5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ვერძების პირადი ცხოვრება დუნედ და უხალისოდ მიედინება. საყვარელ ადამიანთან სულიერ ერთობას ხელს უშლის უხეშობა, რომელიც პერიოდულად ოჯახებში კონფლიქტს იწვევს. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ორმაგი პოზიციის დაჭერა არ ღირს. ნუ გაექცევით საკუთარ მოვალეობებს.


კურო
ეს დღე სხვების დახმარებასა და თანაგრძნობაში გაილევა. ზოგიერთი კურო წლის ბოლოს მოგზაურობაში გაატარებს, რადგან სურვილი გექნებათ, შორეული ნათესავები მოინახულოთ და ძველ მეგობრებს შეურიგდეთ. თუ დიდი ხანია, ახალი კონტაქტები არ დაგიმყარებიათ, ამ საქმეს დაუყოვნებლივ შეუდექით. ეცადეთ, უფრო ღია და გახსნილი იყოთ და ადამიანებთან კონტაქტს ადვილად დაამყარებთ.


ტყუპები
გაუგებრობებისა და უთანხმოების დღეა. ორივე ცდილობთ, საკუთარი აზრები და სურვილები დამალოთ, ამიტომ საეჭვოა, ურთიერთგაგებას მიაღწიოთ. სავარაუდოდ, მხოლოდ წლის ბოლოს მოახერხებთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ და ძველი ურთიერთობა აღადგინოთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რატომ ვერ აღწევთ ოჯახურ ურთიერთობებში სტაბილურობას, ამიტომ სირაქლემასავით, ქვიშაში თავის დამალვა არ ღირს.


კირჩხიბი
ამ დღეს დიდია ინფექციური დაავადებებისა და გაციების რისკი. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მიირთვით C ვიტამინით მდიდარი ხილი, რადგან ეს გაციების საუკეთესო პროფილაქტიკაა.


ლომი
გამორიცხული არაა, რომ ერთობლივი სახელოვნებო პროექტისთვის თანამოაზრეები იპოვოთ. საქმიან სფეროში შეძლებთ, შეთანხმებას თქვენთვის სასარგებლო პირობებით მიაღწიოთ. თუ გსურთ, რომ შეთანხმება ბოლო წუთს არ ჩაიშალოს, მშვიდად და თავაზიანად მოიქეცით. თუ ფართო დიაპაზონით ხედვას ისწავლით, „საერთო ენას“  ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ.


ქალწული
სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ ნახევარში ძალიან დაკავებული იქნებით, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ვერ მოიცლით. წინასაახალწლო დღეები რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ და მიხვდებით, რომ ოჯახური სიმყუდროვე კარიერულ წინსვლაზე მნიშვნელოვანია.


სასწორი
შესაძლოა, სახლში სიტუაცია დაგეძაბოთ. ახლობლებთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, ჩიხში შევა. მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია. არ გამოირიცხება მეგობრებთან და თანამშრომლებთან კონფლიქტიც. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღისთვის არაფერი დაგეგმოთ.


მორიელი
ამ დღეს დროის უმეტეს ნაწილს სწორ კვებას, სახლის სისუფთავესა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას დაუთმობთ. ოჯახის წევრები თქვენით კმაყოფილები დარჩებიან, ხოლო ურთიერთობებში უფრო მეტი სიმშვიდე, სითბო, ნდობა და ჰარმონია შეინიშნება. ახლო ნათესავების წრეში დასვენების დაგეგმვა ამ დღისთვის შესანიშნავი იდეა იქნება.


მშვილდოსანი
თქვენი ცხოვრებისეული პოტენციალი საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს, რაც საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას მოგცემთ. ეს დღე შესანიშნავია სხვადასხვა საინტერესო იდეის განსახორციელებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ფრთხილი და  მარტივად არ გარისკოთ.


თხის რქა
ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები შეინიშნება. მართალია, თვის დასაწყისში რთული კონფლიქტები და კამათი მოგიწევთ სასიყვარულო სფეროში, მაგრამ ეს დროებითია, ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ უახლოეს პერიოდში ურთიერთობები დაგილაგდებათ.


მერწყული
შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეგაწუხოთ. გაციებისა და სიცხის გამო თქვენი განწყობა იდეალური ვერ იქნება, თუმცა, თუკი წინასწარ იზრუნებთ საკუთარ თავზე, შესაძლოა, ავადმყოფობა შეგიმსუბუქდეთ ან სულაც, თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი, რომელიც ზამთრის დადგომას უკავშირდება: ჩაიცვით თბილად, შეიძინეთ თბილი ფეხსაცმელი და მოერიდეთ ორპირ ქარს.


თევზები
თუკი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის  პრობლემები გაწუხებთ, ვარსკვლავები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. მოერიდეთ ნეგატიურ ფაქტორებს/ მენიუდან ამოიღეთ ცხიმიანი საკვები, ტკბილეული და ნოყიერი კერძები. ასევე, სპირტიანი სასმელები.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?