19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ძვირფასი ნივთის შესაძენად ჯიბის დაცარიელება მოგიწევთ. ამ ნივთს მხოლოდ იმიტომ იყიდით, რომ საზოგადოების თვალში საკუთარი შემოსავლების დემონსტრირება მოახდინოთ. რეალურად, ეს ნივთი არაფერში გჭირდებათ და მალე მისგან სრულ იმედგაცრუებას იგრძნობთ. ოდნავ დაგამშვიდებთ იმის გაცნობიერება, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეთ და ამიერიდან, თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ყველა ნაცნობი აღიარებს.


კურო
ხვალ მძიმე მოგონებებისგან გათავისუფლება უნდა სცადოთ. სანამ ამას არ მოახერხებთ, სტრესისგან ვერ გათავისუფლდებით და თქვენს სულში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს. იპოვეთ მეგობარი, რომელთანაც გულახდილად საუბარს შეძლებთ ან პროფესიონალ ფსიქოლოგს მიმართეთ. გირჩევთ, გათავისუფლდეთ ძველი ნივთებისგან, რომლებიც უსიამოვნო მოგონებებსა და ასოციაციებს აღგიძრავთ.


ტყუპები
ამ დღეს ისეთ ენერგიასა და  შრომისუნარიანობას გამოიჩენთ, რომ ორიოდე საათში უამრავი საქმის მოლევასა და სამსახურიდან დროზე ადრე წამოსვლას შეძლებთ. დამსახურებულად მოპოვებულ თავისუფალ დროს მაღაზიებში სიარულში დახარჯავთ. სავარაუდოდ, უამრავ მოდურ სამოსს და რამდენიმე ძვირფას აქსესუარს შეიძენთ, რაც თქვენს გარეგნობასაც წაადგება და სულიერ მდგომარეობასაც.


კირჩხიბი
გირჩევთ, ხვალ შეფს ახალი ინიციატივებით არ მიმართოთ. პირადი პრობლემების გამო, ამ დღეს თქვენი უშუალო ხელმძღვანელი საშინელ ხასიათზე იქნება. მისი რისხვა რომ არ დაიმსახუროთ, ეცადეთ, განსაკუთრებულად მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყოთ. კოლეგებსაც იგივე ურჩიეთ, რომ, უნებლიეთ, ვიღაც არ დაზარალდეს. საღამოს „ქარიშხალი გადაივლის“ და სამსახურში ისევ მშვიდობა დაისადგურებს.


ლომი
გირჩევთ, ხვალ გარემო შეიცვალოთ, რადგან სახლში ყოფნაც და სამსახურიც ერთნაირად გამძიმებთ. გაითვალისწინეთ, რომ დეპრესია სწორედ ასე იწყება. პესიმისტური განწყობისგან რომ გათავისუფლდეთ, ეცადეთ, სახლის გარეთ გასართობი ღონისძიება დაგეგმოთ. კარგი იქნება, თუ ამ დროს თქვენ გვერდით მხიარული ადამიანი იქნება, რომელმაც უამრავი თავშესაქცევი ისტორია იცის.


ქალწული
ხვალ საკმაოდ გულგრილი იქნებით უახლოესი ადამიანების მიმართ. მხოლოდ თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, ყველა იმ წყენას გაიხსენებთ, რომელიც ამ ადამიანებს ოდესმე თქვენთვის მოუყენებიათ. დროულად შეჩერება თუ ვერ მოახერხეთ, ეს წყენა მხოლოდ გაიზრდება. დაფიქრდით, რა აზრი აქვს, ნათესაური თუ მეგობრული ურთიერთობების „ბინძური თეთრეული ქექოთ“? მით უმეტეს, რომ ამ ადამიანებსაც შეუძლიათ თქვენი ცოდვების გახსენება. 


სასწორი
სასწორებო, გამოიჩინეთ ზომიერება პირადი სიმპათიის გამოხატვის დროს. როგორც კი მომხიბვლელ ადამიანს შეხვდებით, ნუ დაიწყებთ ხმამაღლა შემდეგი სიტყვების წარმოთქმას: „ოჰო, ამ ადამიანს ჩემს მეორე ნახევრად ვისურვებდი!“ თავდაპირველად გაიგეთ, ჰყავს თუ არა მას ოჯახი. იქნებ, თქვენს ხმამაღალ შეძახილზე მან არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე უარი თქვას და თქვენთან გამოიქცეს, თუმცა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მან აგიხსნათ - სხვის სასიყვარულო ურთიერთობაში ჩარევა ცუდი საქციელია.  


მორიელი
ხვალ მორიელებს უჩვეულო ამპლუაში მოუწევთ ყოფნა. თუკი შვილები არ გყავთ, ეს ნიშნავს, რომ დღის უმეტეს ნაწილს სხვისი შვილების მოვლაში გაატარებთ. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს თქვენთვის უჩვეულო, რადგან ამ საქმეში პროფესიონალი ნამდვილად არ ხართ. ამ პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაართმევთ თავს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები შეეცდებით, ამ დღეს რომელიღაც უძველესი საოჯახო ტრადიცია დაიცვათ. თქვენ აღმოჩნდებით ერთადერთი ოჯახის წევრებიდან, ვინც წმინდად ინახავს ამ წესს და მის არააქტუალობას ყურადღებას არ აქცევს. თქვენთვის სამწუხარო იქნება იმის გაცნობიერება, რომ თქვენმა ნათესავებმა დიდი ხანია დაივიწყეს ამ ტრადიციის შესახებ და ახლობელ ადამიანებს ამ ყველაფრისთვის არგუმენტებს მოსთხოვთ. საბოლოოდ ტრადიცია შენარჩუნება, ოღონდ ოდნავ მოდერნიზებული სახით.


თხის რქა
ვარსკვლავები არ გირჩევენ, საკუთარი იდეების ვინმესთვის გაზიარებას. თქვენი ახლობლების ნაწილი თქვენს იდეებს უარყოფითად შეხედავს და ვერ გაიგებს, თუმცა, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც ბანალურად მოგპარავენ გენიალურ აზრებს და საავტორო უფლებებს ცინიკურად მიითვისებენ. ამიტომ, თუკი თქვენი იდეის განხორციელება გსურთ, უმჯობესია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ.


მერწყული
ხვალ სიხარულის მიზეზი გექნებათ. შესაძლოა, ლატარიაში მოიგოთ ან სხვა შემოსავალი გამოგიჩნდეთ, რომელსაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ მოულოდნელად მოპოვებული თანხის დახარჯვას რომელიმე სულელური ნივთის შესაძენად. თქვენ შესანიშნავი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ უფულობა. ამისთვის კი უნდა მოიფიქროთ ბიზნესგეგმა, რათა თქვენს შემოსავალს მუდმივი სახე მიეცეს.


თევზები
ხვალ საკმაოდ იმპულსური იქნებით და უმიზეზოდ გაღიზიანდებით. საკუთარ თავს ისეთ რეპუტაციას შეუქმნით, თითქოს მორალურად არასტაბილური ხართ. ეს „ემოციური მერყეობა“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს შეგიშლით ხელს. თქვენი პოტენციური პარტნიორი, სავარაუდოდ, არ ისურვებს მის გვერდით ისეთი ადამიანის ყოლას, რომელსაც საკუთარი ემოციების მართვა უჭირს და პერსპექტიულ გარიგებაზე ხელის მოწერაზე უარს იტყვის.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?