევთ ყურადღებას და არც გარშემომყოფთა ქმედებებს. ამ მიზეზით მნიშვნელოვან სიგნალს გაუშვებთ ხელიდან, რომელსაც საკმაოდ სიმპათიური პიროვნება გამოგიგზავნით. ის ფარულად გამოხატავს თქვენ მიმართ ინტერესს და ზომიერებას არ გადააბიჯებს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ სამსახურებრივი რომანი არ დაიწყება, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ მას ყურადღებას არ მიაქცევთ და ეს სიმპათიური პიროვნება სხვა, მესამე ადამიანით დაინტერესდება.

მერწყული
მერწყულებს ხვალ ფინანსურ სფეროში წარმატება ელოდებათ. დიდი ალბათობით, პრემიას ან სხვა მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ პროფესიონალური ძალისხმევისთვის. ამ თანხით საყვარელ ადამიანს რომანტიკულ ვახშამს მოუწყობთ და მაშინვე დახარჯავთ. შეხვედრა ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც ოცნებობდით. ეს საღამო უამრავ სასიამოვნო წუთს და შეუდარებელ მოგონებას დაგიტოვებთ.


თევზები
ხვალ თევზები კამათისა და არეულობისკენ იქნებიან მიდრეკილი. კოლეგები გაოცდებიან თქვენი ქმედებებით, რადგან ისინი გიცნობენ, როგორც გაწონასწორებულ ადამიანს, რომელიც არ არის კონფლიქტური. ეს გაღიზიანებული ტონი სახლშიც გაგყვებათ. საღამოს, ოჯახის წევრებს მოეჩვენებათ, რომ ნამდვილი ვულკანი ხართ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს ამოქმედდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ შეეშვებით ახლობლებში არასრულყოფილების ძიებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?