8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
არ ღირს თქვენი ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება. მიზეზი არ გაქვთ, რომ თქვენი გატაცება ახლობელ ადამიანებს დაუმალოთ, რადგან ამის გამო არავინ განგსჯით. პირიქით, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ეს საქმიანობა რომელიღაც მეგობარს ან ნათესავს ძალიან მოეწონოს. თქვენ გეყოლებათ თანამოაზრე და საქმე, რომელმაც ასე გაგიტაცათ, გაცილებით საინტერესო და ხალისიანი გახდება.


კურო
გადაწყვეტთ, რომ ხვალ მთლიანად ინტუიციას მიენდოთ. როცა ნივთის შესაძენად წახვალთ, სწორედ ინტუიციას მიენდობით და არა საღ აზრს. აღსანიშნავია, რომ მეექვსე გრძნობა არ გიღალატებთ და შენაძენით კმაყოფილი დარჩებით. იმედგაცრუებას მხოლოდ პარტნიორის მიერ თქვენი წარმატებების მიმართ გამოჩენილი გულგრილობა გაგრძნობინებთ, როცა მაღაზიიდან მოტანილ ნივთებს უემოციოდ და უინტერესოდ გადაავლებს თვალს.


ტყუპები
ამ დღეს საოცრად ოპტიმისტური და ხალისიანი ბრძანდებით. თქვენი ხალასი იუმორი ყველას გადაედება, ვისთანაც ურთიერთობა მოგიწევთ. ბევრი მათგანისთვის ოქტომბრის გრილ დღეს დღესასწაულად აქცევთ, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ დღესასწაული მართლაც შედგეს. მას თქვენი უახლოესი მეგობარი მოაწყობს, რომელსაც თქვენი მხიარულებით ყველა უსიამოვნებას დაავიწყებთ.


კირჩხიბი
ამ დღეს საოჯახო მოვალეობებს უხალისოდ ასრულებთ. ახლა მათზე მეტად რომელიღაც წიგნი ან ფილმი გაინტერესებთ, რომლის ნახვა ბოლომდე ვერ მოახერხეთ. სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი წევრების სახლში ყოფნა საშუალებას არ გაძლევთ, სახლის დალაგება მიატოვოთ და გაცილებით სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. მათთვის მხოლოდ გვიან საღამოს მოიცლით, როცა თქვენი მკაცრი და მომთხოვნი ნათესავები კარს გაიხურავენ.


ლომი
ხვალ სახლის გარეთ ხანგრძლივად ყოფნა სასურველი არ არის, რადგან სახლში მძარცველების შეღწევის რისკი დიდია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალი გაქვთ: ხარისხიანი დაცვის სისტემა დააყენოთ ან სახლიდან დიდი ხნით არ გახვიდეთ. მოსაწყენი კვირა რომ არ გამოვიდეს, შეგიძლიათ სახლში პატარა, მხიარული წვეულება მოაწყოთ. წვეულებაზე უახლოესი მეზობლის სტუმრობა თქვენს ზეიმს უფრო მხიარულს გახდის.


ქალწული
მთელ დღეს საბანკო ვალდებულებებზე ფიქრში გაატარებთ. გამორიცხული არაა, კრედიტის რეკონსტრუქციის მიზნით,  ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ ბანკს დაუკავშირდეთ. პირადი ცხოვრების მიმართულებით საინტერესო არაფერი გელით. ადამიანი, რომელთანაც კვირის გატარებას გეგმავდით, თქვენს ნახვას ვერ მოახერხებს. ეს ცოტა გაგაბრაზებთ, თუმცა მოსაწყენად ვერ მოიცლით, რადგან საღამოს ძველ მეგობართან ერთად, ექსტრემით  დაკავდებით.


სასწორი
ხვალ არათანმიმდევრული და აპათიური დღე გელოდებათ. საქმეებს, რომელთაც ამ დღეს შეეჭიდებით, ბოლომდე ვერ მიიყვანთ, რაც თქვენი ოჯახის წევრებს გააღიზიანებს, რადგან მათ საოჯახო საქმეებში თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების იმედი აქვთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ, თავისუფალი კვირა დღისთვის ოჯახის წევრებს ფული შესთავაზოთ, რადგან თქვენი წინადადება ნამდვილ ვულკანს გამოიწვევს. ასე რომ, შეუდექით საქმეს!


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ემოციები გააკონტროლოთ. აიყვანეთ თავი ხელში და როგორც კი მომავალში „გაწითლება“ მოგიწევთ, გაიხსენეთ, რა ისაუბრეთ უფროს ნათესავთან. თუკი საკუთარი თავის გაკონტროლება გიჭირთ, გადაიტანეთ დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ. სანამ ვინმესთან კონტაქტში შეხვალთ, კარგი იქნება, თუკი საკუთარ ემოციურ ბალანსს ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით დაარეგულირებთ.


მშვილდოსანი
ნუ გაითვალისწინებთ გარშემომყოფთა აზრებს სიყვარულთან დაკავშირებით. თუკი ახალი სასიყვარულო პარტნიორი გყავთ და ბოლომდე ვერ წყვეტთ, გსურთ თუ არა ახალი რომანის დაწყება, სასურველია, კიდევ რამდენჯერმე დაფიქრდეთ და გადაწყვეტილება გარშემომყოფების დახმარების გარეშე მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ უთხრათ თქვენს ახალ თაყვანისმცემელს იმის შესახებ, რომ თქვენი ნათესავები და მეგობრები მის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.


თხის რქა
თხის რქები კვირა დღეს მხიარულად და არაორდინარულად გაატარებენ. ერთდროულად რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულება მოგიწევთ და რამდენიმე ცნობისმოყვარე მოსაუბრეს გაიცნობთ. ერთ-ერთ მათგანთან დისტანციურ დიალოგს მომავალშიც გააგრძელებთ. ის აღმოჩნდება პოტენციური პარტნიორი თქვენი ფინანსური საქმეებისთვის, ან მოკავშირე თქვენი შემოქმედებითი წამოწყებისთვის.  


მერწყული
მერწყულებს არცთუ ისეთ სასიამოვნო ადამიანთან მოუწევთ ურთიერთობა. არ გამოირიცხება, რომ ეს თქვენი უახლოესი მეზობელი აღმოჩნდეს, რომელიც დილიდან საოჯახო საქმეებში დახმარებას გთხოვთ, თქვენ კი მოგერიდებათ და უარს ვერ ეტყვით. ეს დღე იქნება დამღლელი და არაფრით გამოირჩევა სამუშაო დღისგან, რადგან მუშაობა მოგიწევთ სახლთან ახლოს და არა თქვენი ბოსის, არამედ თქვენი მეზობლის ხელმძღვანელობის ქვეშ.


თევზები
ამ დღეს უსიტყვოდ შეასრულებთ მეორე ნახევრის კაპრიზებს, რადგან მისი გახარების სურვილი გაგიჩნდებათ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენმა რჩეულმა თავისი გადაუწყვეტელი პრობლემები დაივიწყოს. საღამოს თქვენი პარტნიორი მთლიანად გათავისუფლდება პესიმიზმისგან, თუმცა, მისი განწყობა თქვენ გადაგედებათ. დამცველის როლი იმდენად მოგბეზრდებათ, რომ არც დასვენების დღე გაგახარებთ და არც საყვარელი ტელეპროექტი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?