18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ხანში შესულ ნათესავებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სამსახურის შემდეგ მათთან შეიარეთ და ოჯახურ საქმეებში დახმარება შესთავაზეთ. კარგი იქნება, თუ შვილებს უფროსი ნათესავების დახმარებას მიაჩვევთ. სხვათა შორის, დღეს უფროს შვილთან სერიოზული საუბარი გელით და ბრძენი მშობლის ამპლუაში მოევლინებით.


კურო
ხვალ თქვენი უშუალო ხელმძღვანელისგან ბევრი და დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. შეფს ის პროექტი არ მოეწონება, რომელიც ერთ-ერთ ახალ თანამშრომელთან ერთად შეასრულეთ. შექმნილი ვითარებიდან ორი გამოსავალი გაქვთ: მშვიდად აიტანოთ კრიტიკა, ან სცადოთ შეფისთვის შეცდომის მიზეზების ახსნა. ბოლო ვარიანტის შემთხვევაში, მოგიწევთ, დაამტკიცოთ, რომ თქვენი მეწყვილე არაპროფესიონალია და საქმისა არაფერი გაეგება.


ტყუპები
ხვალ უამრავ უსარგებლო წვრილმანს შეიძენთ. შესაძლოა, ეს ლამაზი სუვენირები იყოს, რომლებიც თქვენი სახლის ინტერიერს გაალამაზებს. არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევანი ძვირად ღირებულ აქსესუარებზე შეაჩეროთ, რომლებითაც კონკრეტული ადამიანის ყურადღების მიპყრობას ეცდებით. ამაოდ ცდილობთ. თქვენი რჩეული ისევე გულგრილი დარჩება, როგორც აქამდე იყო. ასე რომ, ამ ფაქტის აღიარება და სხვა სტრატეგიის შემუშავება მოგიწევთ.


კირჩხიბი
გირჩევთ, ხვალ ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების შეძენისგან თავი შეიკავოთ. სანამ მთელ ფულს დაახარჯავთ, ინტერნეტში პროდუქციის შესახებ გამოხმაურებებს გაეცანით. სხვა მიმართულებით დიდი წარმატებები გელით. სავარაუდოდ, ახალ თანამდებობაზე გადასვლის წინადადებას მიიღებთ, რომელიც შრომის კომფორტულ პირობებსა და მაღალ ხელფასს გულისხმობს (სხვათა შორის, ეს ხელფასი უფრო ძვირფასი კოსმეტიკისთვისაც გეყოფათ).


ლომი
ხვალინდელი დღის მოვლენები უსიამოვნოდ გაგაოცებთ. გაიგებთ, რომ უახლოესი მეგობრების წყვილს კრიზისული პერიოდი აქვს. ამასთანავე, კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ დიდი ალბათობით, გაყრით დასრულდება. ასეთი ფინალის თავიდან ასაცილებლად, სამსახურის დასრულებისთანავე, მათი სახლისკენ გაემართებით, თუმცა თქვენს მცდელობასა და გულშიჩამწვდომ მოწოდებებსაც კი არ შეუძლია იმის გადარჩენა, რაც უკვე დასანგრევადაა განწირული.


ქალწული
ახვალ დროის უდიდეს ნაწილს გზაში გაატარებთ. დამქანცველ მგზავრობას, რომელიც სამსახურებრივ საქმეებს უკავშირდება, მოგვიანებით გაიხსენებთ, როგორც რთულ გამოცდას თქვენი ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ადამიანი, რომელიც შეფმა თქვენს თანამგზავრად გაამწესა. ეს არსება გამუდმებით საგზაო საცობებზე იწუწუნებს და თავისი სასიყვარულო ურთიერთობების პიკანტური დეტალების მოყოლით შეგაწყენთ თავს.  


