26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ უმცროს ნათესავთან (სავარაუდოდ, შვილთან) მეტისმეტად მკაცრი იქნებით. როგორც კი მისი სასკოლო შეფასებების შესახებ შეიტყობთ, ინტერნეტს შეუზღუდავთ და თამაშს აუკრძალავთ. ბუნებრივია, მომხდარის გამო, ხალისიანი და პოზიტიური განწყობა არ გექნებათ, თუმცა ამ რთულ მომენტში ხასიათის სისუსტე არ უნდა გამოვლინოთ, თორემ თქვენი ყველა პედაგოგიური ღონისძიება კრახით დასრულდება.


კურო
გირჩევთ, ხვალ სასიყვარულო ურთიერთობებზე იზრუნოთ. თუ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ვითარება დაიძაბა და კონფლიქტი მომწიფდა, მომხდარზე თვალის დახუჭვა არ ღირს. გირჩევთ, დღესვე დაიწყოთ რთული დიალოგი, რომელიც ურთიერთობების გარკვევაში დაგეხმარებათ. სამსახურებრივ საქმეებში, პირიქით, მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოთ. ჯერჯერობით ნუ ეცდებით შეფთან იმის გარკვევას, რატომ არ შეასრულა თქვენთვის ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით მოცემული პირობა.


ტყუპები
ხვალ ყველაფერზე უმიზეზოდ გაღიზიანდებით. თქვენი იმპულსურობა საქმეზე კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით და შესამჩნევად გაგირთულებთ ურთიერთობას გარშემომყოფებთან. განსაკუთრებით, ერთ-ერთ კოლეგასთან, რომელიც თქვენს დამშვიდებას ეცდება და შედეგად, ძალიან დაზარალდება. ამ ადამიანზე სრულიად უსამართლოდ იყრით ჯავრს და უამრავ სისულელეს ეტყვით.


კირჩხიბი
ხვალ რომელიღაც ნივთის მიმართ მეტისმეტად დიდ მიჯაჭვულობას გამოავლენთ და როცა ის სადღაც გაქრება, ბევრს ინერვიულებთ. ამის გამო, ძალიან გაღიზიანებული და იმპულსური იქნებით, თუმცა სამსახურში, შეფთან საუბრის დროს, ემოციურობის მოთოკვასა და საშიში კონფლიქტის თავიდან აცილებას მოახერხებთ.


ლომი
ხვალ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ საღამო უახლოესი ნათესავების გარემოცვაში გაატაროთ. სამსახურის შემდეგ, მათთვის გემრიელ ვახშამს მოამზადებთ ან ყველა ერთად, სავახშმოდ, რესტორანში წახვალთ. ყველაფერი კარგად იქნება, სანამ საუბარი მტკივნეულ თემას არ შეეხება. საბედნიეროდ, შეძლებთ, რომ კონფლიქტს თავი აარიდოთ, ამიტომ საღამო პოზიტიურ ტალღაზე, უსიამოვნებების გარეშე დასრულდება.


ქალწული
ხვალ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული, ინტენსიური ინფორმაციული სამუშაო კარგად გამოგივათ, თუმცა პირად საქმეებში გადაუჭრელი სირთულეები გექნებათ. არსებობს რისკი, რომ ოჯახის უფროსი წევრი უარს იტყვის თქვენთვის ფულის მოცემაზე, რომელიც ახალი პროექტების დასაწყებად გჭირდებათ. ნათესავზე გაბრაზებული და იმედგაცრუებული იძულებული იქნები, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყება სამომავლოდ გადადოთ.


სასწორი
გადაწყვეტთ, დანაზოგი უჩვეულო პროექტის დასაწყებად გამოიყენოთ. ჯერჯერობით ვარსკვლავები ვერ გკარნახობენ, რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ახალი საქმიანობა, მაგრამ გაჩერებას მაინც არ დააპირებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოძებნოთ საქმიანი პარტნიორი პროექტის განსახორციელებლად. კარგი იქნება, თუკი ისეთ ადამიანს მოძებნით, რომელსაც ამ საქმეში გამოცდილება აქვს.


მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენი რჩეული მხოლოდ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება კონცენტრირებული და რომანტიკისთვის დრო არ დარჩება. მიუძღვენით ხვალინდელი დღე სამომავლო გეგმების ჩანიშვნას. მაგალითად, იპოვეთ რესტორანი, რომელშიც მყუდრო გარემოა ან სხვა ადგილები რომანტიკული პაემანისთვის ან დაკავდით საკუთარი გარდერობის განახლებით.


მშვილდოსანი
ამ დღეს რომელიღაც გავლენიანი ადამიანის „აქილევსის ქუსლს“ იპოვით. თუკი ამ შანსს გონივრულად გამოიყენებთ, კარიერული წინსვლა გარანტირებული გექნებათ. თუმცა, ნუ იჩქარებთ ამ საიდუმლოს გამჟღავნებას, არსებობს საშიშროება, რომ იდეა სხვამ მოგპაროთ. გადაიტანეთ ყურადღება სხვა საქმეებზე, მაგალითად, დაკავდით საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვით, გაისეირნეთ კინოში ან შეიარეთ სპორტდარბაზში.


თხის რქა
ხვალ თანამოაზრის პოვნის სურვილი გაგიჩნდებათ. დაიწყებთ ფილოსოფიური ლიტერატურის შესწავლას, მაგრამ ამ იდეას თქვენი მეგობრები მხარს არ დაუჭერენ. სწორედ ამიტომ დაგჭირდებათ ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელიც თქვენს აზრებს გაიზიარებს. თუკი ეს ადამიანი თქვენი მეზობელი აღმოჩნდება, მასთან ურთიერთობა თქვენთვის ტრადიციად იქცევა.


მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღებას. სანამ სასიყვარულო ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას მოიფიქრებთ, გაგრილდით და კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით მომხდარზე. როგორც კი დამშვიდდებით, თქვენი მეორე ნახევრის საქციელი ტრაგედიად არ მოგეჩვენებათ. მიეცით საყვარელ ადამიანს გამოსწორების შანსი (მით უმეტეს, რომ ეს პერიოდი ბევრ რომანტიკას მოგიტანთ).


თევზები
ხვალ არცთუ ისე სასიამოვნო სამუშაოს შესრულება მოგიწევთ - სწორედ ის პროექტი გადმოგეცემათ, რომელზეც მუშაობას მუდმივად თავიდან იცილებდით. მისი შესრულების აუცილებლობა თქვენზე გამაღიზიანებლად იმოქმედეს და სამსახურიდან სახლში საშინელი განწყობით დაბრუნდებით. მხოლოდ ახლობელი ადამიანების ღიმილი და ბავშვების სასაცილო ქცევები დაგეხმარებათ ნერვული სისტემის სრულიად აღდგენაში. ასევე, დაგეხმარებათ მცენარეული ჩაი დამამშვიდებელი ეფექტით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?