27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაძლოა, ხვალ რომელიღაც საზოგადოებრივ მოძრაობას უხელმძღვანელოთ. სავარაუდოდ, თანამოაზრეებთან ერთად, ეცდებით, იმ  სასწავლო დაწესებულების კოლექტივი გამოააშკარაოთ, რომელშიც თქვენი შვილები სწავლობენ. თქვენი ბრძოლა შესანიშნავ შედეგს გამოიღებს და სკოლის უპასუხისმგებლო თანამშრომლები დაისჯებიან. დღის მეორე ნახევარში ახლობლებსა და მეგობრებს ამ დღის პერიპეტიებს ბევრჯერ უამბობთ.


კურო
დასვენების დღეებიდან სამუშაო რეჟიმზე გადასვლას ადვილად შეძლებთ. სამსახურში ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებთ, რისთვისაც კოლექტივის თანდასწრებით, შეფისგან შექებას დაიმსახურებთ. ასეთი სცენარი ზოგიერთ თქვენს კოლეგას არ მოეწონება, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ვიღაცამ შეფის ყურმოჭრილი მონობა ან უარესი - მისი საყვარლობა დაგწამათ.


ტყუპები
ერთ-ერთი კოლეგის უწესო საქციელის გამო, ბრაზს ვერ იკავებთ. ეს ადამიანი პერსპექტიული თანამდებობის მიღების იმედით, მეორე კოლეგას, რომელთანაც მეგობრობა გაკავშირებთ, საშინლად მოექცევა. თქვენს მეგობარს სამსახურიდან განთავისუფლება ემუქრება, თუმცა ამას არ დაუშვებთ. მოსალოდნელ შედეგებზე არ იფიქრებთ, ისე შეხვალთ შეფის კაბინეტში და კოლეგის საქციელის შესახებ დეტალურად უამბობთ.


კირჩხიბი
ორშაბათს, უმეტესად, ოცნებებში გაატარებთ და უამრავჯერ გაიხსენებთ არცთუ დიდი ხნის წინანდელ სასიყვარულო შეხვედრას. საღამოს ისევ შეხვდებით ადამიანს, რომელმაც ასე მოგხიბლათ და ისევ ვნებით აივსებით. ვნებას ისიც ვერ დააცხრობს, რომ თქვენი რჩეული ჯერჯერობით, კანონიერ ქორწინებაშია და ამ კავშირის გაწყვეტას დიდი სკანდალის გარეშე ვერ მოახერხებს.


ლომი
გარშემომყოფების მიმართ მეტისმეტად კრიტიკული იქნებით. მათთან საუბარში გამუდმებით საკუთარი წარმატების მაგალითებს მოიშველიებთ, რაც ყველას არ მოეწონება. უკმაყოფილების შესახებ ხმამაღლა არავინ არაფერს გეტყვით, თუმცა ერთ-ერთი მათგანის სახით საშიშ მტერს შეიძენთ. ეს ადამიანი თქვენს ზურგს უკან თქვენზე ათას ჭორს გაავრცელებს, რომელსაც ბევრი დაიჯერებს.


ქალწული
ბობოქარი დასვენების დღეების შემდეგ, ბალიშიდან თავის აწევა გაგიჭირდებათ და მუშაობას უხალისოდ შეუდგებით. ბუნებრივია, სამუშაო პროცესი ნაყოფიერად არ დასრულდება, რადგან უძილობა სრულფასოვან მუშაობაში ხელს შეგიშლით. სახლში მისვლისთანავე, დივანს მიაშურებთ და ყოველგვარ აქტიურობაზე უარს იტყვით (საკუთარ მეუღლესთან საუბარზეც კი).


სასწორი
საკუთარი პროფესიონალური მიღწევებით იამაყებთ. ახალი პროექტის პრეზენტაციას მოაწყობთ, რომელიც თქვენს სამსახურში ნამდვილი სენსაცია გახდება. ახალ სამუშაოს თქვენი გენერალური დირექტორი გაეცნობა. ამგვარი ყურადღება გაგიკვირდებათ. დამსახურებული პრემიაც, ბუნებრივია, გაგახარებთ.


მორიელი
საყვარელ ადამიანთან უთანხმოება გელოდებათ. საოჯახო საკითხის გადაწყვეტის დროს კომპრომისზე არ წახვალთ და სკანდალი შემაშფოთებელ მასშტაბებს მიიღებს. არსებობს რისკი, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი დაიღალოს მსგავსი კონფლიქტებისგან, საკუთარი ნივთები მოაგროვოს და რამდენიმე დღით მარტო დაგტოვოთ. თუმცა, მარტოობა დიდად არ შეგაწუხებთ, რადგან საღამოს სახლში ხმაურიან წვეულებას მოაწყობთ.


მშვილდოსანი
ხვალ კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხებს კარდინალურად გადახედავთ. გაიგებთ სიახლეს, რომ თქვენს თანამშრომელს ხელფასი გაუზარდეს, რაც აღგაშფოთებთ. გეწყინებათ, რადგან იცით, რომ ეს ადამიანი წარმატებას თქვენი დახმარების გარეშე ვერ მიაღწევდა. სამწუხაროდ, ამ ფაქტის დამტკიცება გაგიჭირდებათ, სამაგიეროდ მიხვდებით, რომ სამსახურში ახლო მეგობარი აღარ გყავთ და ყოველი თქვენი კოლეგა - პოტენციურ მოწინააღმდეგეს ნიშნავს.


თხის რქა
საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. სამსახურში გასაოცარ ფორმაში მიხვალთ და მთელი კოლექტივის ყურადღებას მიიპყრობთ, თქვენ მიმართ კომპლიმენტებს არ დაიშურებენ. მათგან მხოლოდ ერთ შეკითხვას გაიგებთ - სად შეიძინეთ ასეთი ლამაზი ტანსაცმელი, რა ღირს და არის თუ არა ასეთივე სამოსი სხვა ზომისა და ფერის?


მერწყული
ხვალ მეორე ნახევრის მავნე ჩვევებს შეებრძოლებით. თქვენი მხრიდან მათზე უარის თქმა გაიჟღერებს არა როგორც თხოვნა, არამედ ულტიმატუმი, თქვენი პარტნიორი დაგპირდებათ, რომ გამოსწორდება, მაგრამ ამ საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეუდგება. მოგიწევთ ნახოთ ინფორმაცია, როგორ გაუადვილოთ საყვარელ ადამიანს მავნე ჩვევებთან ბრძოლა (არ გამოირიცხება, რომ დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ).


თევზები
ორშაბათს საკმაოდ კომფორტულად გაატარებთ. სამსახურში ყოფნის დროს, კოლეგასთან დასვენების დღეებს განიხილავთ. საღამოს გადაწყვეტთ, კოლეგის რჩევა გაითვალისწინოთ და მის მიერ რეკომენდებულ კაფეში მეორე ნახევართან ერთად მიხვიდეთ. კაფეში არსებული სიტუაცია ძალიან მოგხიბლავთ და თქვენი დღე რომანტიკულად დასრულდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?