19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვერძების ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. ბედნიერებისგან „მეცხრე ცაზე“ იფრენთ. ეცადეთ, რომ ურთიერთობები სიახლის, რომანტიზმისა და ბედნიერების ელემენტებით გაამდიდროთ.


კურო
თავს მშვენივრად გრძნობთ. ზამთრის სპორტის სახეობებით გატაცება საშუალებას მოგცემთ, სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსოთ. თხილამურებით ან ციგურებით სრიალის შემდეგ თავს მხნედ და დასვენებულად იგრძნობთ, რაც უძილობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.


ტყუპები
ამ დღეს ახლობლების კრიტიკისკენ ხართ განწყობილი. წვრილმანებზე კამათობთ და გამაღიზიანებლად იქცევით. გახსოვდეთ, სულიერი კრიზისის დროს, იოგა, ინტენსიური ფსიქოთერაპია და ჰიპნოზი საუკეთესო წამალია.


კირჩხიბი
მთვარე, რომელიც კირჩხიბების ინტუიციას, ქვეცნობიერსა და ბუნებრივ ინსტინქტებს აკონტროლებს, მათ სიყვარულის წინათგრძნობითაც დააჯილდოებს. გამორიცხული არაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა წლის ბოლო ეჭვებსა და ფორიაქში გაატარონ. გახსოვდეთ, სიყვარულს კარი არ უნდა დაუკეტოთ.


ლომი
სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების სურვილი, რომ საშობაო არდადეგები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გაატაროთ, არ გხიბლავთ. გრძნობთ, როგორც ზღუდავენ ოჯახის უფროსები თქვენს თავისუფლებას. თუ გსურთ, ახლობლებთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ, სუბიექტური განცდებისგან უნდა განთავისუფლდეთ, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.


ქალწული
ამ დღეს დისკოთეკების, გასართობი კლუბების ან კაზინოების სტუმარი იქნებით. მხიარულების ტალღაზე შესაძლოა, სასიყვარულო კავშირებიც გააბათ, თუმცა უცნობი ადამიანებით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ. გახსოვდეთ, ამა თუ იმ არჩევანის გაკეთებისას, თქვენ ამდიდრებთ ან აცარიელებთ საკუთარ შინაგან სამყაროს და საკუთარ ხასიათს უკეთესი ან უარესი მიმართულებით ცვლით.


სასწორი
ეს დღე შესანიშნავია სახლის მოსაწესრიგებლად, დასალაგებლად, პროდუქტების მოსამარაგებლად და, ასევე, ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემებს არ შეგიქმნით, თუმცა, სპირტიანი სასმელებისგან ვარსკვლავები თავის არიდებას გირჩევენ. დღის მეორე ნახევარში, სასურველია, კოსმეტოლოგს, თმის სტილისტს, მასაჟისტს ან საერთოდაც საუნას ეწვიოთ. საღამო კი სახლში გაატარეთ.


ქალწული
ახალგაზრდა ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ დროის გასატარებლად დისკოთეკას, კლუბს, სათამაშო მოედანს ან კაზინოს ეწვიონ. ქალწულების უმეტესობა ამ დღეს სასიყვარულო ფლირტებში გაებმება. არ ღირს ახალი ადამიანებით გატაცება. მუდმივად არჩევანის გაკეთების დროს, საკუთარ შინაგან სამყაროზე ახდენთ გავლენას, ამდიდრებთ მას ან პირიქით, აღარიბებთ. იქნე ხასიათი შეუცალოთ?


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საოჯახო ნივთების შესაძენად და ქონებრივი საკითხების გადასაჭრელად. მაგალითად, უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთის შესაძენად. გამოიჩინეთ აქტივობა სამსახურშიც და მოერიდეთ კონფლიქტებსა და პარტნიორის მიმართ პრეტენზიებს.


მშვილდოსანი
ფურშეტები, დღესასწაულები, გამოფენაზე ან თეატრში წასვლა თქვენი ნაცნობობის წრეს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ადგილებში შესაძლოა, თქვენი სიყვარული იპოვოთ და, რაც მთავარია, ეს სიყვარული სულ მალე ორმხრივი გახდება. ყველაფერი გააკეთეთ საყვარელი ადამიანისთვის. ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი მოვალეობები, იყავით კეთილი და მზრუნველი. საპასუხოდ კი ცხოვრებისგან შესაბამის და საიმედო თანამგზავრს მიიღებთ.


თხის რქა
მოგზაურობის დიდი სურვილი გაქვთ და აშკარად გაგიმართლებთ, თუკი ახლა, უცხო ქვეყანაში წასვლის მიზნით უცხო ენის შესწავლას დაიწყებთ. თქვენ ხართ მიმზიდველი, ტემპერამენტიანი, პრინციპული, წარმატებული. ერთადერთი, რაც არ გყოფნით ცხოვრებაში, ახალი შთაბეჭდილებები, ცოდნა და ინფორმაციაა. თუკი მოგზაურობას გადაწყვეტთ, არ ინანებთ.


მერწყული
ამ დღეს დროს ყოფით პრობლემებს დაუთმობთ. თუნდაც, მცირე საოჯახო წვეულება თქვენგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, ამ ყველაფერს ხარისხიანად გაართმევთ თავს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ხართ ამბიციური, ნიჭიერი, მუდმივად გაქვთ ახალი იდეები, ამიტომ აიღეთ საკუთარ თავზე საოჯახო საქმეების ორგანიზება.


თევზები
ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ. ამიტომ საოჯახო საქმეებს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით. ყველაფერს გაუმკლავდებით, დაზიანებული ონკანის შეცვლას აბაზანაში და სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის დამონტაჟებასაც. კარგ განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?