24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
სავარაუდოდ, წინასაახალწლო დღეებს საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთად გაატარებთ. შესაძლოა, საჩუქრად სოლიდური თანხა ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ამ დღეს შეხვედრებსა და მოგზაურობას ნუ დაგეგმავთ, რადგან არსად ისე ბედნიერი არ იქნებით, როგორც საკუთარ სახლში.


კურო
უახლოესი 12 თვის მანძილზე რთულ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე მუშაობა მოგიწევთ - რით განსხვავდება თეთრი შავისგან, კეთილი ბოროტისგან და რატომ ხდება, რომ ერთი ზოგჯერ მეორედ იქცევა? ამ დღეებში კუროები საკუთარ ეჭვებთან მარტო არ უნდა დატოვოთ. ესაუბრეთ ფილოსოფიურ თემებზე, ოღონდ საკუთარ მოსაზრებებს თავზე ნუ მოახვევთ.


ტყუპები
კარგი დღეა ფინანსური სახის ოპერაციებისთვის, თუმცა 2018 წელს დიდი შემოსავლის იმედი არ უნდა გქონდეთ. ყველა შანსი გაქვთ, რომ ოცნება აისრულოთ, ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად, ეცადეთ, ბევრი იმუშაოთ. ასეთ შემთხვევაში საკუთარი მიღწევები თქვენთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქრად იქცევა. კარგი პერიოდია ქველმოქმედებისთვისაც.


კირჩხიბი
სიურპრიზებით სავსე წინასაახალწლო პერიოდი გელით. ამ პერიოდში ყველაზე სასიამოვნო მნიშვნელოვანი საქმეების წარმატებით დასრულება იქნება. გირჩევთ, შობის დღესასწაული ოჯახში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. გირჩევთ, ზეიმის ორიგინალური პროგრამა მოიფიქროთ და საყვარელი მეგობრები მოიწვიოთ. ასე თქვენი დღესასწაული დაუვიწყარი გახდება. 


ლომი
სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველაზე რთული პრობლემები მოაგვაროთ. თუნდაც თქვენი სამუშაო შემოქმედებითობას მოკლებული იყოს, საკუთარი პოტენციალის გამოვლენას მაინც შეძლებთ. იმ საქმეში, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, წარმატებას მიაღწევთ. გამოიყენეთ სტუმრად მოწვევის წინადადება, რადგან დაუვიწყარი შეხვედრა გელით.


ქალწული
ამ დღეს სერიოზული დაავადების რისკი არსებობს. წაგებას მიჩვეული არ ხართ, ამიტომ ნებისმიერ წარუმატებლობას ტრაგედიად აღიქვამთ. ამ დღეს კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას გირჩევთ. თქვენი თანდაყოლილი სიმტკიცე და სულიერი სიძლიერე პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.


სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, შეისწავლოთ კოსმიური ენერგიები და გაისუფთაოთ აურა. კარგი იქნება, თუკი წყენას დაივიწყებთ, იზრუნებთ გარშემომყოფების გაბედნიერებასა და თხოვნების შესრულებაზე. გამორიცხეთ აგრესია. ნუ წამოეგებით სარისკო ავანტიურებს. სიზმრები შესაძლოა, ამ დღეს ახდეს.


მორიელი
ამ დღეს ყოველდღიური და გადაუდებელი საქმეების შესრულება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს დღე თქვენთვის მოსაწყენი აღმოჩნდეს, მაგრამ მათ გადადებას ვარსკვლავები არ გირჩევენ. შესაძლოა, ჯგუფური მუშაობა მოგიწიოთ, თანაც, დიდი ენთუზიაზმით. შეგიძლიათ, ცოტა იოცნებოთ, ცოტაც დაისვენოთ, მაგრამ გეგმების შესრულება აუცილებლად მოგიწევთ.


მშვილდოსანი
თქვენი ცხოვრებისეული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო ახალი შეხვედრები, მნიშვნელოვანი კავშირები და პერსპექტიული პროექტები სრულად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. სიახლის აღმოსაჩენად სულაც არ არის აუცილებელი სამოგზაუროდ წასვლა. თქვენთვის აუცილებელია, ნაცნობ პეიზაჟს ახლებურად შეხედოთ.


თხის რქა
ამ დღეს საოცრად შარმიანი და მიმზიდველი იქნებით. თავდაჯერებულობა ხასიათის შესანიშნავი შტრიხია. ქორწინება თქვენს ცხოვრებას გაამდიდრებს სხვადასხვა მოვლენებით. ფინანსურად სტაბილურად იქნებით. დააბანდეთ საკუთარი თანხები იმ პროექტებში, რომლებიც გარანტირებულად მოგიტანთ მოგებას. მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ ბირჟებზე. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, სანამ სიტუაციაში კარგად არ გაერკვევით.


მერწყული
თუკი სტუდენტი ხართ, ბევრი მეცადინეობა მოგიწევთ გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად, თუმცა, ნუ შეგაშინებთ დატვირთული რეჟიმი. ისარგებლეთ ინტერნეტით დამატებითი ცოდნის მისაღებად. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, გადაწყვეტთ, ცოტა დაისვენოთ. შესაძლოა, მეგობარმა რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გასვლა შემოგთავაზოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შემოთავაზებაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ, რადგან ეს რამდენიმე დღე საკმარისი იქნება ახალი ძალებისა და ენერგიის მოსაპოვებლად.


თევზები
ეს დღე შესანიშნავია უძრავი ქონების შეძენაზე დასაფიქრებლად. განეწყვეთ კონსტრუქტიული საუბრისთვის ხელმძღვანელებთან, მშობლებთან ან საყვარელ ადამიანებთან, რომელიც უახლოეს დღეებში მოგიწევთ. საერთო ჯამში, ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?