17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ საკუთარ შინაგან სიმშვიდეზე უნდა იზრუნოთ, რათა მიძინებულ ვულკანს არ დაემსგავსოთ. შეწყვიტეთ ახლობლებთან ულტიმატუმებით საუბარი. აუცილებლად დაზავდებით, თუკი შერიგებისკენ თავაზიანად მოუწოდებთ. კარგი იქნება, თუ საინტერესო ოჯახურ საღამოს მოაწყობთ - მაგალითად, ერთად უყურებთ ფილმს.


კურო
ხვალ საკუთარ ორგანიზმს მეტი ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. თუ დილას დაღლილი იღვიძებთ, აუცილებლად უნდა შეანელოთ ცხოვრების რიტმი. მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რომელიც პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანია და თავაზიანი უარით უპასუხეთ დახმარების თხოვნას. ღამით დასაძინებლად ადრე დაწექით, რათა თქვენმა ორგანიზმმა ნაწილობრივ მაინც შეძლოს ძალების აღდგენა.


ტყუპები
ხვალ ახალი ნაცნობების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებით. გავლენიან ადამიანებთან დაახლოების მცდელობა გექნებათ. ორ ან სამ ახალ მეგობარს შეიძენთ, მაგრამ ისინი მზად არ არიან, თქვენს თამამ ინიციატივას აჰყვნენ და თქვენი კარიერის მფარველებად იქცნენ.


კირჩხიბი
დიდი შანსი გაქვთ, კოლექტივის ლიდერად იქცეთ, თუკი თქვენი საკითხის განხილვისას მორცხვად კუთხეში არ იჯდებით. შეგიძლიათ ხმამაღლა, თამამად გაახმოვანოთ თქვენი ინიციატივები. განსაკუთრებით ის, რომელზეც ყოველ საღამოს და დასვენების დღეებშიც მუშაობდით.


ლომი
ეს დღე მშვიდად ჩაივლის. სამსახურში ეცდებით, ენერგია დაზოგოთ და ისეთ საქმეებს არ შეეჭიდოთ, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს დაგეხმარებათ, საღამოს პოზიტიურ განწყობაზე შეხვდეთ და საინტერესო დასვენება დაგეგმოთ. სამწუხაროდ, ამას ვერ შეძლებთ, რადგან სახლში მოხუცი ნათესავი გესტუმრებათ და საღამოს დამღლელ და უინტერესო საუბარში გაატარებთ.


ქალწული
ხვალ საკუთარი ამბიციური გეგმის განხორციელებას შეუდგებით. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს წარმატება ვერასოდეს შეგიცვლით მთავარს - ოჯახურ სითბოსა და ახლობლების სიყვარულს. თუ თქვენი ოცნება ამის დათმობას გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ ასეთი ოცნება თუ არა. თუ პასუხი არ გაქვთ, შეჩერდით და საკუთარ თავში კარგად გაერკვიეთ.


სასწორი
ხვალ სამსახურის საქმეებს წარმატებით და უპრობლემოდ შეასრულებთ, რისთვისაც ხელმძღვანელობის შექებას დაიმსახურებთ. არ დაივიწყოთ საკუთარი გრძნობების შესახებ. გაიხედეთ ირგვლივ და ნახავთ, რომ თქვენს გარემოცვაში არსებობს ადამიანი, ვინც გელოდებათ, როდის მიაქცევთ ყურადღებას. იქნებ, ელემენტარული კომპლიმენტი გაიმეტოთ მისთვის. ამით, მას განწყობას აშკარად აუმაღლებთ.


მორიელი
ფულის ხარჯვას რაც შეიძლება დაფიქრებულად მიუდგეთ. თუკი დაგეგმილ საყიდლებს რამდენიმე დღით გადადებთ, ამით საკუთარ ფინანსებს მნიშვნელოვნად დაზოგავთ. ასევე, ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის გასესხებას, საუკეთესო მეგობარზეც კი. დიდი ალბათობით, ადამიანი, რომელიც დაგპირდებათ, რომ ნასესხებ თანხას მითითებულ ვადაში დაგიბრუნებთ, გარკვეული მიზეზების გამო პირობას ვერ შეასრულებს.


მშვილდოსანი
ხვალ ბევრი სასწრაფო საქმე გამოგიჩნდებათ. სამუშაო ციებ-ცხელებაში სხვა რამეზე ფიქრის დრო არ დაგრჩებათ, ასევე, თავიდან ამოგივარდებათ საღამოს დანიშნული პაემანი. ადამიანი, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობაზე ოცნებობთ, სერიოზულად გაგინაწყენდებათ. მასთან შერიგება მარტივი არ იქნება. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დამშვიდდება, თუკი სასიამოვნო საჩუქარს გაუკეთებთ.


თხის რქა
ხვალ თხის რქებს გამოცდილი ექიმის დახმარება დაგჭირდებათ, თუმცა არა თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლისთვის. შესაფერის თერაპევტს მეგობარი გირჩევთ, თუმცა რეკომენდებული სპეციალისტით უკმაყოფილო დარჩებით. ის იმდენად დიდ თანხას მოგთხოვთ, რომ თქვენი ოჯახისთვის ეს სერიოზული ხარჯი აღმოჩნდება.


მერწყული
მერწყულებო, ხვალ ყველგან დააგვიანებთ. თუკი არ გსურთ, არაპუნქტუალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, გაეცანით მენეჯმენტის პრინციპებს, სწორად დაგეგმეთ, კონკრეტულად სად და როდის უნდა წახვიდეთ, ამგვარად შეცდომებს თავიდან აიცილებთ. გარდა ამისა, მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა საღამოსთვის დაგეგმილი შეხვედრის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.


თევზები
ხვალ საკმაოდ უპასუხისმგებლო ადამიანთან ერთად მოგიწევთ მუშაობა. თუკი საქმის ძირითად ნაწილს მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებთ, თქვენი ერთობლივი პროექტი მინიმალურ წარმატებას მიაღწევს. შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში თქვენი პარტნიორი ძლიერი არ აღმოჩნდეს, მაგრამ უახლოეს დღეებში ის პირად საკითხში კოლოსალურ დახმარებას აღმოგიჩენთ. მისი რჩევით, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?