27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალინდელ დღეს მშვიდად და მსუბუქად გაატარებთ. სამსახურებრივი საქმეები მცირე პრობლემებსაც კი არ შეგიქმნიან, ამიტომ არაფერი დაგღლით. საღამოს საუკეთესო მეგობრების მოწვევისა და მხიარული ღონისძიების მოწყობის იდეა გაგიჩნდებათ, თუმცა არ გამოგივათ, რადგან მეუღლე ან პარტნიორი რესტორანში დაგპატიჟებთ. ასეა თუ ისე, საღამოს რომანტიკულად გატარებას მოახერხებთ.


კურო
ხვალ მთავარი პრობლემა რომელიღაც უფროს ნათესავთან ურთიერთობა იქნება. ეცდებით, დაარწმუნოთ, რომ თქვენი რომელიღაც ბიზნესპროექტი დააფინანსოს, მაგრამ კატეგორიულ უარს მიიღებთ. საბედნიეროდ, საჭირო თანხის მოძიების სხვა გზებს მონახავთ და პრობლემას მოაგვარებთ, მაგრამ ნათესავის მიმართ თქვენი სიყვარული უკვალოდ გაქრება. წყენას გულში ჩაიდებთ და მტკიცედ გადაწყვეტთ, რომ მასთან ურთიერთობა გაწყვიტოთ.


ტყუპები
ხვალ საინტერესო არსებას გაიცნობთ. ეს ადამიანი თავისი გარეგნობით და შინაგანი სამყაროთი იმდენად მოგხიბლავთ, რომ იმაზე ფიქრს დაიწყებთ, როგორ გაწყვიტოთ ამჟამინდელ პარტნიორთან ურთიერთობა. გირჩევთ, არ აჩქარდეთ და ის არ გააკეთოთ, რაზეც მოგვიანებით ინანებთ. სანამ ახალ რომანს გააბამდეთ, ეცადეთ, ყველაფერი გაიგოთ ამ ადამიანის წარსულზე. იქნებ, ისეთი ადამიანი არაა, როგორადაც ცდილობს, თავი მოგაჩვენოთ.


კირჩხიბი
ხვალ ოჯახის წევრებთან კამათი გელით. სამსახურიდან დაბრუნებულს გაცნობებენ, რომ მნიშვნელოვან თემებზე თქვენს გარეშე იმსჯელეს და ძალიან ძვირფასი ნივთი შეიძინეს, რასაც ამ ეტაპზე ოჯახური ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა. შესაძლოა, მომხდარმა ისე გაგაბრაზოთ, რომ თქვენი ხმა მეზობლებმაც გაიგონ. საბოლოდ, უთანხმოებას დასძლევთ და ოჯახის წევრები პირობას დადებენ, რომ მომავალში ასე აღარ მოიქცევიან.


ლომი
ხვალ სერიოზულად დაფიქრდებით საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე და ამისკენ უახლოეს მეზობელთან მომხდარი ინციდენტი გიბიძგებთ. ეს ადამიანი დაძაბული სამუშაო დღის წინ გამოძინების საშუალებას არ მოგცემთ. გამოუძინებელი და გაბრაზებული მეზობელს დილას ულტიმატუმს წაუყენებთ - ან ხმაურს შეწყვეტს ან პოლიციას მიმართავთ. სამწუხაროდ, თქვენს გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვება, და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებთ ფიქრს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.


ქალწული
ხვალ საკუთარ თავში რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს აღმოაჩენთ. გააცნობიერებთ, რომ ეს ნიჭი ყოველთვის გქონდათ, მაგრამ ამით არასოდეს გისარგებლიათ. ბუნებრივია, სერიოზულად დაიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ განავითაროთ ეს უნიკალური შესაძლებლობები, რომ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა ეს ყველაფერი მომავლისთვის. ჯერჯერობით, ამჟამინდელ სამსახურისთვის მოგიწევთ გარჯა.


