8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
პროფესიული საქმიანობისა და სამუშაოს მოცულობის მხრივ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ამ დღეს უამრავი საქმიანი შეხვედრა და ახალი კონტაქტი გელით. ეცადეთ, რეალისტი იყოთ: შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობა იდეალურისგან შორსაა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მათი ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებით.

კურო
შესაძლოა, ახალმა პროექტებმა და გავლენიანმა მფარველებმა ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანონ. ბედი, წვრილმანი პრობლემების სახით, ბევრ წინაღობას გიმზადებთ, მაგრამ შეგიძლიათ, მათ, უბრალოდ, გადაახტეთ. ძველ პრობლემებს თუ მოაგვარებთ, დასვენებისთვის მეტი დრო დაგრჩებათ.

ტყუპები
ხვალ სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრი ფიქრი, ყოყმანი და ინერტულობა შეგეპარებათ. საყოფაცხოვრებო ხარჯებმა შეიძლება თქვენი საქმიანი პოზიციები დაასუსტოს. მომხდარი ცვლილებებით უკმაყოფილოც რომ იყოთ, თვითგვემას ნუ მიეცემით. ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

კირჩხიბი
კარგი დღეა, კოლექტიური საქმიანობისთვის. გახსოვდეთ, სანდო ადამიანების მხარდაჭერის გარეშე, შეიძლება სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ. სხვათა შორის, საყვარელ ადამიანსაც შეუძლია სამსახურთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევების მოცემა. ეცადეთ, თანამოაზრეთა გუნდი ჩამოაყალიბოთ, სანამ ბიზნესგეგმების განხორციელებას შეუდგებით.

ლომი
ეს დღე თქვენგან სწრაფი რეაქციის უნარს მოითხოვს. შესაძლოა, ერთდროულად, რამდენიმე პროექტზე მუშაობა მოგიწიოთ. ეცადეთ, კარგად გადამოწმებული ინფორმაციით იმოქმედოთ. შეამოწმეთ კომპანიონების საქმიანი ქაღალდების ნამდვილობა და მოიძიეთ მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ქალწული
ბრმად ნუ ენდობით თქვენთვის პატივსაცემი ადამიანების ავტორიტეტს. ისწავლეთ რეალობის აღქმა და წინასწარ გათვალეთ მოსალოდნელი შედეგები.

სასწორი
ხვალ სასწორების კომუნიკაბელურობა მოიმატებს. ახალ ცოდნასა და მოვალეობებს მარტივად აითვისებთ. ეს დღე შესანიშნავია კოლექტიური და სამსახურებრივი საქმეების გადასაწყვეტად, რომლებიც თქვენს საერთო ბიზნესს უკავშირდება.

მორიელი
შესაძლოა, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ და ამიტომ სულ სხვა დონეზე გახვიდეთ სოციუმშიც. მომავლის დაგეგმვის დროს გაითვალისწინეთ გარშემომყოფი ადამიანები და გარემოფაქტორები. გააკეთეთ ის, რაც თავს მყარად გაგრძნობინებთ: ვიღაცისთვის ეს უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება, ზოგისთვის კი ფულის დაზოგვას.

მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი საქმიანი და პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდება. გაიზრდება კულტურული და რელიგიური კავშირები. ასევე, თქვენთვის უფრო გასაგები იქნება, რომელი მიმართულებით უნდა გამოიჩინოთ ძალისხმევა. ეს საღამო აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საქმიანი შეხვედრისთვის, განსაკუთრებით, თუკი ამ შეხვედრაზე საყოველთაო ღირებულებებზე გექნებათ საუბარი.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია მათთვის, ვისი საქმიანობაც კლიენტების რაოდენობას ან საიმედო პარტნიორებს უკავშირდება. შეგიძლიათ მეორე ნახევრის ფინანსური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

მერწყული
მუდმივად დაკავებული ხართ, რამაც შესაძლოა, მეორე ნახევრის მხრიდან წინააღმდეგობა გამოიწვიოთ. მას მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება. ეჭვიანობის გრძნობა ცხოვრებას გაგირთულებთ. ხშირად მოაწყვეთ პატარა დღესასწაულები მხოლოდ თქვენ ორისთვის, სანთლებისა და გემრიელობების ფონზე. თქვენი ანგარიშები, შემოსავალი და გასავალი ორივესთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.

თევზები
ხვალ თევზებს დღის განმავლობაში კამათი მოუწევთ. შესაძლოა, საკუთარი სისუსტეები გამოავლინოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შინაგანი ღირსება მოკრძალებულად უნდა გამოხატოთ და არა საკუთარი თავის დამცირებით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?