12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ძალიან ერიდურებულ ადამიანთან ხანგრძლივი და დამღლელი საუბარი გელით. მას უნდა, რომ საკუთარი განსწავლულობის დემონსტრირება მოახდინოს, თქვენ კი, თავაზიანობის გამო, მის შეჩერებას არ ცდილობთ. ინტელექტუალური საუბრების შემდეგ, საუკეთესო მეგობართან ერთად გაერთობით. ის ეცდება, რომ სტუდენტობის ლაღი და უდარდელი წლები გაგახსენოთ. მხიარულება გვიანობამდე გაგრძელდება და ნორმალურად გამოძინებას ვერ მოახერხებთ. 


კურო
ამ დღეს მშობლებსა და უფროს ნათესავებს რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. დაურეკეთ და დაინტერესდით მათი მდგომარეობით. თუმცა, უკეთესი იქნება თუ მოულოდნელად ეწვევით და გაახარებთ.  დღის მეორე ნახევარი საკუთარ მეორე ნახევარს უნდა დაუთმოთ. დაინტერესდით, როგორ მიმდინარეობს მისი პროექტი და სჭირდება თუ არა დახმარება. თუ დადებითი პასუხი მიიღეთ, ჩათვალეთ, რომ დაუვიწყარი დასვენება გელით, რადგან ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობა უამრავ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ.


ტყუპები
მთელ დღეს საკუთარი ფინანსური ხარჯების ანალიზში გაატარებთ და საბოლოოდ, დაასკვნით, რომ იმ ნივთების შეძენისგან, რომლებიც ძალიან არ გჭირდებათ, თავი უნდა შეიკავოთ. თუ ეკონომიის კეთებას დღესვე დაიწყებთ, ოჯახური ბიუჯეტი ისე შეივსება, რომ მაღაზიებში გამუდმებული სიარულითაც ვერ გააღარიბებთ.


კირჩხიბი
ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი მეუღლის ამპლუაში ვერასოდეს წარმოიდგენდით, უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ. თქვენთვის ძალიან არასასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ უკვე დაქორწინებული და ბედნიერი ოჯახის მქონე ადამიანი აქტიურად ცდილობს თქვენს მოხიბვლას. რა თქმა უნდა, მის მეუღლეს არაფერს ეტყვით, თუმცა თქვენს სიტყვებში ასეთი მუქარაც იქნება.


ლომი
ამ საღამოს საუკეთესო მეგობრის სახლში, მყუდრო ოჯახურ გარემოში დაისვენებთ. ასე შეგნებულად მოიქცევით, რადგან მშვენივრად იცით, როგორ მთავრდება თქვენი ოჯახური წყვილის ხმაურიან წვეულებებზე გართობა და აღარ გსურთ, რომ მეუღლემ ყველას თვალწინ ეჭვიანობის სცენები და სკანდალები მოგიწყოთ. მშვენიერი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეუღლის ჰიპერეჭვიანობას როგორღაც უნდა ებრძოლოთ.


ქალწული
დღეს ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე გაატარებთ. ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, ბანალურ რუტინას მოგაგონებთ, თუმცა ხვდებით, რომ დღევანდელი ერთფეროვნება ცხოვრების გიჟური ტემპისგან დასვენებაა. გამორიცხული არაა, რომ დღის მეორე ნახევარში სიზარმაცის ისეთი შემოტევა იგრძნოთ, რომ დივანზე გაუნძრევლად დაწვეთ და  არავითარ შემთხვევაში აღარ წამოდგეთ.


სასწორი
ამ დღეს ქალაქში ისეირნებთ და მაღაზიებს დაათვალიერებთ, იქნებ, რამე სასიამოვნო საჩუქარი შეარჩიოთ მეორე ნახევრისთვის ან ახლობელი ადამიანისთვის. ამ საკითხს წარმატებით გაუმკლავდებით და გადაწყვეტთ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეუაროთ. გაგიკვირდებათ, როგორ შეიცვალა თქვენი მეგობარი უკეთესობისკენ ამ ხნის განმავლობაში. ერთმანეთს საიდუმლოებებს გაუზიარებთ და ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იქნება.


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ მეორე ნახევრის რჩევები გაითვალისწინოთ. სასტუმრო ოთახისთვის ახალი ინტერიერის შერჩევისას, არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია თქვენს საერთო საცხოვრებელზე, რომლის დიზაინი ორივეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. თუკი თქვენი საცხოვრებელი სახლის დიზაინის შედგენა გაგიჭირდებათ, ანდეთ ეს საკითხი პროფესიონალებს. თუმცა, აუცილებლად გაუზიარეთ მათ თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის მოსაზრებები.


მშვილდოსანი
ამ დღეს განსაკუთრებული ცვლილებები არ შეინიშნება. დილიდან სახლის დალაგებას გეგმავდით, თუმცა, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო ამ გეგმის გადადება მოგიწევთ. სავარაუდოდ, გეწვევათ შორეული ნათესავი და იძულებული იქნები, საქმეები შუა გზაში შეწყვიტოთ და მთელი ყურადღება სტუმარს დაუთმოთ. გაშლით სუფრას და სადილის შემდეგ მთელი საღამო მისი არცთუ ისე საინტერესო ისტორიების მოსმენა მოგიწევთ.


თხის რქა
ეს დღე სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტს გაჩუქებთ. დილა ფიტნეს-ცენტრში ვარჯიშით დაიწყება, შემდეგ კი კულტურულ დასვენებას გადაწყვეტთ. გამოფენაზე, კონცერტზე ან მუზეუმში ყოფნის დროს საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც სასარგებლო ლიტერატურის წაკითხვას გირჩევთ. მის რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებთ და ბიბლიოთეკიდან ერთდროულად რამდენიმე წიგნის გამოტანას გადაწყვეტთ.


მერწყული
გადაწყვეტთ, ვინმეს გაეხუმროთ და თქვენი ჩანაფიქრის ობიექტები იქნებიან თქვენი მეგობრები და მეზობელი, რომელსაც განუცხადებთ, რომ საცხოვრებლად სხვა უბანში გსურთ გადასვლა და სულ მალე ახალი მეზობლები ეყოლებიან. ეს სიახლე თქვენს მეზობელს ძალიან გაახარებს, რადგან მისთვის აშკარად ხმაურიანი და შემაწუხებელი მეზობელი ხართ, თუმცა, შეეცდება, იმედგაცრუება არ შეიმჩნიოს, როდესაც ეტყვით, რომ ეს ხუმრობა იყო.


თევზები
ხვალ მეორე ნახევრის მშობლებთან უთანხმოება მოგივათ, თუმცა, კამათში გაიმარჯვებთ, რადგან ეს ადამიანები საბოლოოდ გაიგებენ, რომ ტყუილად გაღიზიანებდნენ თავიანთი პრეტენზიებითა და შენიშვნებით. გარდა ამისა, ისინი გულწრფელად აღიარებენ, რომ ბოლომდე ვერ აფასებდნენ თქვენს პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ამგვარი სიტყვები გაგაღიზიანებთ, თუმცა, წყენას მალევე დაივიწყებთ. უფრო ზუსტად, ყველა უსიამოვნო ემოციას ის შექება გადაფარავს, რომელსაც დღეს მოისმენთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?