25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მთელ დღეს თავგადასავლების ძიებაში გაატარებთ. თუ მარტოხელა ხართ, შაბათ დღეს მეორე ნახევრის ძებნას მოანდომებთ და არცთუ უშედეგოდ. აუცილებლად შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს მარტოობას გაალამაზებს, ყოველ შემთხვევაში ხვალამდე მაინც. გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ ეს რომანი სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი იქნება, რადგან ამისთვის არც თქვენ და არც ის მზად არ ხართ.


კურო
კუროები მთელ დღეს დაუსრულებელ მგზავრობაში გაატარებენ. მოვლენების ასეთი სცენარი თქვენს უკმაყოფილებასა და სტრესს გამოიწვევს, თუმცა ძალა არ შეგწევთ, მეორე ნახევრის გეგმები შეცვალოთ. მისი ბუზღუნი რომ თავიდან აიცილოთ, ჯერ მაღაზიებში გაჰყვებით, შემდეგ მის ძვირფას მშობლებს მოინახულებთ. საღამოს კორპორაციულ წვეულებაზე გაატარებთ, სადაც თქვენთვის გაუგებარ თემებზე დაწყებული საუბრის მოსმენა მოგიწევთ.


ტყუპები
შაბათ დღეს განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი დარჩებით. ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს, დასვენების დღე ისე გაატაროთ, როგორც გეგმავდით და იმის დროც დაგრჩებათ, რომ საკუთარ მომავალზე იოცნებოთ. საღამო კიდევ უკეთესი იქნება. სკოლის მეგობარს ესტუმრებით და შემთხვევით, მხიარულ წვეულებაზე ამოყოფთ თავს, რომელიც თითქმის დილამდე გაგრძელდება.


კირჩხიბი
ამ დღეს შვილებზე ან უმცროს ნათესავებზე ზრუნვას დაუთმობთ. საშინაო დავალების დასრულების შემდეგ, მათთან ერთად სასეირნოდ წახვალთ და ძვირფასი სათამაშოებით სავსე მაღაზიაში აღმოჩნდებით. რა თქმა უნდა, ბავშვების თხოვნას შეასრულებთ და ყველაფერს უყიდით, რასაც მოისურვებენ. თქვენი ჯიბე თითქმის მთლიანად დაცარიელდება, სამაგიეროდ, ბავშვები უზომოდ კმაყოფილები და ბედნიერები იქნებიან.


ლომი
ამ დღეს მეუღლესთან ურთიერთობაში კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. თქვენ და მას ერთმანეთის აღარ გესმით და სახლში გაუგებრობის ატმოსფეროა. ვითარებას საერთო მეგობრების სტუმრობა გაახალისებს და ძალაუნებურად, მოგიწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა. თავადაც ვერ შენიშნავთ, ისე შერიგდებით და დღე პოზიტიურად დასრულდება.


ქალწული
მაღაზიაში შესული უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. რაღაც, უზომოდ ძვირად ღირებული ნივთი ისე მოგხიბლავთ, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და შეიძენთ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ ის არაფერში გჭირდებათ. გაუმართლებელი დანახარჯის შესამცირებლად, ამ ნივთს საუკეთესო მეგობარს გაცილებით დაბალ ფასად შესთავაზებთ.


სასწორი
ხვალ აქტუალური საკითხების გადაწყვეტით დაკავდებით. შესაძლოა, ჩიხში შეხვიდეთ, თუმცა, თუკი თქვენ გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ, პრობლემას გაცილებით ადვილად აღმოფხვრით. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი იქნება თქვენი  მეგობარი, რომელიც გაიხსენებს, როგორ დაუდექით გვერდში საჭირო დროს, როდესაც მას საყვარელ ადამიანთან უთანხმოება ჰქონდა. სხვათა შორის, როლების გაცვლა ძალიან მოგეწონებათ.


მორიელი
შაბათს საოცარი დიპლომატიურობით გამოირჩევით. ოჯახის წევრებთან წვრილმანებზეც კი არ მოგიწევთ უთანხმოება, თუმცა, ეს იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობაში ეშმაკურ გეგმებს მიმართავთ. არ გამოირიცხება, რომ ახლობლებთან საღამოს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე ხმამაღლა ისაუბროთ. ოჯახის წევრები მხარდაჭერას გამოგიცხადებენ, თუმცა, გაუკვირდებათ, როგორ ახერხებთ ასე მარტივად მათ დათანხმებას და თქვენს პოზიციაზე გადმოყვანას.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები არ გირჩევენ თქვენს ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანას. არსებობს რისკი, რომ ამ ცვლილებების შედეგი უარყოფითი და მოსალოდნელის საპირისპირო იქნება. უმჯობესია, თქვენი ცხოვრება სწორედ ისე განვითარდეს, როგორც გარემოება მოითხოვს და მშვიდად ადევნოთ თვალი მოვლენებს. ასევე, კარგი იქნება, თუკი შაბათ დღეს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმობთ.


თხის რქა
გადაწყვეტთ, ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ, საკუთარ ფიქრებთან და წიგნთან. საღამოს, თქვენი მეგობარი წვეულებას მოაწყობს და დაგპატიჟებთ. თქვენი კომფორტული სამყაროს დატოვება ამ მოვლენის გამოც კი გაგიჭირდებათ, თუმცა, მოგიწევთ: შეუძლოდ ყოფნას მოიმიზეზებთ და წვეულებას ძალიან მალე, პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვებთ.


მერწყული
ხვალ უჩვეულო იდეა მოგივათ და მას დაუყოვნებლივ გაუზიარებთ ოჯახის წევრებს, რომლებსაც თქვენი იდეა აღაფრთოვანებთ და ყველანაირად შეგიწყობენ ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში. მათი გვერდში დგომა გაგახარებთ და დასვენების დღეებს პოზიტიური განწყობით გაატარებთ. ოჯახის წევრებთან ერთად რესტორანში წახვალთ და სპეციალურად გაშლილ სუფრასთან თქვენს ახალ პროექტზე ისაუბრებთ.


თევზები
შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი გეგმები, სამწუხაროდ, შეგეცვლებათ, თუმცა, ეს ფაქტი ძალიან არ გაგაღიზიანებთ, რადგან მეგობრებთან ერთად რომელიღაც კულტურულ ღონისძიებას დაესწრებით, რომელიც თქვენში უდიდეს აღფრთოვანებას გამოიწვევს. მოგვიანებით კი, ხმაურიან წვეულებას შეუერთდებით, სადაც საოჯახო დღესასწაულს აღნიშნავენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?