1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელ დღეს რომელიღაც წამოწყების წარმატებაზე ფიქრში გაატარებთ. ახლახან დასრულებულ პროექტს ხელმძღვანელობის სამსჯავროზე წარადგენთ და ვერდიქტს გულის კანკალით დაელოდებით. ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ. დაფიქრდით, წარუმატებლობის შემთხვევაში რა გელით და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება.


კურო
ხალისიანი და პოზიტიური დღე გელით. სამსახურებრივი საქმეები უპრობლემოდ და დაღლილობის გარეშე ჩაივლის, ამიტომ საღამოს არაორდინარულ ვითარებაში გატარებას გადაწყვეტთ. სავარაუდოდ, უპირატესობას ექსტრემალურ დასვენებას მიანიჭებთ, თუმცა თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იმდენად ამოუწურავია, რომ ესეც ვერ დაგღლით. დღის ბოლოს საყვარელი ადამიანისთვის დაუვიწყარ პაემანს მოაწყობთ.


ტყუპები
თავი შეიკავეთ სულელური გართობისგან. გაითვალისწინეთ, მეგობრებთან გიჟური საღამოს გატარებიდან მეორე დღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, დასვენების უფრო გონივრული და სასარგებლო ფორმა აირჩიოთ. გახსოვდეთ, რომ არსებობენ სპორტული დარბაზები, აუზები, ფიტნეს-კლუბები, სადაც სასიამოვნოსა და სასარგებლოს შერწყმას მოახერხებთ და ჯანმრთელობასაც არ დაიზიანებთ.


კირჩხიბი
ამ დღეს რთულ ტერმინოლოგიასთან მუშაობა მოგიწევთ, რაც თქვენი ინტელექტისთვის კარგი ვარჯიშია, თუმცა საკმაოდ დამღლელი. სახლში მოსული, დაღლილ გონებაზე, სიმშვიდესა და მარტოობაში დასვენებას გადაწყვეტთ, თუმცა ოჯახი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ბავშვებს სასკოლო საქმეებში დახმარება დასჭირდებათ, მეუღლე კი ოჯახური საქმეებით დაგტვირთავთ.


ლომი
თამამად დაიწყეთ ახალი, მასშტაბური პროექტები. თუ დიდი ხანია ამაზე ფიქრობთ, დროა საქმეს შეუდგეთ. ამ დღეს პირად საქმეებში თქვენი ნებისმიერი აქტივობა უადგილო იქნება, ამიტომ მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ, თავად მიხვდეს, რომ თქვენთან ერთად, მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნაა შესაძლებელი.


ქალწული
სამსახურში დაძაბული დღე გელით. როგორც კი სამუშაო ადგილზე გამოცხადდებით, გაიგებთ, რომ თქვენს ვაკანსიას შემცირება ამუქრება. სამსახურის დაკარგვის შიშით, შეფის კაბინეტისკენ გაემართებით და მის დარწმუნებას მოახერხებთ, რომ თქვენს გარეშე დაწესებულება ნორმალურად მუშაობას ვერ შეძლებს. შეგიძლიათ, პრობლემა მოგვარებულად ჩათვალოთ, თუმცა ამის მიუხედავად, დიდხანს ვერ შეძლებთ სიმშვიდის დაბრუნებას.


სასწორი
ამ დღეს საკუთარ გეგმებსა და ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანთ. თუკი რისკიანი ხართ, დიდი ალბათობით ყველა საქმეს თვითნებურად მიუშვებთ და ცხელ ქვეყნებში გაემგზავრებით. თუკი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური, სახლი და ყოველდღიურობაა, ეს ნიშნავს, რომ ამ ასპექტებში ცვლილებებს ძალიან სიფრთხილით მოეკიდებით. გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ ამ მოვლენების შედეგად თქვენი ოჯახური ავტორიტეტი მკვეთრად გაიზარდა, გყავთ უფრო მეტი მეგობარი და გაქვთ უჩვეულო ჰობი. ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში მოწყენის დრო არ არის.


მორიელი
ამ დღეს თქვენს განწყობაში დეპრესია შეინიშნება. ბუნებით ძლიერი და ამტანი ადამიანი ხართ, ამიტომ თქვენი დეპრესიის მიზეზი ვარსკვლავებისთვის გაუგებარია. კარიერა, საქმეები, სიყვარული - ეს სფეროები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს. როგორც კი მათ თვითნებურად მიუშვებთ, მძიმე ფიქრებში ჩაეფლობით და უკმაყოფილო პენსიონერს დაემსგავსებით. საბედნიეროდ, თქვენი ოჯახი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დეპრესიამ დაგიპყროთ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი თქვენამდე მოაღწევს და მისი დამაჯერებელი სიტყვები გონზე მოგიყვანთ. დეპრესიას მოიშორებთ. კვლავ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნებით და ნათელ მომავალზე იფიქრებთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი რთული დავალება გელოდებათ, რომელთა შესრულებას გმირულად შეძლებთ, რადგან ამოუწურავი ენერგია გაქვთ. დრო და ძალა იმისთვისაც დაგრჩებათ, რომ ოჯახში სრული ჰარმონია შექმნათ და მასში რომანტიკის დიდი ნაწილი შეიტანოთ. თქვენს პარტნიორთან ერთად დაუვიწყარ წუთებს გაატარებთ. ასევე, აღმოაჩენთ უჩვეულო ჰობის და თქვენი ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდება.


თხის რქა
ხვალ გადაწყვეტთ, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოთ, მაგრამ ამ ცვლილებების განხორციელება ერთ დღეში გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ საგულდაგულოდ დაგეგმოთ ყველაფერი, შეეცადეთ, მშვიდ გარემოში იყოთ. გარშემომყოფებს თქვენზე საოცრად დადებითი წარმოდგენა შეექმნებათ. მთელ თავისუფალ დროს უფრო პრესტიჟული საქმიანობის ძიებას დაუთმობთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი გეგმების სხვებისთვის გაზიარებას, რადგან მათი მხრიდან მიღებული რჩევები გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით.


მერწყული
მერწყულებს ვარსკვლავები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ურჩევენ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ექიმებთან სიარული არ გიყვართ, ძალებისა და ენერგიის აღდგენის მიზნით მათთან ვიზიტი მაინც მოგიწევთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, სხვა ყველა საქმე მეორეხარისხოვანია. პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება შეინიშნება, რაც კარგია, რადგან სტაბილური მდგომარეობა ოჯახში ემოციური წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.


თევზები
ეს დღე თევზებისთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული იქნება, თუმცა, მცირე ნერვიულობა მაინც მოგიწევთ. თქვენს ცხოვრებაში განხორციელებულ ცვლილებებს პოზიტიური ხასიათი ექნება. თუკი მარტოხელა ხართ, გაიცნობთ ადამიანს, რომელიც კარდინალურად შეგცვლით. გაჩაღებული რომანის დროს კარიერას დაივიწყებთ, თუმცა, ის მალევე შეგახსენებთ თავს. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ვარსკვლავები წარმატებებს გიწინასწარმეტყველებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?