17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ მეორე ნახევრისგან უჩვეულო საჩუქარს მიიღებთ. მას სიმბოლური მნიშვნელობა ექნება და თქვენი წყვილის ბიოგრაფიის რომელიღაც კონკრეტულ მომენტს განასახიერებს. საჩუქრის ავტორი ეცდება, გრძნობა განგიახლოთ და მიზანს სრულად მიაღწევს. ამ საღამოს იმაზე უფრო რომანტიკულად გაატარებთ, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში.


კურო
ხვალ რომელიღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გამართულ ოჯახურ წვეულებას დაესწრებით. უცნაურია, თუმცა საღამოზე ყველაზე სევდიანი თავად წვეულების მიზეზი იქნება და ამის მიზეზით დაინტერესდებით. მოსმენილის შემდეგ თქვენც სევდა დაგეუფლებათ, რადგან ნათესავის ცხოვრებაში გაჩენილი პრობლემები მართლაც მასშტაბურია, ამიტომ მათ მოგვარებაში აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტთ.


ტყუპები
პარასკევს პასიურად გაატარებთ. დღის საათებში შესაძლებლობა გექნებათ, მოზომილად და აუჩქარებლად იმუშაოთ, რადგან შეფი სადღაც გაემგზავრება, რაც მთელ კოლექტივს გაახარებს და გაახალისებს. რომელიღაც კოლეგას კორპორაციული წვეულების მოწყობის იდეა გაუჩნდება, რასაც ყველა ხალისით დაეთანხმება.


კირჩხიბი
ხვალ სიმბოლურ ფასად შეძლებთ რომელიღაც ცნობილი დიზაინერის ექსკლუზიური ნამუშევრის ანალოგის შეძენას და მეგობრებთან შენაძენით იტრაბახებთ. გამორიცხული არაა, ტრაბახი სოციალურ ქსელებშიც გააგრძელოთ. ბევრი ადამიანი შურით აივსება, იმის გამო, რომ ორიგინალური ნივთის მფლობელი გახდით.


ლომი
ამ დღეს უჩვეულო ორატორულ ნიჭს გამოიჩენთ. სწორედ ამის  წყალობით შეძლებთ სამსახურებრივ საქმეებში წარმოქმნილი რთული საკითხის გადაჭრას (გამორიცხული არაა, შეფი თქვენთვის ხელფასის მომატების აუცილებლობაში დაარწმუნოთ). ორატორული ნიჭი პირად საქმეებშიც დაგეხმარებათ, როცა პოტენციურ მეორე ნახევართან პაემანზე გაემართებით. ამ შეხვედრაზე ორივე შეთანხმდებით, რომ ოჯახის შექმნის დრო დადგა.


ქალწული
პარასკევს ძალიან გაღიზიანებული იქნებით. სამსახურში უამრავი წვრილმანი პრობლემა იჩენს თავს, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ ადამიანთან ერთად მოგიწევთ მუშაობა, რომელიც მისი საშინელი ხასიათის გამო, არასოდეს მოგწონდათ. ამჯერადაც, მუშაობის დროს, დაუსრულებლად იბუზღუნებს. ეცდებით, წესრიგისკენ მოუწოდოთ, თუმცა უხეშობას მიიღებთ.


სასწორი
ხვალ გარეგნობის შეცვლაზე იფიქრებთ, თუმცა, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან, შესაძლოა, გადააჭარბოთ. სანამ თქვენი პირადი სტილისტი წვერს დაგიმოკლებთ, თმას შეგჭრით ან მათ უჩვეულო ფერად შეგიღებავთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ღირს კი კარდინალური ცვლილებების გატარება? თუკი ძალიან გსურთ, რა გაეწყობა?!


მორიელი
საუკეთესო მეგობრის ზარზე პასუხის გაცემის სურვილი ნაკლებად გექნებათ. მშვენივრად გააცნობიერებთ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ გირეკავთ, რომ რაღაც გთხოვოთ. მსგავსი თხოვნებისგან დაღლილი, შეეცდებით მოიტყუოთ, თითქოს ტელეფონი გაგიტყდათ ან ვერ მიაგენით. თქვენი მეგობარი უთქვენოდაც გაუმკლავდება პრობლემებს, თქვენ კი ამ ყველაფრის ხარჯზე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ.


მშვილდოსანი
ხვალ სარფიანი ფინანსური ოპერაციის ჩატარება მოგიწევთ. გადაწყვეტთ, წარმატება აღნიშნოთ და ცხოვრების თანამგზავრს რესტორანში დაპატიჟებთ. თქვენ და თქვენი პარტნიორი ახლებურად შეხედავთ ერთმანეთს. ვნება, რომელიც თანდათანობით ქრებოდა, კვლავ გაღვივდება და თქვენი წყვილი გადაწყვეტს, მსგავსი შეხვედრები ხშირად მოაწყოს.


თხის რქა
ხვალ გამორჩეულად კონტაქტური იქნებით, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბევრი საუბარი დიდად არ ხიბლავთ. საბოლოოდ, ერთ-ერთი თანამოსაუბრე უტაქტობაში დაგადანაშაულებთ, რაც ძალიან გეწყინებათ. დღის ბოლოს წიგნის კითხვას დაუთმობთ ან სატელევიზიო პროექტს მიადევნებთ თვალს.


მერწყული
ახლობლის უტაქტო თხოვნას უარით ვერ უპასუხებთ. ადამიანი, რომელიც დღის საათებში მოგმართავთ, იმდენად შეწუხებული იქნება, რომ მისი სახის დანახვაზე საკუთარ სამუშაოს გადადებთ და გადაწყვეტთ, მთელი თქვენი დრო მას დაუთმოთ. ნაცვლად იმისა, რომ პარასკევის ტრადიციულ საღამოზე წახვიდეთ, ქალაქის ბოლოსკენ გაემგზავრებით და ახლობელი ადამიანის პრობლემების მოგვარებას შეუდგებით. ის მადლობას გადაგიხდით და გეტყვით, რომ მალე კვლავ დასჭირდება თქვენი დახმარება.


თევზები
ხვალ წარმატებით განაახლებთ გარდერობს. შეიძენთ ულტრამოდურ ტანისამოსს და თანაც არცთუ ისე ძვირად. საღამოს, ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი წვეულებაზე წახვალთ, სადაც გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობთ, რაც, უდავოდ, გესიამოვნებათ, მაგრამ ადამიანი, რომლის ხათრითაც გადაწყვიტეთ წვეულებაზე წასვლა, სამწუხაროდ, ძველებურად დაგაიგნორებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?