11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბერი 12:30, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მგზავრობისას შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან შეხვედრა და საინტერესო საუბარი თქვენს ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის. ამ დღისგან ბევრს არ უნდა ელოდოთ. მარტოხელა ადამიანებს ოჯახური მდგომარეობის შეცვლის მიმართულებით, სიახლეები არ ელით.


კურო
სასიყვარულო პაემანი და გრძნობებზე საუბარი წარმატებით ჩაივლის. ამჟამად, თქვენს რჩეულთან ურთიერთობაში პრობლემები არ გელით. ხელიდან ნუ გაუშვებთ შერიგების შანსს. კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს ერთად შეიმუშავებთ.


ტყუპები
შესაძლებელია, უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, თუმცა გამოცდილება და ტაქტი გეყოფათ, რომ სკანდალი არ დაუშვათ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანს ყოველმხრივი დახმარებებით „დათვური სამსახური“ არ გაუწიოთ.


კირჩხიბი
გამორიცხული არაა, რომელიღაც ახლობლისგან სამწუხარო ინფორმაცია შეიტყოთ, რომელთანაც შეგუება გაგიჭირდებათ. ემოციებს ნუ აჰყვებით, ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, გარემო ხშირად იცვალოთ და საღამოობით თავს განტვირთვის უფლება მიეცით.


ლომი
რთულ სიტუაციებში თქვენი მიხვედრილობითა და გამომგონებლობის უნარით კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებთ. გირჩევთ, საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდეთ. შეგიძლიათ, მეგობრების, ნათესავებისა და კარგად გამოცდილი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. სწორედ ისინი დაგეხმარებიან ნამდვილი ინფორმაციის დეზინფორმაციისგან გარჩევაში და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


ქალწული
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება ნათესაური ან მეზობლური ურთიერთობების მიმართ პრაქტიკული ინტერესი გაუჩნდეს. ზოგიერთები ადამიანების სასარგებლო თვისებების ამოცნობასა და გამოყენებას შეძლებენ და ლიდერის როლს მოირგებენ. ნუ გაიფუჭებთ რეპუტაციას საერთო საქმის მიმართ საბოტაჟით, რომელშიც დომინანტი ბრძანდებით.


სასწორი
სასწორებს ამ დღეს ნამდვილი მფარველი, სპონსორი ან დამცველი გამოუჩნდებათ. არ გამოირიცხება კონტრაქტის გაფორმება და ბედნიერი კავშირები, რაც დაგეხმარებათ როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე,  და შემოქმედებით საქმიანობაში. სანამ საჭირო შედეგს მიაღწევთ, შესაძლოა, თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან შეწინააღმდეგება მოგიწიოთ.


მორიელი
ამ დღეს ახალი, მოულოდნელი და საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. ვენერასა და ურანის შეერთება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ, როგორც ემოციურად, ისე სულიერად. ეს დღე, ასევე, შესანიშნავია მეგობრებთან საკომუნიკაციოდ, საოჯახო და საიუბილეო დღესასწაულების მოსაწყობად.


მშვილდოსანი
სამსახურებრივი საქმეები იმდენად გაგიტაცებთ, რომ სიყვარულისთვის დროის გამონახვას ვერ შეძლებთ. მაგრამ თქვენი ბუნების ყველაზე რომანტიკული ნაწილი თქვენგან კომპენსაციას მოითხოვს, პაემანის ან აღიარების სახით. შესაძლოა, ბევრი რამ ისწავლოთ სხვებთან შეხვედრისა და საუბრის დროს. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებთან ხშირი კომუნიკაცია გქონდეთ.


თხის რქა
თხის რქებს შემოქმედებითი ფანტაზიის გამოსავლენად დროც გამოუჩნდებათ და მატერიალური შესაძლებლობაც. თუკი სახლში რემონტი გაქვთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ, სარემონტო მასალების გარდა, უამრავი ენერგია დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, ამ საკითხში ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.


მერწყული
ამ დღეს ძლიერი ანთებისა და ინფექციური დაავადებების რისკი მინიმალურია, მაგრამ შესაძლოა, სასქესო ორგანოების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული გამოკვლევა ჩაიტაროთ და კარგ სპეციალისტს მიმართოთ.


თევზები
საერთო ჯამში, წარმატებული დღე გელოდებათ. ასტროლოგები გკარნახობენ, რომ ადამიანური კომფორტისა და პირადი უსაფრთხოების პრობლემებს ანალიტიკურად მიუდგებით. ვარსკვლავები გირჩევენ, დასახული გეგმები ცხოვრებაში განახორციელოთ. ასევე, კარგი იქნება, თუკი საქმიან კავშირებსა და კონტაქტებს დაალაგებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?