სასწორი
ხვალ სასწორები პირადი პრობლემის გადაწყვეტას შეუდგებიან. შესაძლოა, საყვარელი ჰობისთვის თანხის დახარჯვა დაგჭირდეთ და ინტერნეტსამყაროს სრულიად გადაატრიალებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ გახდეთ ამ შესაშური ნივთის მფლობელი. საბედნიეროდ, მხოლოდ აკვიატებული ნივთის შეძენა აღმოჩნდება ხვალინდელი დღის მთავარი და ერთადერთი საქმე. სასიყვარულო და სამსახურებრივ საქმეებში პრობლემები არ შეგექმნებათ, თუკი არაკეთილმოსურნე კოლეგებთან მცირე უსიამოვნებას არ ჩავთვლით.


მორიელი
მორიელებო, ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად თქვათ უარი მორალურ დაძაბულობაზე. ნუ დააიგნორებთ რჩევას, რომელიც ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. თუკი დაღლილობის, გაღიზიანებისა და მსგავსი ნეგატივის შედეგების დროულად აღმოფხვრას მოახერხებთ, დიდი ოჯახური სკანდალი გვერდს აგივლით, რომელიც, შესაძლოა, მას შემდეგ წარმოიქმნას, როდესაც მეორე ნახევარს გამოუცხადებთ, რომ ოქტომბერში პრემიას ვერ მიიღებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ხვალ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე იფიქრებენ. შესაძლოა, ამ მიზნით მაკლერსაც მიმართოთ, რათა უფრო დეტალურად ჩამოყალიბდეთ. მანამდე კი, ოჯახის წევრების დათანხმება მოგიწევთ ახალ წინადადებაზე. სამსახურებრივ საქმეებში მცირედი გაღიზიანება გელოდებათ. თქვენი კოლეგა ძალიან მკვეთრ სუნამოს შეიძენს და ოფისში მისი ყოფნა თქვენთვის ნამდვილ ტანჯვად იქცევა.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ საკუთარი თავი თუნდაც მცირედი საჩუქრით გაათამამოთ. მაგალითად, საყვარელი დესერტით. მთავარია, საკუთარი თავის მიმართ მზრუნველობა გამოხატოთ და გამარჯვება იგრძნოთ. საყვარელ ადამიანთან დიალოგი წარმატებით დასრულდება. მისგან გაიგებთ, რომ ის ხშირად ფიქრობს თქვენზე, როდესაც საკუთარ ფიქრებში მარტო რჩება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენი რომანი სულ მალე დაიწყება.


მერწყული
ხვალ ეჭვიანობით გამოირჩევით. საკუთარ პრინციპებსაც კი შეეწინააღმდეგებით და საფუძვლიანად შეამოწმებთ საყვარელი ადამიანის ტელეფონს, სადაც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ზარების სიას გადაეყრებით, რომლებიც „კრიმინალური“ არ არის, მაგრამ თქვენს განგაშს მაინც გამოიწვევს. არ გამოირიცხება, იმდენად შეტოპოთ, რომ ყალბი პროფაილი შექმნათ სოციალურ ქსელში, რათა საყვარელი ადამიანი სხვასთან ფლირტში გამოიჭიროთ, თუმცა, შესაძლოა, იმ მიმოწერას გადააწყდეთ, რომელსაც მასთან ფარული ექაუნთით წამოიწყებთ.


თევზები
ხვალ შესაძლოა, დიდი ხნის მეგობარი დაკარგოთ, რადგან შენიშნავთ, რომ ეს ადამიანი აქტიურად კეკლუცობს თქვენს მეორე ნახევართან. როგორც კი მათ ფაქტზე გამოიჭერთ, ხმაურიან სკანდალს მოაწყობთ და მას უშვერი სიტყვებით გალანძღავთ. სთხოვეთ ამ ადამიანს, აღარასდროს დაგირეკოთ და თქვენს წყვილს საბოლოოდ შეეშვას. შემდეგი იქნება თქვენი პარტნიორი, რომელსაც, ასევე, უამრავ ულტიმატუმს წაუყენებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?