20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შეფთან საუბრის შემდეგ, დათრგუნული და გაღიზიანებული ხართ. ხვდებით, რომ მის უსაფუძვლო პრეტენზიებს აგრესიით ვერ უპასუხებთ, რადგან შეიძლება სამსახური დაკარგოთ. რთულ მომენტში ოჯახის მორალური მხარდაჭერა დაგეხმარებათ და ძალიან მალე, თავს უკეთ იგრძნობთ. ამასთანავე, რომელიღაც ნათესავი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ ამ სამსახურიდან წამოსვლა სჯობს.


კურო
რთული დღე გელით, რადგან სახლშიც და სამსახურშიც თავს უამრავი საქმე დაგატყდებათ. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით და საღამოს ისეთი გადაღლილი იქნებით, რომ თავს შეიკავებთ საუკეთესო მეგობრის სახლში გამართულ წვეულებაზე სტუმრობისგან. შესაძლოა, ღონისძიებას მხოლოდ მოგვიანებით, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ შეუერთდეთ.


ტყუპები
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებით. თავაზიანი კომპლიმენტები და ყურადღება, ცოტა არ იყოს, დაგღლით (განსაკუთრებით თუ პარტნიორი გყავთ), თუმცა, თუ მარტოხელა ხართ და ახალი რომანის წამოწყება გინდათ, ეცადეთ, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოთ. ამ დღეს თქვენს სიახლოვეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგრძნობინებთ, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარულის განცდა.


კირჩხიბი
მნიშვნელოვანი ოჯახური ღონისძიების ორგანიზებისთვის ბევრი წვალება დაგჭირდებათ. ოჯახის  ყველა წევრის დახმარების მიუხედავად, საღამომდე ძალიან დაიღლებით. შესაძლოა, ამის გამო, სასურველ სტუმრებს ემოციებისა და ღიმილის გარეშე შეხვდებით. ღიმილი და დადებითი ემოციები მოგვიანებით გაჩნდება, როცა სუფრასთან შეკრებილი საზოგადოება ნახელავს შეგიქებთ და აღფრთოვანებას გამოხატავს.


ლომი
ხვალ რაღაც პატარა ნივთს დაკარგავთ, რომელსაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, ეს მინიატურული სუვენირი იყოს, რომელიც მეუღლემ გაჩუქათ, ან თილისმა, რომელიც პრობლემებთან გამკლავებაში გეხმარებოდათ. ასეა თუ ისე, ეს დანაკარგი ძალიან დაგაღონებთ და თქვენი განწყობის ამაღლებას ვერავინ შეძლებს. თქვენს სახეზე ღიმილი მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როცა რომელიღაც ახლობელი დაკარგული ნივთის ზუსტ ასლს გაჩუქებთ.


ქალწული
ხვალ ბოროტ ჭორებს ვერ აცდებით. ისინი მაშინვე თავს იჩენენ, როცა თქვენ და თქვენი ახალი პარტნიორი რომელიღაც გასართობ ღონისძიებას ეწვევით. აქ უამრავი საერთო ნაცნობი დაგხვდებათ, რომლებიც იმის გამო გაგჭორავენ, რომ საკუთარ რჩეულს ოჯახი დაუნგრიეთ ან სხვა ამორალური საქციელი ჩაიდინეთ, თუმცა ჭორებზე რეაგირებას არ გირჩევთ. შურიანებმა რაც უნდა ილაპარაკონ, ეს თქვენს ბედნიერებას ხელს არ შეუშლის.


სასწორი
ხვალ საკუთარი რაციონის მიმართ ფრთხილი იქნებით. გადაწყვეტთ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები, ამიტომ საყვარელ გემრიელობებს უარს გამოუცხადებთ. მათ ნაცვლად თქვენს მაგიდაზე მხოლოდ ყველაზე სასარგებლო და ჯანსაღი კერძები იქნება. მართალია, მათი შემხედვარე კიდევ ერთხელ დაუსვამთ საკუთარ თავს შეკითხვას - ნამდვილად გსურთ თუ არა წონაში დაკლება თუ უარი თქვათ ჩანაფიქრზე?


მორიელი
ხვალ გასართობ მოგზაურობაში წახვალთ. ნაცნობ ადგილებს მოივლით, რომლებიც ბევრ სასიამოვნო მოგონებას აღგიძრავთ. ამასთანავე, ადამიანი, რომელიც დაგემგზავრებათ, დეპრესიულ განწყობას შეგიქმნით, რადგან თქვენი საყვარელი ადგილების გაკრიტიკებას დაიწყებს. თქვენთვის უსიამოვნო იქნება იმ ადგილების მისამართით კრიტიკის მოსმენა, რომელთანაც ბავშვობა გაკავშირებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები სრულიად უმნიშვნელო საქმის შესასრულებლად მთელ შინაგან პოტენციალს სრულად დახარჯავენ. რატომღაც, დიდ დროს დაუთმობთ წარსულზე ფიქრს და შეეცდებით, ყოფილ მეორე ნახევართან განხეთქილების მიზეზი გაიგოთ. შემდეგ, გადაწყვეტთ, მას დაურეკოთ და ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ, მაგრამ დიალოგი არ შედგება. ამასთანავე, ძველებურად გაგიჭირდებათ იმის გაგება, რატომ ამბობს უარს თქვენი ახლანდელი პარტნიორი თქვენთან ერთად მოიწყინოს ან ნოსტალგიური განწყობა შეიქმნას.


თხის რქა
კარგი იქნება, თუკი ხვალ საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილებთ. მეორე კატეგორიას თამამად შეგიძლიათ მიაკუთვნოთ კოლეგების თხოვნები და თქვენი მეორე ნახევრის კაპრიზები. მკაცრად  გამოაცხადეთ, რომ დროის ფუჭად დაკარგვას არ აპირებთ. შესაძლოა, ეს სიტყვები უხეშად ჟღერდეს, მაგრამ მთავარია, თქვენმა პარტნიორმა გააცნობიეროს, რომ თქვენ მისი მარიონეტი არ ხართ.


მერწყული
ხვალ მერწყულები ნაცნობ ადამიანს ზედმეტად გააკრიტიკებენ. ოდნავ მოგვიანებით გაიგებთ, რომ მას თქვენი დახმარება სურდა, თუმცა, სამწუხაროდ, უკან ვერ დაიბრუნებთ იმ სიტყვებს, რომლებიც ემოციურ ფონზე წარმოთქვით. თქვენი შეუმდგარი მფარველი სხვა ადამიანის დახმარებას გადაწყვეტს. თქვენ კი ისღა დაგრჩებათ, გვერდიდან მიადევნოთ თვალი ამ „ფავორიტის“ წარმატებას.


თევზები
თევზები პირად ცხოვრებაში გაუცნობიერებლად დაუშვებენ შეცდომას. თუკი დაინტერესდებით, რამდენი აქვს ხელფასი ადამიანს, რომელიც მოგწონთ, შესაძლოა, თქვენს ურთიერთობას საბოლოოდ დაესვას წერტილი. მოერიდეთ უტაქტო საუბარს, თუ გსურთ, რომ თქვენს რომანს საფრთხე არ დაემუქროს. ამ ადამიანის გრძნობების შესამოწმებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?