14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თავი შეიკავეთ ფინანსურად სარისკო ნაბიჯებისგან. ეცადეთ, ხელუხლებლად შეინარჩუნოთ საკუთარი კაპიტალი და ის სხვა ფულსაც მოიზიდავს. ხვალ რისკი მხოლოდ პირადშია გამართლებული. მაგალითად, შესთავაზეთ მეორე ნახევარს თამამი ექსპერიმენტი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ და ნუ შეშინდებით, რომ ის გარყვნილებაში დაგდებთ ბრალს.


კურო                    
ხვალ ძალიან აქტიურად ჩაერთვებით სამუშაო პროცესში და წარმოუდგენლად კარგ შედეგებს მიიღებთ. თქვენი ენერგიულობა ზოგიერთი კოლეგის შურსა და ცინიკურ გამონათქვამებს გამოიწვევს. ყურადღებას ნურავის მიაქცევთ და საქმე გააგრძელეთ. ამ დღის შედეგები თქვენს შეფს სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება და პრესტიჟული თანამდებობა სწორედ თქვენ გერგებათ. ამის შემდეგ, სრული უფლება გექნებათ, ზოგიერთ კოლეგას ცინიკური გამონათქვამები უკან დაუბრუნოთ.


ტყუპები
ამ დღეს საკუთარი ფინანსების ნაწილს ნათესავის დახმარებისკენ მიმართავთ. სავარაუდოდ, რომელიღაც უფროსი ნათესავი სერიოზულად დაავადდება და ძვირფასი ადამიანის დასახმარებლად, მისი მკურნალობის ხარჯებს დაფარავთ. ამ სოლიდური დანახარჯის გამო, დროებით, უარის თქმა მოგიწევთ ოცნებაზე, რომელიც ძვირფას შენაძენს ეხება. თუმცა, ამაზე არ იდარდებთ, რადგან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობა თქვენთვის გაცილებით ძვირფასია.


კირჩხიბი
უკიდურესი სიზარმაცე და უინიციატივობა გახასიათებთ. მაქსიმალურად ეცდებით, თავი აარიდოთ მძიმე პროექტებს და მსუბუქი დატვირთვით შემოიფარგლოთ. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ, შრომისმოყვარე კოლეგებისგან განსხვავებით, სოლიდური პრემიის გარეშე დარჩებით.


ლომი
ხვალ ვიღაცას ან ვიღაცებს თქვენი ძალიან შეშურდებათ. ამასთანავე, შურს თქვენ კი არა, თქვენი შვილი გამოიწვევს. სხვა ბავშვების მშობლები გაოცებულები დარჩებიან სკოლის კონცერტზე (ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე) თქვენი შვილის წარმატებული გამოსვლით. მოგვიანებით, ისინი თქვენს ოჯახზე ჭორაობასაც დაიწყებენ, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს... სრული უფლება გაქვთ, თქვენი საოცარი შვილით იამაყოთ.


ქალწული
ხვალ ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ. სამსახურში წახვალთ, თუმცა ძლიერი თავბრუსხვევა საქმეზე კონცენტრირების საშუალებას არ მოგცემთ. თუ მდგომარეობა შუადღის შემდეგაც არ შეიცვალა, აუცილებლად ნაცნობ ექიმს დაუკავშირდით. ის, რაც უბრალო დაღლილობა გგონიათ, შეიძლება სერიოზული ანთებითი პროცესის დასაწყისი იყოს. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი.


სასწორი
მოვლენების არასასიამოვნო მიმართულებით განვითარების გამო, თქვენს მიმდინარე პროექტებს, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, ჩაშლის საფრთხე დაემუქრება. საბედნიეროდ, მდგომარეობის გამოსწორებასა და რთული ამოცანის შესრულებას შეძლებთ. წარმატების აღსანიშნავად, საღამოს უახლოეს ადამიანებს ოჯახურ წვეულებაზე  შეკრებთ.


მორიელი
ხვალ მთავარი კონკურენტის მოქმედებებით შეშფოთდებით. ეს ადამიანი სრულიად მოულოდნელად შემოგიტევთ, რისთვისაც მზად არ იქნებით. დაძაბულ ბრძოლაში რომ არ დამარცხდეთ, ეცადეთ, სიტუაცია დილიდან აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ არავის დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. გამორიცხული არაა, რომ თქვენი მხარდამჭერები კონკურენტის ბანაკში გადაბარგდებიან.


მშვილდოსანი
გირჩევთ, ხვალ კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ ხვდებით, რომ ამჟამინდელ სამსახურში, მიზეზთა გამო, თქვენი კარიერული წინსვლა შეუძლებელია, სხვა სამსახურზე იფიქრეთ. გირჩევთ, სამსახურიდან წამოსვლამდე, საკუთარი ქალაქის შრომის ბაზარი კარგად შეისწავლოთ. შესაძლოა, ცოტა დალოდებაც მოგიწიოთ, სანამ თქვენთვის შესაფერისი, პრესტიჟული თანამდებობა გამოჩნდება.


თხის რქა
ხვალ საკუთარ მეუღლეზე განსაკუთრებულ იმედებს ნუ დაამყარებთ. თუ აპირებთ, რომ საყოფაცხოვრებო საქმეები სრულად მას გადააბაროთ, იმ აზრსაც შეეგუეთ, რომ შეიძლება ცხელი სადილისა და კომფორტის გარეშე დარჩეთ. საქმე ის გახლავთ, რომ მას სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მოუწევს და გადაღლილი საქმეებს ფიზიკურად ვეღარ გაუმკლავდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, თქვენთვის უცილებელი კომფორტის შექმნაზე თავად უნდა იზრუნოთ.


მერწყული
ხვალ თითქმის უცნობი ადამიანისგან უჩვეულო კომპლიმენტს მიიღებთ. სავარაუდოდ, მან ეს სიტყვები გაუაზრებლად წარმოთქვა, თუმცა თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სიხარულით გააცნობიერებთ, რომ გარშემომყოფებმა შენიშნეს, როგორ დაიკელით ზედმეტი კილოგრამები და გალამაზდით. ეს აზრი იმდენად აღგაფრთოვანებთ, რომ სრულყოფილებისკენ სვლას გაორმაგებული ტემპით განაგრძობთ.


თევზები
თევზებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ. საბედნიეროდ, საბედისწერო შეცდომებს არ დაუშვებთ, თუმცა სისწრაფის გამო, შეიძლება სწრაფი კარიერული ზრდის რეალური შანსი ვერ შენიშნოთ. სავარაუდოდ, ამ შანსს ის ადამიანი გამოიყენებს, რომელიც აუჩქარებლად და გააზრებულად მოქმედებას არის ჩვეული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?