სასწორი
სასწორებო, თქვენთვის საყვარელ და ღირებულ ნივთს დაკარგავთ და მისი ძებნა ძალიან დაგღლით, ხოლო ის ფაქტი, რომ მის პოვნას მაინც ვერ შეძლებთ, თქვენი ცუდი განწყობის მიზეზი გახდება. თქვენი ნათესავები და მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შეძლონ თქვენი დამშვიდება. მათ არ ესიამოვნებათ იმის ყურება, როგორ ნერვიულობთ და ზუსტად იმ ნივთს გაჩუქებენ, რომელიც მოულოდნელად დაკარგეთ.


მორიელი
მორიელები ამ დღეს ხმაურიან საზოგადოებაში ისურვებენ ყოფნას. თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ხალხის ყურადღების მიპყრობა, რადგან საპასუხისმგებლო სიტყვით გამოსვლამდე ან ანგარიშამდე საკუთარ ძალებში ეჭვი შეგეპარებათ. „მხარდამჭერთა ჯგუფი“ ნამდვილად დაგეხმარებათ ემოციური პრობლემების გადალახვაში და თქვენი გამოსვლა ბრწყინვალედ ჩაივლის. მადლობის ნიშნად საღამოს, ერთგული მეგობრებისთვის ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ხვალ საკმაოდ არასტაბილურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. იმისთვის, რომ ამ დღის პერიპეტიებმა ჩიხში არ შეგიყვანოთ, მიიღეთ ძლიერი და მორალურად გაწონასწორებული ადამიანის მხარდაჭერა. საბოლოოდ, ხვალინდელი დღე განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეგიქმნით, თუკი ჯერ კიდევ დილიდან მოასწრებთ უარის თქმას გრანდიოზულ მიღწევებზე. მიეცით საკუთარ თავს უფლება, დროებით გახდეთ პატარა გემი, რომელიც ცხოვრების დინებას მიჰყვება. ეს დინება ნებისმიერ შემთხვევაში მიგიყვანთ იქ, სადაც საჭიროა.


თხის რქა
თხის რქები გარეგნობასთან დაკავშირებით ყველაზე თამამი გადაწყვეტილებების რეალიზებას მოახდენენ. ეს ექსპერიმენტები წარმატებით ჩაივლის, თუკი მეორე ნახევარს რჩევას სთხოვთ და ჰკითხავთ, უჭერს თუ არა მხარს თქვენს იდეას. თუკი მისგან კატეგორიულ უარს მიიღებთ, მოგიწევთ მის აზრთან შეგუება. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მოდური აქსესუარი შეიძინოთ, რომლის დახმარებითაც საკუთარი მრავალფეროვანი სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებთ.


მერწყული
მერწყულები ახალი იდეის განხორციელებას დაიწყებენ, რომელსაც ბრწყინვალე პერსპექტივები ელოდება. თქვენი სამუშაო გაცილებით სწრაფად შესრულდება, თუკი წინასწარ სანდო მხარდაჭერების მოპოვებაზე იზრუნებთ. ეს შესაძლოა გახდეს რომელიმე თქვენი კოლეგა (ადამიანები, რომლებშიც არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, არამედ მათი პირადი ჩვევებიც გხიბლავთ). ამასთანავე, ნუ დაიწყებთ  პირად პროექტზე მუშაობას სამუშაო საათებში, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს პირდაპირ მოვალეობებზე.


თევზები
თევზების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. თუკი მარტოხელა და მეოცნებე ხართ, თქვენს ცხოვრებაში ახალი, ლამაზი რომანი დაიწყება. თქვენი ნაცნობობა მეორე ნახევართან ხმაურიან გარემოში შედგება, მაგრამ ხალხის დიდი რაოდენობაც კი ვერ შეგიშლით ხელს, თვალებით ის ადამიანი იპოვოთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით. მასთან შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ მას ხელიდან არასდროს გაუშვებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?