30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 დეკემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე საქმეების წარმატებით დასრულების სიმბოლოა. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი მზადაა, რომ ბიზნესის გაფართოებას ან გადახალისებას შეუდგეს, რასაც მთელი წელი დასჭირდება. პარტნიორებთან  დისტანციური კონტაქტის საშუალებით, ძველი პრობლემების მოგვარებას და ახალი საქმეების დაგეგმვას შეძლებთ. ემოციურ და სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებულ ვერძებს წარმატება ელით.


კურო
კარგი დღეა შედეგების შეჯამების, დასკვნების გაკეთებისა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დროა, გადაწყვიტოთ, სად და ვისთან ერთად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, შორეულ ქვეყნებში გაემგზავრეთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, ახალ წელს საკუთარ სახლში, მხიარულად შეხვდებით.


ტყუპები
ყოველთვის მზად ხართ, ძვირფას ტანსაცმელზე, კომფორტზე, დელიკატესებსა და ფუფუნების საგნებზე დიდი ფული დახარჯოთ. შესაძლოა, ვიღაცამ პირველივე დანახვით მოგხიბლოთ. წლის ყველაზე დაძაბული პერიოდი მთავრდება, რომელიც თქვენგან საყოფაცხოვრებო, ქონებრივი და ოჯახური საკითხების მოგვარებას ითხოვდა. ახლა შეგიძლიათ, სამყაროსთან სრული ჰარმონიით იცხოვროთ და საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე იფიქროთ. კარგი დროა ქველმოქმედებისთვის.


კირჩხიბი
ამჟამად, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში თქვენი პოპულარობა პიკს აღწევს. ხელიდან ნუ გაუშვებთ იმ ადამიანის მოხიბვლის შანსს, ვის მიმართაც გულგრილი არ  ხართ, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ აიძულებთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან - ახლობელ ადამიანებს თქვენი მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ.


ლომი
პრემია ან სხვა ფინანსური სახის წახალისება გელით. ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და ხელოსნებს დიდი შემოსავალი ექნებათ. მზად ხართ საახალწლო თავგადასავლებისთვის? თუ თქვენ გარშემო რაღაც უჩვეულო და გაუთვალისწინებელი ხდება, ნუ გაიკვირვებთ. ეს თქვენს ცხოვრებას მხოლოდ გაახალისებს და მრავალფეროვანს გახდის.


ქალწული
ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან მყუდრო, ოჯახურ ატმოსფეროში ურთიერთობის ბედნიერებას განიცდით. ქალი-ქალწულები შეძლებენ საკუთარი მეუღლეების კულინარიით დაინტერესებას. თქვენი იდეები ბავშვებსაც მოეწონებათ და წლის ბოლო უჩვეულოდ მხიარული და მეგობრული გამოვა. ახალი წლის წინ, რაც შეიძლება ბევრი დადებითი ემოცია გჭირდებათ, რომ მოახლოებული ზეიმის განწყობა შეიქმნათ.


სასწორი
ამ დღეს პროფესიული თვალსაზრისით გამარჯვებას მიაღწევთ. თუკი კულტურის ან ხელოვნების სფეროში ხართ დასაქმებული, იღბალი გაგიღიმებთ, რადგან შანსი გაქვთ, პოპულარული და ხალხისთვის ცნობადი სახე გახდეთ. თუკი საქმიანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული, უმჯობესია, ეს დილის საათებში გააკეთოთ. შესაძლოა, მეგობრების რჩევა დაგჭირდეთ, თუმცა, ნუ იქნებით მთლიანად რჩევის იმედზე.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია უძრავ ქონებაში თანხის დასაბანდებლად, გრძელვადიან ხელშეკრულებებზე ხელის მოსაწერად, ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, დაკავდეთ ფერწერით, მუსიკით ან ორგანიზმის გაჯანსაღებით. ნუ იქნებით მოწყენილი. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სადღესასწაულო საქმეები გელოდებათ.


მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრ უსიამოვნებას მოიშორებთ თავიდან. იპოვით დიდი ხნის დაკარგულ ნივთს, რაც ძალიან გაგახარებთ. ახალი ცოდნის შეძენა, უნარები და თავდაჯერებულობა თქვენს ძალებშია. გჯეროდეთ, რომ წარმატებას მიაღწევთ. ენთუზიაზმი და ჯანსაღი აზრი - ეს ის არის, რაც წარმატებამდე გზას გაგიმარტივებთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი წლის დადგომამდე ნათესავები მოინახულოთ. გადახედეთ საკუთარ შეცდომებს, რათა მომავალ წელს იგივე არ გაიმეოროთ, თუმცა წარსულის სტანდარტებსა და წყენებში ჩაციკვლის საშიშროება აშკარად გელოდებათ, ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. შეხედეთ მომავალს ოპტიმისტურად, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება გვერდს აგივლით.


მერწყული
ამ დღეს ვარსკვლავები მხიარულ და ხალისიან დღეს გიწინასწარმეტყველებენ. სადღესასწაულო ფუსფუსი, ფიზიკური დაღლა და ემოციური გადაღლილობა წინასაახალწლო განწყობას არ გაგიფუჭებთ. გონივრულად მიუდექით საახალწლო სუფრის გაშლას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ყველაფერი ზომიერად უნდა გქონდეთ, ამგვარად ვერავინ და ვერაფერი ჩაშლით შესანიშნავ დღესასწაულს.


თევზები
ამ დღეს გარშემომყოფებთან აქტიური ურთიერთობა მოგიწევთ. მათთან სტუმრად წახვალთ და გადაწყვეტთ, საახალწლო საჩუქრები ერთად შეარჩიოთ. ვიზიტების დროს აიღეთ საკუთარ თავზე მშვიდობისმყოფლის როლი და გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები ნაცნობებში კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?