23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ფინანსური თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგშია. ფულს სხვადასხვა წყაროებიდან მიიღებთ, რაც მიმდინარე ხარჯების დაფარვაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, სამსახურის შეცვლის იდეა კარგია, თუმცა ჯერ ამის დრო არ მოსულა. მომავალ წლამდე დაცდა მოგიწევთ.


კურო
ფინანსურად ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ. შესაძლოა, ფინანსური დანახარჯები გაგეზარდათ, მაგრამ სამაგიეროდ, ძველი დამსახურებებისთვის სოლიდურ პრემიას მიიღებთ. შესაძლოა, პოტენციური პარტნიორები გაიცნოთ. ახალ პროექტებზე მუშაობისას, მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღება მიაქციეთ. გამორიცხული არაა, რომ პატარა შეცდომის გამო, მთელი სამუშაოს თავიდან შესრულება მოგიხდეთ.


ტყუპები
ცხოვრებისეულ სირთულეებს ადვილად დაძლევთ და წლის შედეგების შეჯამებისას, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი დარჩებით. წარმატებისთვის მეტი გაგება და მოთმინება გჭირდებათ. მთლიანობაში, რთული დღის მიუხედავად, ბევრ რამეს ისწავლით.


კირჩხიბი
კარგი დღეა შოპინგისა და სავაჭრო შეთანხმებებისთვის. შეგიძლიათ, გართობისა და სიამოვნებისთვის ჩვეულზე მეტი ფული დახარჯოთ. ამჟამად, თამამად შეგიძლიათ, თავს ამის უფლება მისცეთ.


ლომი
ამ დღეს ლომებს შრომისმოყვარეობის გამოვლენა და საკუთარი თავისა და ხელქვეითების კონტროლი მოუწევთ. გამორიცხული არაა, რომ გადაღლილობის გამო, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ამ დღეს მომგებიანი იქნება მსხვილი მარკეტინგული ოპერაციების ჩატარება. განსაკუთრებულ წარმატებას ეკონომიკური და კომერციული პროფილის სპეციალისტები მიაღწევენ.


ქალწული
ამ დღეებში დიდი ხარჯი გელით, მაგრამ სტაბილური შემოსავლით კომპენსირებას შეძლებთ. თქვენი ამოცანა ობიექტურ გარემოებებთან შეგუებაა. არ ღირს თქვენს გარშემო მიმდინარე ცვლილებებისთვის ეჭვის თვალით ყურება. თქვენთვის სიახლე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენციას ვერ გაუძლებთ და სტაბილურ შემოსავალს დაკარგავთ.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ უფროს და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. თუკი დილიდან შენიშნავთ, რომ არცთუ ისე კარგ განწყობაზე ხართ, შეიცვალეთ გარემო, ნახეთ საყვარელი ადამიანი, დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ.


მორიელი
ამ დღეს სამსახურში სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ. თქვენი ბოსი დაგიფასებთ თავდაუზოგავ შრომას და თქვენს მუშაობას ფულადი პრემიით აგინაზღაურებთ. საღამოს, კარგი განწყობით დატოვებთ სამუშაო ადგილს და გადაწყვეტთ, ოჯახის წევრები გაახაროთ. სახლში მისვლამდე კი, გზად მეგობარს ან საყვარელ ადამიანს შეხვდებით, რომელსაც საკუთარ სიხარულს გაუზიარებთ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ტყუილად დაპირებების გაცემას. ეს თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს. მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გართულება არ ღირს. ამ დღეს, დიდი ალბათობით, უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით მოგიწევთ საუბარი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.


თხის რქა
კარგი იქნება, თუკი ხასიათის მთავარ თვისებებს წარმოაჩენთ. შეეცადეთ, ამ დღეს მაქსიმალურად დაისვენოთ, რათა ახალ სამუშაო კვირას ენერგიულად შეუდგეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ოჯახის წევრებს, რომლებთანაც მთელი კვირის განმავლობაში ურთიერთობას თითქმის ვერ ახერხებთ.


მერწყული
მიზნის მიღწევამდე ძალიან ცოტა გიკლიათ, ამიტომ მაქსიმალურად ჭკვიანურად და გონივრულად იმოქმედეთ სურვილების ასასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლდეთ და ჩამოწეროთ სამოქმედო გეგმა, რაც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.


თევზები
მართალია, ამ დღეს დასვენების დღეა, მაგრამ სამსახურში დაუსრულებელი სამუშაოს შესრულება სახლში მაინც მოგიწევთ. ეს ფაქტი სასიამოვნო განწყობას ვერ შეგიქმნით, თუმცა, თუკი საკუთარ თავს აიძულებთ, სამუშაოს იმაზე ადრე მორჩებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ და დანარჩენ თავისუფალ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?