3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დათრგუნული ხართ, მაგრამ მოახლოებული ბედნიერება განწყობას აგიმაღლებთ. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისა და საკუთარი უნარების გამოვლენისთვის. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ეცადეთ, მეგობრის რჩევები გაითვალისწინოთ და გარშემომყოფ ადამიანებზე ცუდი არაფერი თქვათ.


კურო
შესაძლოა, ამ დღეს ბედს შეებრძოლოთ და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი წინდაუხედაობის გამო, დაზარალდეთ. გახსოვდეთ, თუ კარიერულ წინსვლაზე ფიქრობთ, შეფთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოთ.


ტყუპები
ამ დღეს გაქურდვისა და დანაკარგის მაღალი რისკი არსებობს. ავადმყოფობას, რომელიც შეგაწუხებთ, ცრუ სიმპტომები ახასიათებს. ნუ იჩქარებთ, შეთავაზებას მყისიერად უპასუხოთ. ცოტა ხანს დაიცადეთ და დააკვირდით, იქნებ დაპირებული „ოქროს მთები“ მხოლოდ საპნის ბუშტებია?


კირჩხიბი
შესაძლოა, პარტნიორების ფინანსურმა პრობლემებმა მცდარ გზაზე დაგაყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ საფრთხის მოახლოებას გარკვეული მინიშნებებით მიხვდებით. თუ საქმიან პარტნიორებში რომელიმე თქვენს ნდობას არ იმსახურებს, ჯობს, მშვიდად და კონფლიქტის გარეშე დასცილდეთ.


ლომი
პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმების წყალობით, ხანგრძლივი შემოსავალი გელით. გრძნობთ, რომ ადამიანები თქვენს გამოცდილებას აფასებენ და სერიოზულ, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანად მიაჩნიხართ. ემოციური წონასწორობა საუკეთესო თვისებების გამოვლენასა და უფროსების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. დროა, კარიერულ წინსვლასა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე იზრუნოთ.


ქალწული
ამ დღეს თქვენი საქმიანობა ისეთ უინტერესო და რუტინულ შრომას უკავშირდება, როგორიც დოკუმენტების გაფორმებაა. გირჩევთ, თანდაყოლილი კეთილსინდისიერება გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება ამ დღის ნაშრომმა სტაბილური შემოსავალი მოგიტანოთ და რთული ფინანსური მდგომარეობიდან გიხსნათ.


სასწორი
ამ დღეს დაგეგმილ ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. ასევე, წარმატებული იქნება ფინანსური ოპერაციები. ჯიუტად განაგრძეთ მუშაობა, ეს საკეთილდღეოდ აისახება თქვენს ბიზნესზე და სამსახურებრივ საქმიანობაზე. ყურადღებით შეისწავლეთ დოკუმენტები.


მორიელი
ამ დღეს სასწრაფოდ მივლინებაში მოგიწევთ წასვლა, სადაც საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. იქნება ბევრი საუბარი, სატელეფონო ზარები და ეს დღე საბოლოოდ მშვიდად დასრულდება. იმისთვის, რომ დოკუმენტებმა პრობლემები არ შეგიქმნათ, ნუ ანდობთ მათ ხელმოწერას თქვენს მდივანს ან მოადგილეებს. აუცილებლად პირადად გაეცანით ყველაფერს.


მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე შესანიშნავია თვითრეალიზებისთვის და საკუთარი უნარების გამოსახატად, ფინანსური წარმატებები ნაკლებად გელოდებათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ რისკიანი ნაბიჯების გადადგმას და გადაუმოწმებელ პროექტებზე მუშაობის დაწყებას.


თხის რქა
ამ დღეს სამართლიანობით, გულწრფელობითა და გონებრივი ქმედებებით გამოირჩევით. ყველა ეს თვისება შესანიშნავია, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტებს მოერიდოთ, იყოთ ნაკლებად პირდაპირი საკუთარი ემოციებისა და სიმკაცრის გამოხატვის დროს.


მერწყული
გარშემომყოფებისგან ინფორმაციას მაქსიმალურად აითვისებთ და თან ამ ინფორმაციის საფუძველზე სრულიად ახალი, ორიგინალური დასკვნების გაკეთებას შეძლებთ. შეიგრძენით საკუთარი იდუმალი ძალაუფლება, ხელიდან არ გაუშვათ საკუთარი ბედის გასაღები და სამომავლო მიღწევებს სულ მალე დაინახავთ.


თევზები
ეს დღე ოჯახში ბედნიერი მოვლენებით გამოირჩევა. სასიყვარულო ურთიერთობებში, ბიზნესში და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელოდებათ. თამამად მოაწერეთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?