3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
რომელიღაც საზოგადოებრივი ღონისძიების ორგანიზებაში წარმატება გელით. გამორიცხული არაა, რომ ეს დიდი, კორპორაციული წვეულება იყოს, რომელსაც დაწესებულების ყველა თანამშრომლის შეკრების მიზნით დაგეგმავთ და განახორციელებთ. წვეულებიდან სახლში მისულსაც პოზიტიური სიახლეები გელით - საყვარელი ადამიანი გამცნობთ, რომ კარიერული წინსვლა ელის და მალე პრესტიჟულ თანამდებობაზე დაინიშნება.


კურო
ხვალ მეტისმეტად კრიტიკული იქნებით საკუთარი თავის მიმართ. კორპორაციულ წვეულებაზე წასვლამდე დიდხანს იტრიალებთ სარკის წინ და ჯერ საკუთარ სამოსს, შემდეგ კი ფიგურას გააკრიტიკებთ. საბოლოოდ, სამწუხარო დასკვნამდე მიხვალთ - დამნაშავე ტანსაცმელი კი არა, ის ზედმეტი კილოგრამებია, რომლებიც მის იდეალურად მორგებაში ხელს გიშლით. ამის გაცნობიერების შემდეგ, წვეულებაზე მხოლოდ სალათითა და მინერალური წყლით დაკმაყოფილდებით.


ტყუპები
ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ - რაღაც ანგარებითი მიზნის გამო, ისინი თქვენს ჩიხში შეყვანას ცდილობენ. გაუფრთხილებლობით რომ არ დაზარალდეთ, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებსა და ინტუიციას ენდეთ. ჩვენი რჩევა არ დაივიწყოთ, როცა კორპორაციული წვეულებისთვის ტანსაცმლის შერჩევას დაიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი, რომელსაც ამ საქმეში დახმარებას სთხოვთ, ყველანაირად ეცდება, წვეულებაზე უგემოვნოდ და სასაცილოდ გამოიყურებოდეთ.


კირჩხიბი
პარასკევ დღეს საოცრად რომანტიკულად გაატარებთ. სამსახურის შემდეგ, საყვარელი კაფეს მონახულებას გადაწყვეტთ. სწორედ აქ გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელიც თქვენს ცხოვრებას ორ ნაწილად - „მანამდე“ და „მას შემდეგ“ გაყოფს. ეს ადამიანი ძალიან წააგავს იდეალს, რომელსაც საკუთარ წარმოდგენებში ხატავდით, თუმცა ყველაზე საოცარია, რომ თქვენში ისიც თავის იდეალს ამოიცნობს. მზად იყავით იმისთვის, რომ შემდგომი მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება.


ლომი
ხვალ რომელიღაც პიკანტური პრობლემის გადაჭრაში შუამავლის როლს იკისრებთ. სავარაუდოდ, უახლოესი მეგობრის პირადი ცხოვრების მოწყობისთვის გაირჯებით, რომელიც ვერ ბედავს, თავის რჩეულს სიყვარულში გამოუტყდეს. თქვენი დახმარებით, ეს ადამიანი გაიგებს, რას გრძნობს თქვენი მეგობარი მის მიმართ, და ისინი ახლო ურთიერთობას დაამყარებენ. უკვე ამ საღამოს ისინი - რესტორანში, თქვენ კი სრულ მარტოობაში გაატარებთ.


ქალწული
ხვალ კონკურენტთან დაძაბული დაპირისპირება გელით. ერთ-ერთი კოლეგა, რომელსაც ამ დრომდე მეგობრად მიიჩნევდით, თქვენს პრესტიჟულ თანამდებობაზე ღიად განაცხადებს პრეტენზიებს. მისი მხრიდან ეს ღალატის ტოლფასი იქნება და თქვენ მტკივნეულად გააცნობიერებთ, რომ თქვენი სამსახური ჯუნგლებს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს. გაითვალისწინეთ, რომ „საკუთარი ტერიტორიის“ დასაცავად დეტალური მოქმედების გეგმის შემუშავება მოგიწევთ.


სასწორი
შეეცდებით, ლიდერის თვისებები გამოავლინოთ. კარიერულ საქმეებში მსგავსი ენთუზიაზმი არ გაწყენთ, რადგან მხოლოდ ამგვარად შეძლებთ, აქტიურად იბრძოლოთ პოტენციური წარმატებისთვის. სახლში წარმოქმნილი პრობლემები მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. თქვენი პარტნიორი დაიღლება თქვენთან „ბრძოლით“ და გადაწყვეტს, დროებით შეგეშვათ, რათა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ამ არაჯანსაღი ურთიერთობის გაგრძელება.


მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ვირტუალურ სივრცეში ყოფნას. კომპიუტერული თამაშების გამო (ვიდეობლოგები, ინტერნეტმიმოწერები და ა.შ.) შესაძლოა, თქვენი ბიოგრაფიიდან რომელიღაც მნიშვნელოვანი მომენტი გამოგრჩეთ. სწორედ ხვალ გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ზუსტად შეეფერება თქვენს იდეალს. ამიტომ შეეცადეთ, ისეთ ადგილებში მოხვდით, სადაც შესაძლოა ეს საბედისწერო შეხვედრა შედგეს.


მშვილდოსანი
ხვალ ძალიან ბუნებრივად ითამაშებთ საზოგადოებაზე. ხმამაღლა მოყვებით სახალისო ისტორიებსა და ანეკდოტებს, ან პირიქით, გაიხსენებთ, როგორ სერიოზულად გაწყენინეს. ადამიანი, ვის გამოც ამ თამაშს წამოიწყებთ, თქვენ მიმართ გულგრილი დარჩება. იმისთვის, რომ საბოლოოდ შენიშნოს თქვენი მისდამი ინტერესი, რაიმე სხვა უნდა მოიფიქროთ, მაგალითად, მზერის შემთხვევითი გადაკვეთა, რაც თქვენს წყვილში ვნებას გააჩენს.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ღია სივრცეში. ასე თქვენს ოცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. სწორედ სეირნობის დროს შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს გეგმებს და სულ მალე თქვენი მეორე ნახევარი გახდება.


მერწყული
ხვალ დიდია ბავშვობის ოცნების ასრულების შანსი. ოცნება ორ ნაბიჯში იქნება თქვენგან, მაგრამ ეს თქვენთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდება (საბოლოოდ იჩხუბებთ მეგობართან, რომელიც შეეცდება, ამ შრომატევად საქმიანობას მოგწყვიტოთ).


თევზები
ხვალ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევით და ამას სწორედ იმ დროს გადაწყვეტთ, როდესაც თქვენს ჰორიზონტზე მომხიბვლელი ადამიანი გამოჩნდება. პრაქტიკულად, მაშინვე გააბამთ მასთან რომანს, ისე, რომ თქვენი მეორე ნახევრის არსებობა დაგავიწყდებათ. თუმცა ეს სიცრუე დიდხანს არ გასტანს და სანამ საყვარელი ადამიანი ტყუილში გამხელთ, თავადვე გამოუტყდებით მას, რომ ყოფილი მეორე ნახევარი უკვე აღარ გიყვართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?