23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთად გადაჭრას. ასე ენერგეტიკულ პოტენციალს ტყუილად დახარჯავთ და პრობლემებსაც ვერ მოაგვარებთ. გირჩევთ, ყველაზე საჩქაროდ მოსაგვარებელი საკითხები გამოყოთ და ეტაპობრივად შეუდგეთ მათ მოგვარებას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, უანგაროდ დაგეხმარონ.


კურო
ხვალ სამსახურში უჩვეულოდ რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. თქვენს კოლექტივში ახალგაზრდა, მიმზიდველი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც თქვენ მიმართ დაუფარავ ინტერესს გამოხატავს. თუ დაქორწინებული არ ხართ და ფლირტი საქმისგან არ მოგწყვეტთ, შეგიძლიათ, მის ფლირტს თამამად აჰყვეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს კოლეგებს გრძელი ენები აქვთ და მსუბუქი ფლირტი შეიძლება სხვაგვარად შეაფასონ.


ტყუპები
ხვალ მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებით დაკავდებით. შესაძლოა, მიზნად დაისახოთ განქორწინების ზღვარზე მყოფი  ნათესავების შერიგება ან მარტოხელა დედმამიშვილის პირადი ცხოვრების მოგვარება. შესაძლოა, ამ კეთილშობილმა ჟესტმა სამსახურებრივი საქმეებისგან მოგწყვიტოთ, სამაგიეროდ, თქვენი ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში ნაკლები სირთულეები იქნება.


კირჩხიბი
შესაძლოა, ძველი და კარგად დავიწყებული ავადმყოფობა გაგიმწვავდეთ. ორგანიზმის პირველივე საგანგაშო სიგნალზე ექიმს მიმართეთ, სანამ ავადმყოფობა განვითარდება. შეუძლოდ ყოფნის გამო, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა მოგიწევთ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლაზე აისახება, თუმცა ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჯანმრთელობაა.


ლომი
ხვალ ანგარიშის წარდგენის, პრეზენტაციისა თუ საჯარო გამოსვლებისას დიდი წარმატება გელით. სამაგიეროდ, ფინანსურ საქმეებში პოზიტიურ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. გარიგება, რომლიდანაც დიდ მოგებას ელოდით, არ გაამართლებს, ამიტომ გამდიდრების ახალი გზების ძიება მოგიწევთ. გირჩევთ, არ იჩქაროთ, რადგან არსებობს რისკი, რომ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელსაც ისევ ფიასკო ელის.


ქალწული
ორშაბათს უპირატესობა ზომიერებას უნდა მიანიჭოთ. ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ახალი სამუშაო კვირა მშვიდად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უნდა დაიწყოთ, თუმცა მეტისმეტი მოდუნებაც არ შეიძლება. გასართობ ღონისძიებაზე მყოფს გახსოვდეთ, რომ მეორე დღეს სამუშაო გელით და ეცადეთ, სახლში დროულად დაბრუნდეთ.


სასწორი
ხვალ საკუთარ პრინციპებს გარშემომყოფებს დაჟინებით მოახვევთ თავს. მათ შორის არავინ აღმოჩნდება ისეთი, ვინც საკუთარი ნებით თქვენი მარიონეტი გახდება. არ გაგიკვირდეთ, თუკი თქვენს ბრძანებებზე უხეშ პასუხებს მოისმენთ. ერთადერთი მეთოდი, როგორ დაიყოლიოთ გარშემომყოფები - ტაქტიკური თხოვნაა. წარმოაჩინეთ თავი ისე, როგორც გამოცდილი დიპლომატი და თქვენს იდეებს გარშემომყოფები დაუყოვნებლივ აიტაცებენ.


მორიელი
 საკუთარი თავი განსაკუთრებით შეგიყვარდებათ, რასაც გარშემომყოფებიც შენიშნავენ და რაც, სხვათა შორის, ყველაზე რთული თანამოსაუბრის დაყოლიებაშიც დაგეხმარებათ. ვარსკვლავები ბიზნესისა და კარიერის განვითარებაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. პირად ცხოვრებაში მასშტაბური რეზულტატი გელოდებათ. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, პაემანს დაგინიშნავთ და როგორც კი მას თვალებში ჩახედავთ, მიხვდებით, რომ ყურებამდე ხართ შეყვარებული.


მშვილდოსანი
ხვალ სამსახურის თაობაზე საკმაოდ მაცდურ წინადადებას შემოგთავაზებენ. თქვენი პოტენციური დამსაქმებელი თქვენი კონკურენტული ორგანიზაციის თანამშრომელი აღმოჩნდება. თქვენი გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებთ მოცემულ შემთხვევაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა უფრო ძვირფასია თქვენთვის - მაღალი ანაზღაურება, რომელსაც კონკურენტი ორგანიზაცია გადაგიხდით, თუ ადამიანობა და ამჟამინდელ სამსახურში დარჩენა.


თხის რქა
ხვალ გიგანტურ პროექტზე მუშაობას დაასრულებთ და დაელოდებით თაყვანისმცემლების შემოსევას. თქვენი მისამართით პირველი შექება ხვალიდანვე დაიწყება, თუმცა, ეს აღტაცება თქვენთვის არასაკმარისი იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა, მოიწყინოთ, სანამ მასშტაბურ წარმატებას არ მიაღწევთ. სწორედ ამის გამო კვლავ გააგრძელებთ შრომას და გარშემო ყველა სხვა საქმეს დროებით დაივიწყებთ.


მერწყული
ხვალ დაპირისპირებას საკმაოდ მინიმალური დანაკარგით მოაგვარებთ. თქვენი მთავარი საქმიანი კონკურენტი გადაწყვეტს, შემოგიტიოთ იმ მიზნით, რომ ბიზნესსაზოგადოებიდან გაგაძევონ. თქვენ ნახავთ გამოსავალს და კონკურენტული ორგანიზაციის მხრიდან წამოწყებულ შემოტევას მომზადებული დახვდებით. ამგვარად, კონკურენტი სამუდამოდ დაგნებდებათ, რასაც თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებად მიიჩნევთ.


თევზები
ხვალ თევზები პირობას დაარღვევენ. ცდუნება, რომლის წინაშეც დადგებით, გაიძულებთ დაივიწყოთ ყველანაირი პირობა. როგორც კი ამ პატარა „ცოდვას“ ჩაიდენთ, შეგრცხვებათ და ინანებთ. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დააბრუნებთ და სასწრაფოდ მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, როგორ იმოქმედოთ შექმნილ სიტუაციაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?