24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. ჩანაფიქრის განხორციელებაზე ბევრი წვალება მოგიწევთ. მით უფრო, რომ ამაში ყველაფერი - ტექნიკიდან და ადამიანებიდან დაწყებული, გარემოებებით დამთავრებული, ხელს გიშლით. თუ მოინდომებთ და საკუთარ თავს გაამხნევებთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. როცა ეს მოხდება, საკუთარი თავის დაჯილდოებაც არ დაგავიწყდეთ.


კურო
ხვალ საქმიან ქაღალდებთან დიდ დროს გაატარებთ, რაც ძალიან დაგღლით. საღამოს დასვენება ძველი აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით დაგეგმეთ, რომელიც ამბობს, რომ, თუ მუშაობა დამჯდარს გიწევთ, ფეხზე მდგარმა (ანუ აქტიურად) უნდა დაისვენოთ. თავად გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ - სპორტული დარბაზი, აუზი თუ სასიამოვნო ადამიანთან ერთად, გასეირნება.


ტყუპები
დღეს ქაოსურად და არაკომფორტულად გაატარებთ. სამსახურებრივ საქმეებში ბევრი წინაღობა გელით, რამაც შეიძლება ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ. არ დანებდეთ და იმედი არ გადაიწუროთ. აუჩქარებლად იმუშავეთ - ასე პრობლემებსაც დროულად შენიშნავთ და საღამოს დასვენებისთვის ენერგიასაც დაზოგავთ.


კირჩხიბი
გირჩევთ, საკუთარი შარმი და მომხიბვლელობა წვრილმანებზე არ „დაახურდაოთ“ და მხოლოდ იმ ადამიანისკენ მიმართოთ, ვისთანაც სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებაზე ოცნებობთ. გამორიცხული არაა, რომ ეს საღამო სწორედ მის საზოგადოებაში გაატაროთ. ერთად ყოფნის დროს, ეცადეთ, ზედმეტ საუბარს და უტაქტო კითხვებს მოერიდოთ. უკეთესი იქნება, თუ მსმენელის პოზიციას დასჯერდებით.


ლომი
ეცადეთ, პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე იზრუნოთ. სამსახურში ყოფნის დროს, მეორე ნახევარს გამუდმებით სმს-ებს წერთ და არცთუ ისე კარგი საქციელისთვის პატიებას სთხოვთ. ასეც მოხდება - საღამოს თქვენი შერიგება ვნებიან და მგზნებარე ატმოსფეროში ჩაივლის, თუმცა შემდეგ მეორე ნახევარი ულტიმატუმს წამოგიყენებთ  ან მსგავს საქციელს აღარასოდეს ჩაიდენთ ან უნდა დაცილდეთ.


ქალწული
ერთი უკიდურესობიდან მეორეში მკვეთრი გადასვლა გახასიათებთ. დილას გადაწყვეტთ, რომ დიეტა უნდა დაიწყოთ და გახდეთ, თუმცა, ნაშუადღევს თქვენი პრინციპულობის ნატამალიც აღარ დარჩება. ამის მიზეზი უახლოესი გარემოცვიდან რომელიღაც მიმზიდველი ადამიანია, რომელიც თქვენს ფიგურას თავისი მახვილი თვალით შეაფასებს და გადაწყვეტს, რომ გახდომა არაფერში გჭირდებათ.


სასწორი
ხვალ სასწორებს მზაკვრული ჩანაფიქრი გაუჩნდებათ. დასაწყისისთვის გადაწყვეტთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამდიდრდეთ და ამ მიზნისთვის საკუთარ ფინანსებს რისკის ქვეშ დააყენებთ. კარგია, რომ ამ აბსურდულ ნაბიჯს თქვენი მეგობარი შეაჩერებს, ადამიანი, რომელიც წარსულში ზუსტად ამავე მიზეზით დაზარალდა. სამაგიეროდ ის ვერ შეძლებს თქვენი მორიგი სიგიჟის შეჩერებას და საღამოს წახვალთ პაემანზე იმ ადამიანთან, რომელიც უკვე ურთიერთობაშია.


მორიელი
ხვალ მორიელები საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს გამოიჩენთ. ზედმეტად კალორიულ დესერტს მიირთმევთ, რის შემდეგაც საკუთარ თავს მკაცრ სასჯელს დაუნიშნავთ. საღამოს პარტნიორთან ერთად სტუმრად წახვალთ, სადაც მადისაღმძვრელ გემრიელობას შემოგთავაზებენ. საყვარელ დესერტს მწუხარებით შეხედავთ, თუმცა, მისი გასინჯვის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემთ. მთელ ამ საღამოს ერთადერთი სალათიანი თეფშით გაატარებთ.


მშვილდოსანი
ხვალ მომგებიან ხელშეკრულებას მოაწერთ ხელს და დამწყებ კომპანიასთან თანამშრომლობას დაიწყებთ. თქვენს გადაწყვეტილებაში ბევრ პერსპექტივას დაინახავთ, რომლებსაც გარკვეული მიზეზებით თქვენი დიდი ხნის კონკურენტები ვერ ამჩნევენ. ეს იქნება წარმატება, თანაც ძალიან დიდი, რის შემდეგაც თქვენი მდგომარეობა ბიზნესარენაზე მნიშვნელოვნად გამყარდება, მაგრამ ეს ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი ბევრი შრომა მოგიწევთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ახლად დაწყებულ საქმეზე. თუკი ამ პროექტს წარმატებით დაასრულებთ, დაგაწინაურებენ ან სხვა ჯილდოს დაიმსახურებთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის ბოლოს ძალიან დაღლილი იყოთ. იმისთვის, რომ ზეგიდან ფორმა შეინარჩუნოთ, იფიქრეთ, როგორ გარემოში შეძლებთ განტვირთვას და ახალი ენერგიით შევსებას. შესაძლოა, უბრალოდ, დივანზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურება გადაწყვიტოთ.


მერწყული
ხვალ შესაძლოა, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია დაკარგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალურად სერიოზულად გააკონტროლეთ ყოველი ნაბიჯი. არ მისცეთ საკუთარ თავს ღრუბლებში ფრენის უფლება და ნუ გაერთობით კოლეგებთან საუბრით. საკუთარ თავზე კონტროლის მოხსნას მხოლოდ საღამოს შეძლებთ, როდესაც ოჯახის წევრების გარემოცვაში მოხვდებით. ისინი, აუცილებლობის შემთხვევაში, შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებიან.


თევზები
ხვალ მსოფლმხედველობის გაფართოებით დაკავდებით. იმისთვის, რომ გარშემომყოფებში ნაკითხი და ერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, საღამოს დასვენებაზე უარს იტყვით. დაათვალიერეთ პორტალები, რომლებიც დიდ საინფორმაციო ბაზას შემოგთავაზებენ სხვადასხვა თემებით და დარჩით ამ პორტალზე გვიან ღამემდე, სადაც ნამდვილად შეძლებთ საინტერესო და ღირებული ინფორმაციის მიღებას.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?