8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ახლახან, ერთ-ერთ მეგობართან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, გულს „დამცავი ბარიერი“ შემოავლეთ და ცდილობთ, ნაკლები სითბო და ემოციები გამოავლინოთ. თქვენთვის მტკივნეულია იმ სიტყვების გახსენება, რაც სიბრაზისას ამ ადამიანმა გითხრათ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ემოციების მოთოკვა და ნებაყოფლობითი იზოლაცია კარგს არაფერს მოგიტანთ და თქვენზე დამთრგუნველად იმოქმედებს.


კურო
ეს დღე უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მთავარი ისაა, რომ თქვენი მკაცრი და დაუნდობელი შეფი მალე თანამდებობას დაემშვიდობება. ამ სასიამოვნო სიახლეს, სამსახურის შემდეგ, კოლეგებთან ერთად აღნიშნავთ. იმპროვიზებულ კორპორაციულ წვეულებას მეზობელი განყოფილების თანამშრომელიც დაესწრება, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. მასთან ხანმოკლე საუბარი თქვენი ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისად იქცევა.


ტყუპები
ამ დღეს ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ცნობილი დიზაინერის შექმნილ საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი, კოლეგებს შორის თავს ისე გრძნობთ, როგორც უსახურ ნავებს შორის მცურავი გემი. სამწუხაროდ, თქვენს სამოსთან დაკავშირებით, კოლეგებს განსხვავებული შეხედულება აქვთ, ამიტომ მალე საზეიმო განწყობას ფუჭად დახარჯულ ფულზე დარდი და სინანული შეცვლის.


კირჩხიბი
ამ დღეს მეორე ნახევართან ურთიერთობაში, კომპრომისზე წახვალთ. ის უარს ამბობს მოიწონოს ნივთი, რომლის შეძენასაც უახლოეს ხანებში გეგმავთ. საბედნიეროდ, ამ თემაზე დაწყებული კამათი და დაპირისპირება გაყრამდე არ მივა. საბოლოოდ, თქვენ და თქვენი პარტნიორი შეთანხმდებით, რომ ამ ნივთს მაინც შეიძენთ, მხოლოდ შემდეგ თვეში.


ლომი
რომელიღაც საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად, გონივრულ გამოსავალს მონახავთ. იმის ნაცვლად, რომ უეცრად მწყობრიდან გამოსული მოწყობილობა სანაგვეში მოისროლოთ, მას სახელოსნოში შესაკეთებლად წაიღებთ. საღამოს ხელოსანი დაგირეკავთ და გეტყვით, რომ პრობლემა მოგვარებულია. ამგვარად, თავიდან აიცილებთ უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯს, რომელიც ასეთივე, ახალი მოწყობილობის შესაძენად დაგჭირდებოდათ.


ქალწული
დროა, ფულის დაზოგვაზე იფიქროთ. კარგი იქნება, თუ ყოველთვიურად, საბანკო ანგარიშზე გარკვეულ თანხას შეიტანთ. მართალია, ამ საღამოს პირველივე დანაზოგის დახარჯვის ცდუნება გექნებათ, მაგრამ თუ მას გადალახავთ, ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩაბარებული გაქვთ.


სასწორი
მომსახურების სფეროს წარმომადგენელთან კონფლიქტი მოგიწევთ, რაც ამ დღის ერთადერთი უსიამოვნო მოვლენა იქნება, თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც უსიამოვნო ინციდენტი სრულად აღმოიფხვრება, დამშვიდებას მაინც ვერ მოახერხებთ და ემოციურ მდგომარეობაში ყოფნის დროს სოციალურ ქსელში საშინელ პოსტს დაწერთ იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი უღირსად მოგექცათ.


მორიელი
ამ დღეს ნორმალურად მუშაობის სურვილი არ გექნებათ. სამუშაოზე მეტად კოლეგებთან საუბარი ან ის პორტალები დაგაინტერესებთ, რომლებზეც საჭორაო ამბებია განთავსებული. დღის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ნაყოფიერი მუშაობა ვერ შეძელით, რადგან თქვენი საქმეების დიდი ნაწილი დაუსრულებელი დარჩება. ამაში საშიში არაფერია, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ზეგ დილიდან სამუშაო განწყობა გექნებათ.


მშვილდოსანი
სამწუხაროდ, არასასიამოვნო გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდებით. არ გამოირიცხება, რომ თქვენს თვალწინ წარმოიშვას კამათი და როდესაც მისი მოგვარების მიზნით ამ გაურკვევლობაში ჩაერევით, ამ გარჩევის უშუალო მონაწილე გახდებით. კონფლიქტი იმდენად გაღრმავდება, რომ მის ლიკვიდაციაში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერევა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პოლიციასთან დიალოგში შესვლა მოგიწევთ.


თხის რქა
ხვალ ყველაზე ტაქტიკური კრიტიკაც კი ძალიან გაგაღიზიანებთ. ყველა სიტყვას, რომელსაც ახლობელი ადამიანებისგან მოისმენთ, საკუთარ მრავალრიცხოვან არასრულყოფილებაზე მიიღებთ, თუმცა, ვარსკვლავები გარწმუნებენ, რომ თქვენი ფიქრები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რჩევა: თუკი არ გსურთ საკუთარი თავი თავადვე დააკომპლექსოთ, ნუ გამოეკიდებით ახლობლების სიტყვებს და ნუ დაიწყებთ მათ საუბარში ნეგატივის ძიებას.


მერწყული
ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ. მხოლოდ აუცილებელ პროდუქტებს შეიძენთ, დანარჩენ თანხას კი ბარათზე შეინახავთ. ამგვარად კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით თქვენს ოცნებას. მართალია, სასურველი ნივთის შესაძენად მავნე ჩვევებზეც მოგიწევთ უარის თქმა, რადგან ამ თქვენს ჩვევებში თქვენი შემოსავლის  ნახევარზე მეტი იხარჯება.


თევზები
ამ დღეს პროფესიონალურ რჩევას დაელოდებით. საკითხი, რომელიც გაწუხებთ, პირდაპირ კავშირში იქნება კანონმდებლობასთან. მხოლოდ ეს დილემა გახდება თქვენი დაძაბულობის მიზეზი ამ დღეს. პირად საქმეებში მასშტაბური წარმატება გელოდებათ და თუკი მარტოხელა ხართ, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, ხვალ საღამოს პაემანზე დაგპატიჟებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?