2 იანვარი ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქრები გელით. ნაყოფიერი შეხვედრები და წარმატებული მგზავრობა გექნებათ. ახალი შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივა ხელიდან რომ არ გაუშვათ, დაგეგმილი მგზავრობა არ გადადოთ.


კურო
ამაღლებული გრძნობით ხართ სავსე და ბედნიერების მეცხრე ცაზე დაფრინავთ. გირჩევთ, ყურადღების მისაქცევად რადიკალურ ზომებს ნუ მიიღებთ, რადგან  კუროებს უჭირთ ამაღლებული გრძნობების შენარჩუნება ისე, რომ ბანალურები არ ჩანდნენ.


ტყუპები
პასიური და ზოგი ტყუპისთვის მძიმე დღეა. ამ დღის მოვლენები სარკესავით ირეკლავს თქვენს შინაგან სამყაროს, ჩანაფიქრებსა და ქმედებებს. თუ სერიოზულად გადაწყვიტეთ პირადი ცხოვრების მოწყობა, ეცადეთ, საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რჩეული იმედგაცრუებული დარჩება.


კირჩხიბი
უახლოეს ხანებში სერიოზული ცვლილებები გელით. ახალი განრიგი, რომელსაც ახალი წელი მოიტანს, მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და გარკვეულწილად, თქვენს მომავალს განაპირობებს. გაითვალისწინეთ, რომ უკვე მზად ხართ, ახალი იდეები აითვისოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


ლომი
კარგი დღეა ოჯახური ღონისძიებებისთვის, სამომავლო საქმეებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ოჯახის წევრები ბიუჯეტის განხილვაზე შეკრიბეთ და ერთად დაგეგმეთ ყველა მოსალოდნელი ხარჯი და შენაძენი. ამ დღეს სასურველია, მოხუცი ნათესავების მონახულებაც.


ქალწული
ადამიანების დარწმუნება ადვილად შეგიძლიათ, ამიტომ დღეს წარმატება თქვენს მხარეს იქნება. წარმატებული მოლაპარაკებები და მომგებიანი კონტრაქტი გელით, მაგრამ ეცადეთ, არავის ეკამათოთ. გირჩევთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ლიდერის პოზიცია გაიმყაროთ.


სასწორი
შესაძლოა, დაღლილობა იგრძნოთ. ყოველ შემთხვევაში, მოერიდეთ გაციებას და ინფექციურ დაავადებებს. არ დაგავიწყდეთ, მიიღოთ პოლივიტამინები. შეეცადეთ, მოდუნდეთ, მიიღოთ თბილი აბაზანა არომატული ზეთით და მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას. ვარსკვლავები გირჩევენ, საახალწლო დღეებში ალკოჰოლური სასმელი გადაჭარბებით არ მიიღოთ.


მორიელი
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ. განეწყვეთ აქტიური ურთიერთობებისთვის, საღამოს კი შეეცადეთ, მოდუნდეთ. მასაჟი და არომატული ზეთების აბაზანები რელაქსაციის იდეალური საშუალებაა.


მშვილდოსანი
ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზული გაუგებრობა გელოდებათ, როგორც ქალ, ასევე, კაც მშვილდოსნებს. შესაძლოა, უსიამოვნება სამსახურშიც შეგემთხვათ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ გაითვალისწინოთ ბრძენი ხალხის რჩევები, მოერიდეთ ზედმეტ და არასაჭირო პრობლემებს.


თხის რქა
ამ დღეს აქტიურობითა და ენერგიულობით გამოირჩევით. თუკი თქვენი კოლექტივი ქალაქგარეთ გამგზავრებას გადაწყვეტს რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად, აუცილებლად გაჰყევით მათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოეყოთ თანამშრომლებს.


მერწყული
კომპანიონებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობაში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ და გირჩევენ, შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა არ ღირს.


თევზები
ზედმეტი ამბიციურობა და ემოციური ქმედებები დრამატულ შედეგამდე მიგიყვანთ. იმოქმედეთ გონივრულად და არ დაკარგოთ მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცდუნება მარტივი იყოს, ამიტომ შეეცადეთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?