20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
განწყობის მიუხედავად, ხვალ აუცილებლად „სამუშაო ფორმაში“ უნდა იყოთ. კარგია, რომ ძველი კოლეგა და მეგობარი პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ და თქვენს სიზარმაცეს ვერავინ შენიშნავს. სახლში მისვლისთანავე გიჟურ გართობასა და დასვენების დღეებში დაწყებულ მხიარულ საღამოებს განაახლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიული მუშაობა არც მომავალ დღეს გიწერიათ.


კურო
ხვალ უჩვეულო გამოფენას ან კონცერტს დაესწრებით, თუმცა კულტურულ ღონისძიებაზე მეტად, რომელიღაც პერსონა დაგაინტერესებთ. ეს ადამიანი გამუდმებით ბოჰემურ წრეებში ტრიალებს და სახელოვნებო წრეებთან თქვენი დაკავშირება შეუძლია. ამ ადამიანის საკონტაქტო ნომერს საგულდაგულოდ შეინახავთ და ამ დღიდან გამუდმებით ტელეფონის ზარისა და სასიამოვნო სიახლის მოლოდინში იქნებით.


ტყუპები
ხვალინდელ დღეს ძალიან ნაყოფიერად გაატარებთ და თქვენი შრომის შედეგებით სამართლიანად იამაყებთ. თქვენს მონდომებას აუცილებლად შეამჩნევს ადამიანი, ვისზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ. ის აღიარებს, რომ აღფრთოვანებულია თქვენი პროფესიონალიზმით, თუმცა მისი მხრიდან რაიმე შემოთავაზებას არ უნდა ელოდოთ, რაც ნიშნავს, რომ ამჟამინდელი სამსახურის უფრო პერსპექტიულით შეცვლას ჯერჯერობით ვერ მოახერხებთ.


კირჩხიბი
ერთ-ერთი ნაცნობის წარმატებებზე ისეთ სენსაციურ სიახლეს შეიტყობთ, რომ შურს ვერ დამალავთ და მთელ დღეს მხოლოდ ამაზე საუბარში გაატარებთ. მოგვიანებით მიხვდებით, რომ შური შიგნიდან „გჭამთ“ და ამ მდგომარეობაში ნორმალურად ცხოვრება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც შურზე უარის თქმას და ისეთი გეგმის შედგენას გულისხმობს, რომელიც არანაკლებ წარმატებას მოგიტანთ.


ლომი
ამ დღეს საბედისწერო მაცდურის როლი გერგოთ, რადგან რთულ კლიენტთან ურთიერთობა მოგიწევთ, რომელიც თქვენს ინფორმაციას არ ენდობა. არაერთ ეშმაკურ სვლას გამოიყენებთ და მის მოხიბვლას შეეცდებით, რაც აუცილებლად გაამართლებს და საკითხს თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დამღლელი დიალოგის დასრულების შემდეგ იმაზე ფიქრი მოგიწევთ, როგორ მოიცილოთ ეს მომაბეზრებელი ადამიანი.


ქალწული
ეს დღე არც სიხარულს მოგიტანთ და არც იმედგაცრუებას. ყველა საქმეში სტაბილური მდგომარეობაა, ხოლო ძველი პრობლემების ნაწილი დროებით სადღაც გაქრა. გამოიყენეთ ეს სასიამოვნო მომენტი ემოციური წონასწორობის აღსადგენად. დაესწარით კულტურულ ღონისძიებას, ესტუმრეთ მეგობარს ან სხვაგვარად გამოიყენეთ ემოციური მარაგი, რომელიც ამჟამად თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.


