26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, ხვალ სხვა ქალაქიდან ჩამოსულ და თქვენს მეზობლად დასახლებულ ადამიანებთან მოგიწიოთ ურთიერთობა. შემთხვევითი შეხვედრა სასიამოვნო საუბრით გაგრძელდება და აღმოაჩენთ, რომ ამ ადამიანებთან ბევრ საინტერესო თემაზე შეიძლება საუბარი. მეტიც, ახალი მეზობლები ისე მოგეწონებიან, რომ მათთან დაახლოებას გადაწყვეტთ.


კურო
ხვალ საოცარ ცხოვრებისეულ სიბრძნეს გამოავლენთ. ოჯახურ ბიუჯეტთან დაკავშირებული რთული საკითხის გადაჭრისას, მოძებნით ვარიანტს, რომელიც ეკონომიურად და ამავე დროს, კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. თქვენი ოჯახი ამ გეგმას მოიწონებს და უკვე საღამოს, მის განხორციელებას შეუდგებით. ოჯახური თათბირის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ კვირა დღის ტრადიციული სტუმრიანობის ნაცვლად, დროს სახლში გაატარებთ, რადგან ასეთი სცენარი ეკონომიურად ცხოვრების გეგმას სრულიად აკმაყოფილებს.


ტყუპები
ხვალ გაიძვერა და უღირს ადამიანთან მეტისმეტად გულახდილი იქნებით. სიფრთხილე გამოიჩინეთ. ყველაფერი, რასაც ამ ადამიანის თანდასწრებით, ემოციურად იტყვით, შეიძლება როგორც კომპრომატი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას და მოერიდეთ საეჭვო ნაცნობებს (როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროში). ეცადეთ, თავი შეიკავოთ გულახდილი საუბრისგან, თუნდაც ძალიან საიმედო ადამიანთან.


კირჩხიბი
დღეს ძალიან ინერტულად გაატარებთ. თქვენი ოჯახი უკვე შეეგუა, რომ საშინაო საქმეებში არ მონაწილეობთ და სახლში მხოლოდ, ფაქტობრივად, იმყოფებით. დღის უმეტეს ნაწილს სოციალურ ქსელებში კომენტარებისა და წერილების წერაში გაატარებთ. ეს პროცესი ისე დაგღლით, რომ საღამოს ინტერნეტში შესვლაზე უარს იტყვით და ქუჩაში სასეირნოდ წახვალთ.


ლომი
ეს დღე უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. დილას სკოლის მეგობარი დაგირეკავთ და გეტყვით, რომ  მალე ახლო ნათესავებთან ერთად მოგინახულებთ. ამის გაგებისთანავე, სახლის დალაგებას შეუდგებით და მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად გაქანდებით. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებიც დაგეხმარებიან და ძველი მეგობრის შესახვედრად საფუძვლიანად მოემზადებით.


ქალწული
ეცადეთ, ხვალ ორგანიზმი მძიმე შრომით არ დატვირთოთ. არაფერი დაშავდება, თუ საქმის ნაწილს სამომავლოდ გადადებთ და სასიამოვნო საქმით დაკავდებით. კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად, პარკში გაისეირნებთ ან ახალი ფილმის სანახავად წახვალთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა თქვენთვის სუფთა ჰაერზე გასვლა აუცილებელია, რომ ორგანიზმი ჟანგბადის საჭირო რაოდენობით მოამარაგოთ.


სასწორი
გადაწყვეტთ დამატებითი განათლება მიიღოთ, რისთვისაც, ძირითადად, ენციკლოპედიებსა და ინტერნეტს მიმართავთ. პერიოდულად ახლო ნათესავთან ისაუბრებთ, თუმცა, დღის მთავარ მიზანს მალევე დაუბრუნდებით. საღამოს, მეგობარი მასთან ერთად გასეირნებას გთხოვთ, რაზეც უარს ვერ ეტყვით და მოგიწევთ წიგნების მიტოვება.


 მორიელი
კრედიტორთან არცთუ ისე მარტივი საუბარი გელოდებათ. ეს ადამიანი შეგახსენებთ, რომ ამ დღეს უნდა გადაგეხადათ კონკრეტული თანხა ბანკში. თავიდან შეეცდებით, უხერხულ სიტუაციას თავი დააღწიოთ, მაგრამ შემდეგ სიმართლეს აღიარებთ. თქვენი კრედიტორი გაგიგებთ და დაგთანხმდებათ თანხის უახლოეს პერიოდში გადახდაზე. საღამოს ახლობელ ადამიანებს დაურეკავთ თხოვნით, იქნებ ხელფასამდე საჭირო თანხა გასესხონ.


მშვილდოსანი
კვირა დღე თქვენთვის დაუვიწყარი იქნება. ოჯახთან ერთად დიდ დროს გაატარებთ და მათი ახალი ქცევები გაგახალისებთ. მათთან ურთიერთობის დროს კიდევ ერთხელ გადაუხდით ღმერთს მადლობას, რომ ყველა სკანდალი აღმოიფხვრა და თქვენი ოჯახის წევრებმა, როგორც იქნა, ისწავლეს ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. საღამოს ახლობლებისთვის საჩუქრებს შეიძენთ და მცირედი სიურპრიზით გაახარებთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ მსოფლმხედველობის გაზრდაზე იზრუნოთ. ამჯერად, არ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ინტერნეტიდან მიიღებთ. ამიტომ, კონცერტზე ან რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე წახვალთ, სადაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც მოგვიანებით თქვენი მეორე ნახევარი გახდება.


მერწყული
ვარსკვლავები შეგახსენებენ, არ დაგავიწყდეთ საზოგადოებაში ქცევის წესები. თუკი არ მოგეწონებათ მომსახურების სფეროს წარმომადგენლის რეაგირება თქვენს თხოვნაზე, ნუ იყვირებთ ხმამაღლა. მართებული იქნება, თუკი ჯერ დაფიქრდებით და შემდეგ გააჟღერებთ ამ კომპანიისადმი კრიტიკას. შესაძლოა, როგორც კი სიბრაზე გადაგივლით, მიხვდეთ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.


თევზები
ამ დღეს რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელიც თქვენს სამომავლო კარიერას უკავშირდება. პოტენციური დამსაქმებლისგან, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ თქვენი რეზიუმე გაუგზავნეთ, სამწუხაროდ, უარყოფით პასუხს მიიღებთ. ამჟამინდელი სამუშაო ადგილიდან წამოსვლას არ იჩქარებთ, თუმცა, ახალი სამსახურის ძიებას კვლავ განაგრძობთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?