24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელ დღეს მუშაობაში გაატარებთ. შრომატევადი პროექტის დასრულებამდე, პარტნიორების არასწორი მოქმედებების გამო, ნერვიულობა მოგიწევთ. დიდი წვალებით, მაგრამ პროექტს მაინც დაასრულებთ და სანატრელი დასვენების დღეები დადგება. პარასკევ საღამოს ერთ-ერთი მეგობრის სახლში გამართულ მხიარულ წვეულებაზე გაატარებთ, სადაც ძველ მეგობრებსა და თანაკურსელებს შეხვდებით.


კურო
ხვალინდელ დღეს ძველ წარმატებებზე ფიქრსა და ანალიზში გაატარებთ და საბოლოოდ, ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის გაგრძელებას გადაწყვეტთ. თუმცა არც დასვენება და რელაქსაცია არ უნდა დაივიწყოთ. კარგი იქნება, თუ ამ საღამოს, ოჯახთან ერთად, კაფეში ან რომელიმე გასართობ ცენტრში გაატარებთ.


ტყუპები
ხვალ უჩვეულოდ სიტყვაძუნწი იქნებით. საქმეში „თავით გადაეშვებით“, რომ მიმდინარე პროექტი რაც შეიძლება მალე დაასრულოთ. იმის მიუხედავად, რომ დღის განმავლობაში მეგობრების ზარები მუშაობაში ხელს გიშლით, ფინალში გასვლას მაინც შეძლებთ. საღამოს იგრძნობთ, რომ დაძაბულმა მუშაობამ და ნერვიულობამ საშინლად დაგღალათ.


კირჩხიბი
24 ნოემბერს ხანმოკლე მოგზაურობაში წასვლა მოგიწევთ. მას თქვენი მეორე ნახევარი დაგეგმავს, რომ დიდი ხნის უნახავი საერთო მეგობრები მოინახულოთ. სამსახურის შემდეგ გზას გაუდგებით, თუმცა მთელი გზა იმაზე იფიქრებთ, რომ უზარმაზარი გზის გავლა სისულელეა, როცა მეგობრებთან დაკავშირების სხვა გზებიც, მაგალითად, სკაიპი არსებობს. მალე დარწმუნდებით, რომ ვიდეოკავშირი რეალურ ურთიერთობებს არ შეედრება.


ლომი
ხვალ თავის მოტყუების ხასიათზე დადგებით. ძალიან გინდათ, დაიჯეროთ, რომ ადამიანი, რომელმაც დილას კომპლიმენტი მოგიძღვნათ, თქვენთან ქორწინებაზე ოცნებობს. მთელი დღე ეპრანჭებით, რომ, ბოლოს და ბოლოს, პაემანზე დაგპატიჟოთ, თუმცა ასე არ მოხდება და მოთმინება გმართებთ. არც კი სცადოთ დარდის გასაქარვებლად სხვა ადამიანთან შეხვედრა, რადგან თქვენი რჩეული ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს.


ქალწული
საყვარელ ადამიანთან რთული საუბარი გელით, რადგან ვერ ხვდებით, რატომ ცდილობს თქვენი რომანის დასრულებას. სამწუხაროდ, ამასთან შეგუება მოგიწევთ. საღამოს მარტოხელა ადამიანისთვის ჩვეული ცხოვრებით იცხოვრებთ, რაშიც უამრავ უპირატესობას აღმოაჩენთ, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ღამე, ძილის წინ, საყვარელი ადამიანის სმს-ს მიიღებთ, რომელშიც პატიებას გთხოვთ და შერიგებას გთავაზობთ.          


სასწორი
ხვალ შესაძლოა, ვირტუალური თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. არავის გაუზიაროთ თქვენი ელექტრონული საფულის ნომერი და უცნობ ადამიანებს თანხა არ გადაურიცხოთ. ასევე, თუკი არ გსურთ, ოჯახური სკანდალის წინაშე აღმოჩნდეთ, მოერიდეთ სოციალური ქსელის საშუალებით ურთიერთობებს. ნუ უპასუხებთ მონაწერს: „გამარჯობა, ხომ არ გავიცნოთ ერთმანეთი“, რადგან არ გამოირიცხება, რომ მეორე ნახევარი გამოწმებდეთ.


მორიელი
ნუ იქნებით ზედმეტად გულუბრყვილო. თქვენი ნდობით შესაძლოა, ახალმა კოლეგამ ბოროტად ისარგებლოს. ეს ეშმაკი და თან გონიერი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაგიახლოვდეთ, რის შემდეგაც, თქვენი დახმარებით დაიწყებს თავისი მზაკვრული გეგმების განხორციელებას. ვარსკვლავები გირჩევენ, ასეთ ადამიანთან დისტანცია დაიჭიროთ, რათა ცხოვრებაში ახალი თავსატეხი არ გაიჩინოთ.


მშვილდოსანი
შესაძლოა, მეორე ნახევარმა თქვენში ეჭვი შეიტანოს, თუმცა, თქვენი ეჭვები არამოტივირებული იქნება.  საყვარელი ადამიანი დაგარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. ასე რომ, თქვენს წყვილში პრობლემები არ შეიქმნება. გადაიტანეთ ყურადღება უფრო პოზიტიურ მომენტებზე, დაკავდით შვილების მოვლით ან საკუთარი თავით.


თხის რქა
ხვალინდელ დღეს უსიამოვნებების გარეშე გაატარებთ. თქვენი ცხოვრება შესანიშნავად  განვითარდება. პარასკევის, სამსახურის შემდეგ ტრადიციულ საღამოს დაესწრებით, რომელიც ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც გასულ კვირას. კვლავ ისაუბრებთ სასიამოვნო ადამიანებთან, მოიხსნით დაძაბულობას და ცოტაოდენ ალკოჰოლსაც მიიღებთ.


მერწყული
მოერიდეთ შორეულ გეგმებზე ფიქრს, მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლება და თქვენ მიერ შედგენილი ნებისმიერი პროექტი არააქტუალური აღმოჩნდება. გაატარეთ ეს დღე მოდუნებულად და ინერტულად, მიეცით საკუთარ თავს ფიზიკური დასვენებისა და მორალური რელაქსაციის უფლება. სასიამოვნო დასვენებაში წყლის პროცედურებიც დაგეხმარებათ, რომელთა დახმარებითაც თქვენს ორგანიზმს დაძაბულობას მოუხსნით.


თევზები
სამსახურებრივ საქმეებშიც და სახლშიც პასიურობას გამოიჩენთ. საკუთარ მოვალეობებს სხვებს გადააბარებთ, ხოლო თავად კომპიუტერული თამაშებით ან სოციალური ქსელით გაერთობით. რეალობიდან გაქცევა დიდ პრობლემებს არ შეგიქმნით, უფრო ზუსტად, თქვენს სამუშაო საქმეებს თქვენი კოლეგები წარმატებით გაუმკლავდებიან. ერთადერთი, რაც შეგაშფოთებთ - მეორე ნახევართან სკანდალი იქნება, რომელსაც თქვენი ქცევა გააღიზიანებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?