სასწორი
სასწორებო, ხვალ მთელი ძალით ვერ იმუშავებთ. დილას ძლივს აიძულებთ სხეულს საწოლის დატოვებას და ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ. მიუხედავად ამისა, სამსახურში მაინც წახვალთ და მოვალეობის შესრულებას შეუდგებით. საღამოს დაღლილობა კიდევ უფრო გაძლიერდება და დიდი ალბათობით, ნაცნობ ექიმს მიმართავთ. თუკი ის წოლით რეჟიმს გირჩევთ, ნუ შეეწინააღმდეგებით, იმ შემთხვევაშიც, თუკი ბიულეტენზე გასვლა სრულიად არ შედიოდა თქვენს გეგმებში.

მორიელი
მორიელებს ხვალ გაუჭირდებათ თანამოსაუბრეების ჭეშმარიტი განზრახვის გაგება. უფრო ზუსტად, მთელ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმენთ და სხვების სურვილებს სრულიად დააიგნორებთ. ამ ფაქტს თქვენი ოჯახი შეეგუება, რადგან თქვენი ნათესავებისთვის ეს სიტუაცია ახალი არ არის. ამასთანავე, ეგოიზმი, რომელსაც სამსახურებრივ საქმეებში გამოიჩენთ, ძალიან ცუდად აისახება თქვენს საქმიან რეპუტაციაზე (თქვენ მიერ განაწყენებული კლიენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელმძღვანელობამ დაგსაჯოთ).

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყველაზე ნათელ და გასაგებ მოვლენებშიც კი შეეცდებიან იდუმალი აზრის ძიებას. მეორე ნახევრისგან საჩუქარს მიიღებთ, ხოლო შემდეგ რამდენიმე საათი იფიქრებთ, რისი სიმბოლოა ეს ნივთი. ამგვარი გაუაზრებელი დამოკიდებულება გექნებათ კოლეგებთან, ისინი საკუთარ აღტაცებას გამოხატავენ თქვენი პროფესიონალიზმის მიმართ და თქვენს ეგოისტურ განზრახვას ყურადღებას არ მიაქცევენ. თქვენ კი არც იეჭვებთ, რომ  კოლეგებს თქვენი შურთ.


თხის რქა
თხის რქებო, ვარსკვლავები გირჩევე,ნ რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროთ მელანქოლია. თქვენთვის დეპრესია არ შეიძლება, რადგან სწორედ ახლა მოგეცემათ კარიერის მწვერვალთან მიახლოების შანსი. იმუშავეთ ბევრი და წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ ყველაფერი გამოგივათ. წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ, შესაძლოა, ცოტა ლოდინი დაგჭირდეთ. არ დაგავიწყდეთ, რა მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ადამიანების მხარდაჭერა და დაფიქრდით, ვინ შეიძლება გახდეს თქვენი კარიერის მფარველი.


მერწყული
მერწყულები ხვალ საოჯახო საქმეების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენენ. თქვენს სახლში ბევრი წვრილმანი პრობლემა წარმოიქმნება, რომელთა მოგვარება თქვენს გარეშე შეუძლებელი გახდება და ეს ყველაფერი იმ მომენტს დაემთხვევა, როდესაც მეგობრებთან ერთად რომელიმე წვეულებაზე დროის გატარებას გეგმავდით. საბოლოოდ, ისე მოიქცევით, როგორც ნამდვილი მეოჯახე, ყველა უსიამოვნებას მოაგვარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდებით ხმაურიან ღონისძიებას.

თევზები
თევზებს ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული საქმეების მიმართ ოდნავ მოდუნებული დამოკიდებულება ექნებათ. დაელოდებით, რომ წუთი-წუთზე დაგიმტკიცებენ კრედიტს ან წვალების გარეშე მიიღებთ საკმაოდ სოლიდურ თანხას. ბოლო მომენტში ეს გეგმები ჩაიშლება და სამწუხაროდ, უფულოდ დარჩებით. მოგიწევთ, ოპერატიულად გადაწყვიტოთ, სად მოიპოვოთ საჭირო თანხა და აუხსნათ მეორე ნახევარს, რომ ნივთს, რომლის შეძენასაც დიდი ხანია ელოდება, ჯერჯერობით ვერ უყიდით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?