6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობისგან დასვენება გსურთ. სრული სიმშვიდისთვის გათიშავთ მობილურ ტელეფონს და საყვარელი გადაცემების ყურებას შეუდგებით. დღე განსაკუთრებული მოვლენების გარეშე ჩაივლის, თუმცა, საღამოს მოხდება რაღაც, რაც წონასწორობიდან გამოგიყვანთ - ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობაზე ოცნებობთ, დაგირეკავთ და გეტყვით, რომ რამდენიმე დღით ქალაქიდან უნდა გავიდეს.


კურო
ამ დღეს უამრავი საინტერესო აღმოჩენა გელით. გაიგებთ ახალი კერძების შესახებ, რომლებიც ფიგურას არ აფუჭებს. მათ რეცეპტებს რომელიღაც ინტერნეტპორტალზე იპოვით და გვიან ღამემდე ვერ მოსცილდებით. მხოლოდ ძილის წინ გაგახსენდებათ, რომ დასვენების დღეებში სახლისა და საკუთარი გარდერობის საფუძვლიანად დალაგებას აპირებდით. რა გაეწყობა... დიეტური კერძების გამო, ამ საქმის სამომავლოდ გადადება მოგიწევთ.


ტყუპები
ამ დღეს თქვენი ქცევები არაპროგნოზირებადი და არათანმიმდევრულია, რაც თქვენი ოჯახის წევრებს ერთდროულად, გააკვირვებს და გაანაწყენებს. თქვენ უარს იტყვით ერთად დასვენებასა და ადრე დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე. ამის ნაცვლად, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაკავდებით, თუმცა, დროებით. უახლოეს სპორტდარბაზში შესვლისთანავე, საუკეთესო მეგობარი დაგირეკავთ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, სპორტის შესახებ დაივიწყებთ და მასთან ერთად წვეულებაზე გაემგზავრებით.


კირჩხიბი
ამ დღეს მხოლოდ დადებითი ემოციები გელით. შუადღემდე კარგად გამოიძინებთ, შემდეგ კი საყვარელი ტელეგადაცემის ყურებით დატკბებით. საღამოს მობეზრებული გარემოსგან შორს, სეირნობაში გაატარებთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება სწორედ ამ დროს შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ლამაზ ოჯახს შექმნით. თუ დაქორწინებული ბრძანდებით, დღევანდელი ნაცნობობა შეიძლება კარგ მეგობრობაში გადაიზარდოს.


ლომი
გირჩევთ, ხვალ მსხვილი შენაძენისგან თავი შეიკავოთ. დიდი შანსია, შეუგნებელ გამყიდველს შეხვდეთ, რომლის გამოც მთელ დანაზოგს დაკარგავთ. უმჯობესია, რამე არამატერიალური საქმიანობით (მაგალითად, წიგნის კითხვით ან სპორტით) დაკავდეთ. თუ წონის დაკლებაზე ოცნებობთ, გაითვალისწინეთ, რომ დიეტის დასაწყებად შესაფერისი დღეა, რადგან საყვარელ კერძებზე უარის თქმას თქვენი ორგანიზმი გასაოცრად მშვიდად შეხვდება.


ქალწული
საკუთარ უძლურებასთან შეგუება მოგიწევთ. შემთხვევით გაიგებთ, რომ საუკეთესო მეგობრების ოჯახს დანგრევა ემუქრება და სიტუაციის გამოსწორებას მოინდომებთ. სამწუხაროდ, თქვენი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს და მიხვდებით, რომ ეს წყვილი მალე არსებობას შეწყვეტს.


სასწორი
ეს დღე მხიარული თავგადასავლებით დაგამახსოვრებთ თავს. არ გამოიჩინოთ აგრესია ახლობლების მიმართ. პირად და შემოქმედებით გეგმებზე გარშემომყოფებთან საუბარი არ ღირს. ეს დღე შესანიშნავია მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული განწყობისთვის.


მორიელი
მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიან პარტნიორთან შეხვედრის დროს დიპლომატია გამოიჩინოთ. ასევე, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ბევრი საქმის ერთდროულად კეთება ცუდ შედეგს მოგიტანთ.


მშვილდოსანი
ნუ იქნებით უხეში გარშემომყოფების მიმართ. წვრილმან საქმეებზე გაჯიუტება არ ღირს. ეს დღე საინტერესო და მხიარული ამბებით დაიწყება. ასე რომ, შეეცადეთ, ხვალინდელი დღე ასევე მხიარულად დაასრულოთ. მშვიდად განაგრძეთ საკუთარი საქმეების კეთება. სხვების შენიშვნებსა და უადგილო რეპლიკებზე ყურადღების მიქცევა არ ღირს.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ფული მოზომილად დახარჯოთ და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდოთ. გამოიჩინეთ მზრუნველობა ოჯახის წევრების მიმართ. შესაძლოა, რომელიმე კომპანიის წარმომადგენლისგან საინტერესო საქმიანი შეთავაზება მიიღოთ და კარგი იქნება, თუკი პასუხს კარგად დაფიქრების შემდეგ გასცემთ.


მერწყული
ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ კრიტიკა უარყოფითად არა მხოლოდ მათზე, არამედ თქვენზეც იმოქმედებს. შეეცადეთ, მათთან კამათსა და უსიამოვნებას მოერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს დაურეკოთ და სამსახურის შემდეგ სადმე მყუდრო კაფეში შეხვდეთ. ერთად ყოფნით მიღებული პოზიტივი მთელი კვირის განმავლობაში გაგყვებათ.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ, მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. თუკი ბევრს იშრომებთ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება და სასურველი ნივთების შეძენის შანსიც მოიმატებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით - საყვარელი ადამიანის მოწყობილი სიურპრიზი ცამდე გაგაბედნიერებთ.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?