ვერძი
გამორიცხული არაა, რომ მარტოხელა ვერძებისთვის ეს დღე სასიყვარულო თავგადასავლების დასაწყისად იქცეს. ისინი შეძლებენ, სამყაროს საკუთარი სრულყოფილება დაუმტკიცონ. თუ საკუთარ მომხიბვლელობას ყველაზე თანაბრად გაავრცელებთ და კონკრეტულად არავის გამოყოფთ, შესანიშნავი იქნება.
კურო
ამ პერიოდში წარმატებას მხოლოდ არაორდინარული აზროვნება მოგიტანთ. დროა, ორიგინალური იდეების განხორციელებას შეუდგეთ, რადგან პლანეტების მფარველობა გარანტირებული გაქვთ. ოჯახური სიმყუდროვისა და ბავშვების ბედნიერებისთვის საჭიროა, რომ სახლში მუსიკა ისმოდეს და ოთახებში ოთხფეხა მეგობარი დარბოდეს.
ტყუპები
ამ დღეს ორი ვარიანტი გაქვთ: ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ბედს შეხვდებით ან დიდხანს იფიქრებთ - „ეს როგორ მომივიდა?“ ამ დღეს შეყვარებულებმა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ. განსაკუთრებით ერიდეთ ჩხუბსა და უთანხმოებას.
კირჩხიბი
ამჟამად მეორე ნახევრის მიმართ განიცდით გრძნობას, რომელიც მეგობრობას უფრო ჰგავს, ვიდრე ვნებიან სიყვარულს. გირჩევთ, საყვარელი ადამიანი საჩუქრებით გაანებივროთ, რომ თქვენს გრძნობებსა და დამოკიდებულებაში დარწმუნებული იყოს.
ლომი
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს ამ დღეს აღიარება და წარმატება ელით. არანაკლები პოპულარულობა ელით საზოგადო მოღვაწეებსაც. დარწმუნებული იყავით, რომ ამ დღეს თქვენი ქორწინება წარმატებული და ბედნიერი იქნება.
ქალწული
ამჟამად თქვენი სიყვარული განსაკუთრებულად ნაზი და მგრძნობიარეა. შესაძლოა, მოსიყვარულე გულები რაღაც საერთო საიდუმლომ დააახლოვა. ნუ მისცემთ წვრილმან უსიამოვნებებს ამ იდილიის დარღვევის უფლებას.
სასწორი
შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდეთ. თუკი ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს პროფილაქტიკისთვის. შეეცადეთ, უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.
მორიელი
ეს დღე მორიელებში სისუფთავესთან, სულიერ განვითარებასა და მარადიული ჭეშმარიტების შეცნობასთან ასოცირდება. ეს დრო ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას მოგცემთ, რომლებიც ადრე, სრულიად შემთხვევით დაუშვით, თუმცა, ამ დრომდე განიცდით.
მშვილდოსანი
ამ დღეს ყველაზე თამამი იდეების განხორციელებას შეძლებთ. გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს. შესაძლოა, მოულოდნელად სიყვარული გეწვიოთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაწყვიტოთ მიმდინარე კავშირები, რათა ცვლილებებმა თქვენზე უარყოფითად არ იმოქმედოს.
თხის რქა
მთელი წლის განმავლობაში ბევრი აირჩიეთ, ჩაიზომეთ, იფიქრეთ, მაგრამ ვერ გადაწყვიტეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა. ეს დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ საქორწინო კავშირი ოფიციალურად გააფორმოთ. თუკი დაქორწინებული ჯერ არ ხართ, უთხარით თქვენს რჩეულს მთავარი სიტყვები და გააბედნიერეთ.
მერწყული
ამ დღეს მცირედი საოჯახო დღესასწაული გელოდებათ, რომელიც თქვენგან სუვენირების შეძენას მოითხოვს. საჩუქრის არჩევისას შეჩერდით ლამაზ და სრულყოფილ ნივთებზე ან უპირატესობა მიანიჭეთ ორიგინალურ და უჩვეულო ნივთებს.
თევზები
შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის დასალაგებლად. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ფსიქოლოგი - გაწონასწორებული და თავდაჯერებული, ამიტომ მოვლენებს კონფლიქტის გარეშე განავითარებთ. თუკი ძლიერ გრძნობებს სწორად გამოხატავთ, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.