25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს რჩევებს ნუ ენდობით. ეს რჩევები „ჩიხში“ შეგიყვანთ, რადგან მათი ავტორი თქვენს პრობლემებს მიკერძოებულად უყურებს. თუნდაც ვარცხნილობის შეცვლის შემთხვევაშიც კი სტილისტებს ნუ ენდობით და საკუთარი ინტუიციით იხელმძღვანელეთ. საღამოს ლამაზი სიურპრიზი გელით, რომელსაც საუკეთესო მეგობარი ახლახან გაწეული დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად მოგიძღვნით.


კურო
ამ დღეს საკუთარ ინტუიციას არ უნდა ენდოთ, რადგან ის არც ისე შეუმცდარი იქნება, რომ პირადი ცხოვრების ან კარიერის მიმართულებით, ღირებული რჩევა მოგცეთ. სამაგიეროდ, ძალიან გამოგადგებათ რჩევა, რომელსაც კომპეტენტური ადამიანისგან მიიღებთ. ყურადღებით მოისმინეთ პასუხი თქვენს მთავარ კითხვაზე, საკუთარი კორექტივებიც შეიტანეთ და დაუყოვნებლივ შეუდექით მოქმედებას.


ტყუპები
დასვენების დღეებიდან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა გიჭირთ. მხოლოდ შუადღის შემდეგ ამოძრავდებით, როცა შეფი მრავლისმეტყველ განცხადებას გააკეთებს და გაუწყებთ, რომ თვის ბოლოს საუკეთესო თანამშრომლებს სოლიდური პრემია ელით. შეფის მოტივაცია იმდენად დამაჯერებელი იქნება, რომ თავდაუზოგავად იმუშავებთ და ბრწყინვალე შედეგებს მიიღებთ.


კირჩხიბი
ამ დღეს მოგიწევთ, სერიოზულად იფიქროთ ძველი ვალის დაბრუნებაზე, რომელიც ცოტა მიგავიწყდათ კიდეც. ადამიანი, რომელმაც ფული გასესხათ, მოულოდნელად დაგირეკავთ და გეტყვით, რომ ფული დღესვე სჭირდება. დიდი ძალისხმევით მოახერხებთ, რომ თანხის დაბრუნების ვადა ცოტა გადაწიოთ, მაგრამ საეჭვოა, ამან გიშველოთ. გამორიცხული არაა, ვალის დასაბრუნებლად, ბანკიდან კრედიტის აღება მოგიწიოთ.


ლომი
მთელ დღეს ოცნებებში და რომანტიკულ განწყობაზე გაატარებთ. გამუდმებით დაუვიწყარი დასვენების დღეებზე იფიქრებთ, რომლებსაც ახალ სიყვარულთან ერთად გაატარეთ. რა თქმა უნდა, ეს ფიქრები, საქმეს მოგწყვეტთ, მაგრამ როგორც ნამდვილი პროფესიონალი, მაინც შეძლებთ, სამუშაოს დაუბრუნდეთ. საღამოს კი მეგობრებს, ნათესავებსა და ყველაფერს დაივიწყებთ და საყვარელი ადამიანისკენ გაქანდებით, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.


ქალწული
ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რაც სრულიად ბუნებრივია - თქვენს კომპანიას დიდი შემოწმება ელის. ხარვეზებს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით და მოახლოებული შემოწმებისთვის მზადყოფნას გამოაცხადებთ. ერთობლივი შრომა კოლეგებთან ისე დაგაახლოებთ, რომ დაძაბული მუშაობის შემდეგ კორპორაციული წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ. ის ხანმოკლე იქნება, მაგრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის.


სასწორი
სასწორები დეტალურად დაგეგმავენ ხვალინდელ საქმეებს. შუადღის შემდეგ შესაძლოა, საქმეები თქვენი მოლოდინის მიხედვით არ განვითარდეს და ექსტერნად მოგიწიოთ გეგმების კორექტირება. ჩანიშნულიდან ახალ საქმეზე გადასვლა გაგიჭირდებათ, ამიტომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ასე რომ, უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას ვერ ასცდებით. უბრალოდ, თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, ეს განწყობა თქვენს შრომისნაყოფიერებაზე მეორე დღესაც არ აისახოს. 


მორიელი
მორიელებო, ამ დღეს კოლეგების ხასიათის გათვალისწინება მოგიწევთ. ნუ დაგავიწყდებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი გუნდურ საქმეში, ამიტომ, როცა რთულ, ერთობლივ პროექტზე მუშაობას შეუდგებით, უხეში კრიტიკა და ცინიზმი დაივიწყეთ. შეეცადეთ, ამ ადამიანებს თქვენზე კარგი შთაბეჭდილება და სამუშაოდ  ნორმალური ემოციური ფონი შეუქმნათ. თუკი ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ხელმძღვანელისგან შექებას დაიმსახურებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს არ ღირს რამის შეცვლა პარტნიორთან ურთიერთობაში. მოვლენები თავის ნებაზე მიუშვით და მოთმინება მოიკრიბეთ. საღამოს თქვენი პარტნიორი დაგანახვებთ, რომ საოცრად თბილი ადამიანია, ვისთვისაც თქვენი სურვილების შესრულება ყოველთვის პრიორიტეტულია. თქვენი სიყვარული ახალი ძალით იფეთქებს და ახალ შეყვარებულებს დაემსგავსებით.


თხის რქა
ამ დღეს საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ. იპოვეთ სიტყვები, რომლებითაც თქვენს მეორე ნახევარს გულს გაუთბობთ. სამსახურებრივ საქმეებში, ასევე, გამოგადგებათ ტაქტი და მოთმინება. როცა გაიგებთ, რომ დაწინაურებას თქვენ ნაცვლად სხვას უპირებენ, ემოციები აკონტროლეთ, ნუ დაიწყებთ ხმამაღლა ყვირილს და პროფესიონალურ რეპუტაციას ნუ გაიფუჭებთ.


მერწყული
მერწყულები შეეცდებით, უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, თუმცა, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ შესაძლოა, ეს ცოტა გაგიჭირდეთ. რამდენჯერმე ხელსაც ჩაიქნევთ საკუთარ რთულ ჩანაფიქრზე, მაგრამ ცდუნებას მაინც მედგრად დაუდგებით. ამ საქმეში სამსახურის საქმეც დაგეხმარებათ, რომელშიც თავით ჩაეფლობით და კარგა ხნის წინ დაწყებულ რთულ პროექტზე მუშაობას საბოლოოდ დაასრულებთ.


თევზები
თევზები ახალ სამუშაო კვირას არცთუ დიდი მონდომებით შეუდგებით და სულ იმაზე იფიქრებთ, რა სწრაფად გავიდა ვიქენდი. საღამოს, როგორც კი სახლში დაბრუნდებით, დაძაბულობის მოხსნას აქტიური დასვენებით შეეცდებით, მაგრამ ამაში ხელს გაუთვალისწინებელი ფაქტი შეგიშლით: მოულოდნელად გეწვევათ მოხუცი ნათესავი და საღამოს მასთან ერთად საუბარში გაატარებთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?