29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ თავში უამრავი გენიალური იდეა მოგივათ. ეცადეთ, სამუშაო საათების დასრულებამდე მოითმინოთ და ნუ იჩქარებთ ამ იდეების ახლობლებისა და ნათესავებისთვის სამსახურიდან გაზიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სამსახურებრივი საქმეებიც დააზიანოთ და გენიალური იდეების განხორციელებაც.


კურო
ხვალ საკუთარ ოცნებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ადამიანი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, თქვენი პერსონით დაინტერესდება. ამჟამად, თქვენი ამოცანაა, ეს ინტერესი რაც შეიძლება მასშტაბური გახადოთ. ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში შეგიძლიათ, ბუნებრივი იყოთ და საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ. თუ მასთან ურთიერთობაში შიშსა და მორცხვობას გრძნობთ, შეგიძლიათ, ამის შესახებ პირდაპირ უთხრათ. თქვენი გულახდილობა სათანადოდ დაფასდება.


ტყუპები
ხვალინდელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ. შესაძლოა, ოპტიმიზმის რეალური მიზეზი არ გაქვთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სახიდან ღიმილი არ გცილდებათ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ღიმილით მიიქცევთ ვიღაც საინტერესო ადამიანის ყურადღებას. თუ უკვე დაქორწინებული ხართ და მეუღლის ღალატს არ აპირებთ, მაქსიმალურად ტაქტიანად მიანიშნეთ ახალ თაყვანისმცემელს კარისკენ.

კირჩხიბი
ზედმეტად ამბიციური ხართ. კარიერული წინსვლის რეალურ შანსს ხედავთ და პოტენციური წარმატება საღად აზროვნებაში ხელს გიშლით. აღარც იმ კოლეგის აზრი გაინტერესებთ, რომელსაც საუკეთესო მეგობრად მიიჩნევდით, რადგან ცინიკურად გაწირავთ და სანუკვარ თანამდებობას დაეუფლებით. და ეს ყველაფერი არაა. თანამდებობა ჩადენილის გამო საშინელი სინდისის ქენჯნისგან ვერ გიხსნით.


ლომი
ცდილობთ, საკუთარ ქმედებებს ახსნა და გამართლება მოუძებნოთ. მლიქვნელობა და კომპლიმენტები თვითშეფასების ამაღლებაში გახმარებათ, მაგრამ დროებით. მორალური კომპლექსები პერიოდულად შეგახსენებთ, რომ მთელ რიგ საკითხებში არაკომპეტენტური ბრძანდებით. ასე რომ, კომპლექსები კი არ უნდა შენიღბოთ, უნდა დაამარცხოთ.


ქალწული
ხვალ სამსახურში ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. აპარატი, რომელზეც დიდი ხანია სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებთ, მთლიანად განახლდა და ახალ ტექნიკასთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. საღამოს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც თქვენმა მუდმივმა პარტნიორმა მოგიმზადათ. ის თქვენს საყვარელ კაფეში წაგიყვანთ და იმ ნივთს გაჩუქებთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.


სასწორი
ხვალ ექსტრავაგანტური ქმედებებისკენ იქნებით მიდრეკილი, თუმცა, თქვენს ეპატაჟს ბევრი ვერ გაიგებს. რა გაეწყობა, მოგიწევთ მოითმინოთ, ან თქვენთვის ჩვეულ წესს დაუბრუნდეთ. თავად გადაწყვიტეთ, როგორ გირჩევნიათ მოცემულ სიტუაციაში, მაგრამ, თუკი თქვენს თამამ ექსპერიმენტებს თქვენი მუდმივი პარტნიორი განსჯის, საბოლოოდ, მაინც მოგიწევთ მათზე უარის თქმა.


მორიელი
ამ დღეს სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტში გაატარებთ. იმ კოლეგასაც კი გამოუცხადებთ ნდობას, რომლის მიმართ არასდროს გქონიათ კეთილი განწყობა. როგორც კი თქვენი დიალოგი შედგება, გაგიკვირდებათ, რატომ ვერ ამჩნევდით აქამდე ამ ადამიანის ღირსეულ თვისებებს. დიდი ალბათობით, ის თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდება, მართალია, არა ხვალვე, მაგრამ ძალიან მალე.


მშვილდოსანი
ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით რთული პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯი გელოდებათ, თანაც, იმდენად დიდი, რომ ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწევთ, მათ შორის შაბათ-კვირას დაგეგმილ მოგზაურობაზე. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების განწყობა, შესაბამისად, ნეგატიური იქნება, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას საკუთარ თავს არ მისცემთ, რადგან ხშირად გაიხსენებთ, რომ ბედნიერება ფულით არ განისაზღვრება.


თხის რქა
ხვალინდელ დღეს საკმაოდ მოშვებულად გაატარებთ, რადგან რამდენიმე დღის წინ წარმოქმნილი სამსახურებრივი პრობლემა სრულიად მოგვარდება და სამსახურებრივი მოვალეობის აუჩქარებლად შესრულებას შეძლებთ. საღამოს გატარებას მაქსიმალურად აქტიურად ისურვებთ. თუკი სპორტის ექსტრემალური სახეობები გიზიდავთ, ამ დღეს სწორედ მსგავსი აქტიურობით დაასრულებთ.


მერწყული
შფოთვა აგიტანთ, თუმცა უსაფუძვლო. გაიგებთ სიახლეს იმის შესახებ, რომ სამსახურში თქვენი განყოფილების გაუქმებას აპირებენ და პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძიებას. გაგზავნით საკუთარ რეზიუმეს სხვადასხვა კომპანიებში, მაგრამ სულ მალე აღმოჩნდება, რომ თქვენს ამჟამინდელ სამუშაო ადგილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო. დამშვიდდებით და მოგიწევთ, უარით გაისტუმროთ ყველა, ვინც კი თქვენს ანკეტას გამოეხმაურება.


თევზები
ხვალინდელ დღეს შემოქმედებით გარემოში გაატარებთ. თქვენს სამეგობროს შეემატება ადამიანი, რომელსაც მუსიკალური განათლება ექნება ან ლიტერატურის სფეროს სპეციალისტი აღმოჩნდება. ახალი მეგობარი შემოქმედებითი ცხოვრების ინტერესს გაგიჩენთ და ეს არცთუ ისე ცუდად გამოგივათ. თქვენი ნიჭიერი მეგობარი თვალს ადევნებს, როგორ ქმნით თქვენს პირველ შედევრს და თქვენთვის კომპლიმენტებსაც არ დაიშურებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?