16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის  ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მშვენიერი დღეა. სახლშიც, სამსახურშიც და საზოგადოებაშიც თქვენით ყველა აღფრთოვანებულია. ბევრ პატივმოყვარე ვერძს გაუჩნდება განცდა, რომ სამყარო მხოლოდ მათთვის არის შექმნილი. თამამად გარისკეთ, დასთანხმდით ექსპერიმენტებზე და დაიპყარით ახალი სფეროები. დღეს ისიც გამოგივათ, რაზეც ვერასოდეს იოცნებებდით.


კურო
დღეს მოულოდნელი შეხვედრებისა და მეგობრობის დღეა. შესაძლებელია, ამ დღეს თქვენზე გაცილებით უფროს ადამიანზე დაქორწინდეთ, თუმცა სანამ თანხმობას განაცხადებთ, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ასეთი უთანასწორო კავშირი.


ტყუპები
თქვენი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუმცა, გამორიცხული არაა, ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ ახლობლების ავადმყოფობასა და ემოციურ მდგომარეობაზე ნერვიულობა მოგიწიოთ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, ახლობელი ადამიანები განსაცდელში არ მიატოვოთ. თავს მშვიდად მხოლოდ საყვარელი ადამიანის გვერდით იგრძნობთ.


კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი თუ მეგობრული კონტაქტებისთვის, შეხვედრებისა და წვეულებების მოწყობისთვის. ადამიანი, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს, წარუმატებელი ვერ იქნება. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ ადამიანები მოიზიდოთ. შეწყვიტეთ წუწუნი, ხშირად გაიღიმეთ და სხვების მოსმენა ისწავლეთ.


ლომი
გაციება შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობა ხანგრძლივი და რთული იქნება. სასურველია, ამ პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. წინდახედულობა და საღი აზროვნება დაგეხმარებათ, ცხოვრებისეულ სირთულეებს თავი აარიდოთ. უაზრო რისკისგან თავი შეიკავეთ.


ქალწული
დღეს შემოქმედებითი უნარებისა და პოტენციალის სრულად გამოვლენის დღეა. შეგიძლიათ, რამდენიმე საქმით ერთდროულად დაკავდეთ - მაგალითად, იმღეროთ და ცხოვრების ფილოსოფიაზე იფიქროთ. ისწავლეთ საკუთარი შესაძლებლობების გონივრულად გამოყენება და მათი კონტროლი.


სასწორი
შესაძლოა, სახლიდან გასვლის შემდეგ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. სტუდენტებსა და ასპირანტებს ვარსკვლავები აქტიურ მუშაობას ურჩევენ. ეს დღე არ არის შესაფერისი ინტიმური სიახლოვისთვის. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და გადადეთ მეგობრული შეხვედრები.


მორიელი
შესაძლოა, ახლობელ ადამიანს წარსულში დაშვებული შეცდომა ვერ აპატიეთ, მაგრამ წყენას ამ დღეს დაივიწყებთ და თუკი დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ დამნაშავე არა მხოლოდ თქვენი ახლობელი, არამედ თქვენც იყავით. როგორც კი საკუთარ დანაშაულსაც აღიარებთ, გულზე დაუყოვნებლივ მოგეშვებათ.


მშვილდოსანი
ამ დღეს თამამ გადაწყვეტილებებს მარტივად მიიღებთ და შედეგად, ახალი იდეების რეალიზებას ადვილად შეძლებთ. გარშემომყოფებს თქვენი წარმატება გააოცებთ და გაახარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ბევრი იმუშაოთ და გართობას ნაკლები დრო დაუთმოთ.


თხის რქა
ვარსკვლავები ამ დღეს დაეხმარებიან მათ, ვისი საქმიანობაც შემოქმედებით სფეროსა და რთული ფინანსური საკითხების მოგვარებას უკავშირდება. სპონსორის ძიებაში აუცილებლად გაგიმართლებთ, თუმცა, წარმატების მიღწევაში გარშემომყოფების მხარდაჭერაც დაგეხმარებათ.


მერწყული
ამ დღეს ბევრ საჩუქარს მიიღებთ ახლო ნათესავებისგან. ეს იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლითაც სახლს გაალამაზებთ. გამოხატეთ სიხარული და გაოცება საჩუქრის მიღების დროს. საჩუქარს დაიმსახურებთ როგორც ერთგული და სანდო ადამიანი გულწრფელი მეგობრობისთვის.


თევზები
ამ დღეს შეეცდებით, თქვენი ცოდნა კიდევ უფრო გააფართოოთ, რაც წარმატებით გამოგივათ. ახლობელი ადამიანების ინტერესების დასაცავად შესაძლოა, რისკზეც წახვიდეთ და პირადი ცხოვრება დაივიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?