15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
თქვენს ცხოვრებაში საშიში პერიოდი იწყება - არსებობს სერიოზული წარუმატებლობის, დაცემის, დარტყმისა და დამწვრობის რისკი. გამორიცხული არაა, რომ ცილისწამების მსხვერპლიც გახდეთ. თუ არ იცით, როგორ იმოქმედოთ, კანონის მოთხოვნებს მტკიცედ მიჰყევით და მტრების დამარცხებას შეძლებთ.


კურო
შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნება გაგიჭირდეთ. გაითვალისწინეთ, რომ  შეიძლება მტრებსა და ჭორებზე მეტად, თქვენმა მძაფრმა საპასუხო რეაქციამ დაგაზარალოთ. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ნერვები მოთოკოთ. ასეთ შემთხვევაში, სიტუაცია თავისთავად დაწყნარდება.


ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ არაფერზე ინერვიულოთ, რადგან ეს სიყვარულის, ჰარმონიისა და ოჯახური ბედნიერების დღეა. საღამო, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ და მყუდრო ოჯახურ ატმოსფეროში გაატარებთ, დიდხანს გემახსოვრებათ.


კირჩხიბი
ამ დღეს იმისკენ ხართ განწყობილი, რომ საკუთარი თავი, რესურსები და საშუალებები აქტიურად ფლანგოთ. უსაზღვრო მოთმინებით აღჭურვილი ახლობელი ადამიანების ყველა პრობლემით ინტერესდებით და ყველას დახმარებას ცდილობთ. გახსოვდეთ, ამ ადამიანების საქმეები შესაძლოა, მნიშვნელოვანი კავშირების გაწყვეტის გამო დაზარალდეს. ეცადეთ, თავი აარიდოთ უსაგნო კამათს, რამაც შეიძლება თქვენი კარიერა დააზარალოს და მცდარ გზაზე დაგაყენოთ.


ლომი
ბევრი ლომი ამ დღეს ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობას განიცდის. ამასთანავე, საკუთარი გავლენისა და ავტორიტეტის უკმარისობა გაწუხებთ. მოსალოდნელია კამათი მათთან, ვისზეც პროექტის ფინანსური უზრუნველყოფაა დამოკიდებული. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ოქროს შუალედი და ის რაციონალური მარცვალი, რომელიც თქვენს ინტერესებს პარტნიორებისა და ხელმძღვანელების ინტერესებთან გააერთიანებს.


ქალწული
ამ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენი უამრავი ნიჭი და შესაძლებლობა გამოუყენებელია. გირჩევთ, სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება გააგრძელოთ. გათავისუფლდით მორცხვობისა და კონსერვატიულობისგან, თორემ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა გაგიჭირდებათ.


სასწორი
ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან შესაძლოა, მარტივად გაებათ მახეში. ცდუნებასთან შეწინააღმდეგება გაგიჭირდებათ. რაც უფრო მეტი სირთულე შეგხვდებათ გზად, მით უფრო თავდაჯერებული წახვალთ მიზნისკენ. ყოველი გამარჯვება, თუნდაც მცირედი, უნდა გიხაროდეთ.


მორიელი
ამ დღეს თქვენს სასიყვარულო ან ოჯახურ ურთიერთობებს მარტივად შეცვლით უკეთესობისკენ. ნაჩხუბარ ნათესავს შეურიგდებით. არ გამოირიცხება, რომ ეს შერიგება შესანიშნავად აისახოს თქვენს მდგომარეობაზე. გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები და მოინახულეთ ნათესავები. დიდი ხნის გადაუწყვეტელ ოჯახურ პრობლემებს ამ დღეს გადაჭრით და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხებსაც მოაგვარებთ.


მშვილდოსანი
თქვენი კარიერა და ბიზნესი არამყარ მდგომარეობაშია. თუკი თქვენი საქმიანობა წარმატებით წარიმართება, ეს მხოლოდ შარშანდელი მუშაობის დამსახურებით. ნუ დაელოდებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პროფესიული კუთხით წარმატებას და ავტორიტეტის მოპოვებას. დაკმაყოფილდით იმით, რაც ამ ეტაპზე გაგაჩნიათ.


თხის რქა
ეს დღე თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდება, მაგრამ ვარსკვლავები განსაკუთრებულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ იმ თხის რქებს, ვინც კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარეა. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. უმჯობესია, ჯერჯერობით ჩრდილში დარჩეთ, ამიტომ ნაკლები იაქტიურეთ. 


მერწყული
ამ დღეს ძალიან გადაიღლებით, არ გამოირიცხება ტრავმები, გაციება და მაღალი ტემპერატურა. ვარსკვლავები გირჩევენ, აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა და ზომიერ ფიზიკურ აქტივობას მიჰყვეთ.


თევზები
ყველა ფინანსური ინიციატივა შესაძლოა, დამუხრუჭდეს. არ გამოირიცხება, ძველმა პრობლემებმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ნუ განერვიულდებით, თუკი საქმე არცთუ ისე კარგად წავა. ვარსკვლავები გეგმურ და ზომიერ მუშაობას გირჩევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?