21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს რომელიღაც სპონტანურად შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ.  სავარაუდოდ, ეს ტანსაცმელი იქნება, რომელსაც გაუსინჯავად შეიძენთ.  დაწყნარდით, პრობლემა თქვენში და თქვენი ფიგურის სრულყოფილებაში კი არა, უგემოვნებო არაპროფესიონალების მიერ იაფფასიანი ქსოვილისგან შეკერილ სამოსშია.


კურო
გირჩევთ, ამ დღეს აზარტული თამაშებისგან თავი შეიკავოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გარისკოთ, მაგრამ მხოლოდ მინიმალურ ფსონზე. აზარტულ თამაშებზე მეტად, ამ დღეს გრძნობებში გაგიმართლებთ და თუ მარტოხელა ხართ, ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას შეძლებთ. ჯერჯერობით, თქვენი რჩეული არ აპირებს, რომ თქვენი არსებობის შესახებ ახლობლებს ამცნოს, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ.


ტყუპები
მთელ დღეს ცვალებად განწყობაზე გაატარებთ. ხან იმხიარულებთ, ხან ვიღაცაზე იოცნებობთ, ხან ახლობლებს უმიზეზოდ ეჩხუბებით. საბედნიეროდ, ადამიანები, ვისთანაც ამ დღეს კონტაქტი გექნებათ, თქვენს ემოციურ რყევებს გაგებით მოეკიდებიან, თუმცა ვიღაც მაინც მიგანიშნებთ, რა ძნელია ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანთან ურთიერთობა და საკუთარ თავს „გვერდიდან“ რომ შეხედავთ, არ მოგეწონებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს ოთხფეხა მეგობარს შეიძენთ, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება, რასაც მეზობლებზე ვერ ვიტყვით. მოგიწევთ მათთან პირობის დადება, რომ ოჯახის ახალი წევრი არავის შეაწუხებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მათ შორის არაა, ვინც წვრთნას ადვილად ემორჩილება, ამიტომ უკმაყოფილო მეზობლებთან დაკავშორებული სკანდალი ამავე საღამოს გელით, რაც შაბათის განწყობაზეც იმოქმედებს.


ლომი
დასვენების დღეს სამსახურში გაატარებთ. თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ კოლეგა, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო, სამსახურში არ გამოცხადდა. ეს ერთი შეხედვით უსიამოვნო ფაქტი ძალიან გაგახარებთ და სახლიდან სიხარულით წამოხვალთ, რადგან საღამოს რომელიღაც უფროსი და ძალიან მოსაწყენი ნათესავი უნდა გესტუმროთ, რომელსაც ჭკუის დარიგება უყვარს. ამ შემთხვევაში, თქვენთვის გაცილებით სასიამოვნო იქნება კოლეგებთან ურთიერთობა.


ქალწული
ამ დღეს სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილით გადაადგილებისას. შეგიძლიათ, სხვა მხრივ, შეგიძლიათ, თავი არ შეიზღუდოთ და შაბათი მხიარულად გაატაროთ. თუ გვერდით ფხიზელი მძღოლი გყავთ, ალკოჰოლის მიღებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ მხიარულ საღამოზე შეკრებილებთან თქვენი ფლირტი შეიძლება ცუდად დამთავრდეს. თქვენი პარტნიორი თვალს არ გაცილებთ და შეიძლება სახლში მისულს სკანდალი მოგიწყოთ.


სასწორი
სასწორები ფინანსურ სფეროში საკმაოდ ეკონომიურები იქნებიან. შესაძლოა, სწორედ ის ნივთი დაინახოთ, რომლის შეძენაზე დიდი ხანია ფიქრობთ, თუმცა, დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ მის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაგაჩნიათ. მასზე უარის თქმა მოგიწევთ, შესაბამისად, მოიწყენთ და თქვენი ცუდი განწყობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.


მორიელი
ამ დღეს მორიელები საკმაოდ მოკრძალებულები იქნებიან და გადაწყვეტილებას ძნელად მიიღებენ. საყვარელ ადამიანისთვის პიკანტური შეკითხვის დასმა მოგერიდებათ, ამიტომ, საკუთარი შიშებისა და ეჭვების გავლენის ქვეშ მოგიწევთ ცხოვრების გაგრძელება. ეს ემოციები ხვალინდელ დღეს გაგიფუჭებთ და მეგობრის ორგანიზებულ წვეულებას საკმაოდ უხასიათოდ დაესწრებით.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები ამ დღეს რუტინული საოჯახო საქმით დაკავდებიან. არ გამოირიცხება, რომ სწორედ ამ დღეს სახლში კაპიტალური რემონტი წამოიწყოთ ან უბრალოდ, ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტოთ. დიზაინის პროექტზე მუშაობა და მაღაზიებში, შესაფერისი ნივთების შესაძენად სიარული ძალიან მოგეწონებათ. სარემონტო სამუშაოების წამოწყება სახლში დაბრუნებული თქვენი მეორე ნახევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება, თუმცა, ეს ფაქტი მას ძალიან გაახარებს.


თხის რქა
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს, შესაძლოა, საკუთარი რეპუტაცია შეგელახოთ. მოულოდნელად, უფროს ადამიანთან სკანდალში გაეხვევით. მიუხედავად კამათისა, ის თქვენთან მაინც კორექტული იქნება და ამიტომ, ამ უსიამოვნებას მალევე დაივიწყებთ. სიტუაციის მოწმე გახდება თქვენი ბოსი ან ის ადამიანი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი კარიერა.


მერწყული
ამ დღეს მერწყულები საკმაოდ კრიტიკულები იქნებიან საკუთარი გარეგნობის მიმართ. საკმაოდ მნიშვნელოვან მიზანს დაისახავთ - მიიპყროთ წვეულებაზე დამსწრები ყველა ადამიანის ყურადღება და ამ მიზნის განსახორციელებაზე სერიოზულად იფიქრებთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებით და წვეულების ნამდვილი ვარსკვლავი იქნებით. რაც ყველაზე მთავარია, თქვენს სილამაზეს გულრილად ვერ ჩაუვლის თქვენი ყოფილი პარტნიორი და შორიდან, მსუბუქი მოწყენილობით გადევნებთ თვალს.


თევზები
ხვალ თევზებს ახალი აღმოჩენები ელოდებათ. სრულიად შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ თქვენი შემოსავალი მოულოდნელად გაიზარდა, რაც გაგახარებთ და ამ თანხით დაუყონებლივ დაიწყებთ სარგებლობას. სამწუხაროდ, თქვენი წარმატება ყველა თქენს მეგობარს არ გაუხარდება, თუმცა, მათ შორის აღმოჩნდებიან ისეთებიც, რომელთაც თქვენი სიახლე გულწრფელად გაახარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?