23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ მთლიანად საკუთარ პროექტზე მუშაობაში ჩაეფლობით, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ოჯახის წევრები იძულებული იქნებიან, საოჯახო საქმეებს თქვენ გარეშე მიხედონ და მყუდროება არ დაგირღვიონ. სასიამოვნო ატმოსფერო შრომის შედეგებზე დადებითად აისახება და თქვენი გენიალური ჩანაფიქრიც წარმატებით დასრულდება.


კურო
ემოციებით სავსე და ამაღელვებელი დღე გელით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. თუ მარტოსული ხართ, ისეთი სასიყვარულო რომანი გელით, როგორზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თქვენი პარტნიორი მოკრძალებული ადამიანი აღმოჩნდება, რომელსაც პირადი ურთიერთობების აფიშირება არ უყვარს. სწორედ ამ მიზეზით თქვენც თავს შეიკავებთ სასიხარულო ინფორმაციის სოციალური ქსელებით გავრცელებისგან.


ტყუპები
მთელ დღეს ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენაზე ზრუნვას დაუთმობთ. ერთმანეთს შეუნაცვლებთ პასიურ და აქტიურ დასვენებას და უკვე საღამოს შეუძლოდ ყოფნის ყველა სიმპტომი გაქრება. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ, მოგინდებათ, „მთები გადადგათ“, თუნდაც ეს რემონტის დაწყება იყოს. მაგრამ ამისთვის ძალები არ გეყოფათ და ჩანაფიქრზე უარს იტყვით.


კირჩხიბი
თუ რამე მნიშვნელოვნის ყიდვას აპირებთ, ნუ აჩქარდებით. არ ჩაანაცვლოთ ის მსგავსი ნივთით. საეჭვოა, ასეთი ცვლილებით კმაყოფილი დარჩეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულს წყალში გადაყრით. გირჩევთ, საჭირო ნივთის შეძენა სხვა დროისთვის გადადოთ ან, ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტით შეუკვეთოთ.


ლომი
ამ დღეს არსებობს თქვენი პირადი ნივთების მოპარვის შანსი, ამიტომ სახლიდან გამოსვლისას, დარწმუნდით, რომ ქურდები თქვენს ტერიტორიაზე  შეღწევას ვერ შეძლებენ. სხვა სახის გართულებები მოსალოდნელი არაა, ამიტომ  შეგიძლიათ, თამამად წახვიდეთ საღამოს წვეულებაზე და სურვილის შემთხვევაში, ალკოჰოლიც მიირთვათ, თუმცა, აუცილებლად ზომიერების ფარგლებში.


ქალწული
გირჩევთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, სიფრთხილე გამოიჩინოთ. დახვეწილი კომპლიმენტის მოსმენისას, ეცადეთ, მორჩილ მარიონეტად არ იქცეთ. ნუ მისცემთ უფლებას ავანტიურისტს, კომპლიმენტების დახმარებით, თქვენი გულის მონადირება შეძლოს. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მძიმე სულიერ ტრავმას აიცილებთ.


სასწორი
ხვალ სასიყვარულო ფრონტზე მცირე ექსპერიმენტი გელოდებათ. მეგობარს სთხოვთ, წამოიწყოს ფლირტი იმ ადამიანთან, რომელიც გესიმპათიურებათ. რისთვის არის საჭირო თქვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, უცნობია, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: ისინი ერთმანეთს დაუახლოვდებიან და მათ შორის შესაძლოა, რომანიც კი გაჩაღდეს.


მორიელი
ხვალ შესაძლოა ვინმეს აწყენინოთ. დიდი ალბათობით, საუბარია ოჯახის უმცროს წევრზე, რომლის მიღწევებს ღირსეულად არ შეაფასებთ. ბავშვი წყენას არ შეიმჩნევს, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, დანაშაული აღიაროთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ პატარამ არ მოიწყინოს, არ დაკომპლექსდეს და არ იფიქროს, რომ თქვენ ის არ გიყვართ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი დღე საყვარელ ადამიანთან გაატაროთ. გაამგზავრეთ შვილები ნათესავებთან, ხოლო საოჯახო საქმეები კვირისთვის გადადეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დღე მხოლოდ რომანტიკასა და სიყვარულს დაუთმოთ. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ თქვენ შორის არსებული კონფლიქტების მოგვარებას. თუკი ბავშვის გაჩენა გაქვთ დაგეგმილი, ეს დღე ამ ჩანაფიქრისთვის ოპტიმალური პერიოდია.


თხის რქა
ხვალ ოჯახთან ერთად კულტურულ ღონისძიებაზე წახვალთ, სადაც სიმღერას, ცეკვას, ლექსის წაკითხვას შემოგთავაზებენ. ამ დავალებას შესანიშნავად გაართმევთ თავს და გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობთ. თუკი ძალიან მოკრძალებული ხართ, შესაძლოა გაწითლდეთ კიდეც თქვენ მიმართ გამოწვეული დიდი ინტერესის გამო.


მერწყული
შესაძლოა ხვალ შარიან მეზობელთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. სწორედ ამ მეზობლის ხმაურიანი საქმიანობა გაგაღვიძებთ (არ არის გამორიცხული, დილიდან ალკოჰოლური წვეულება მოაწყოს). მშვიდად შეეცდებით მის დარწმუნებას, რომ მსგავსი ქმედება მისასალმებელი არ არის, მაგრამ თქვენი ხმაურიანი მეზობელი ამ სიტყვებს ყურს არ უგდებს.


თევზები
თევზებო, ძალიან გაგიკვირდებათ, როცა შენიშნავთ, რომ თქვენს სოციალურ გვერდებზე ბევრი ახალი მეგობარი გაჩნდა და რომ ადამიანები თავაზიანად გიღიმიან. ეს ყველაფერი თქვენი ვირტუალური ექსპერიმენტის პირდაპირი შედეგია, უფრო სწორად კი, საინტერესო პოსტების, რომლებიც ამ დღეებში აუდიტორიას გაუზიარეთ. ერთი სიტყვით, ნამდვილი ვარსკვლავი გახდებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?