9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 თებერვალი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
რთული დღე გელით, ამიტომ მზად უნდა იყოთ მოვლენების არასასურველი მიმართულებით განვითარებისთვის. ნუ მოიწყენთ, ყველაფერი დროებითია. ეცადეთ, საგნებსა და მოვლენებს რეალურად შეხედოთ და გონივრულად გაიაზროთ შექმნილი ვითარება. 


კურო
ეს დღე ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატებულია. ფულის შოვნის შანსი მხოლოდ მათ კი არ ექნებათ, ვინც ბიზნესის კეთება იცის, არამედ მათაც, ვისაც, უბრალოდ, ფული უყვარს. გირჩევთ, თავი შეიკავოთ შორეული მოგზაურობისა და რთული მოლაპარაკებებისგან და ეცადეთ, ეშმაკურად შენიღბულ ფინანსურ ხაფანგში არ გაებათ.


ტყუპები
შეცდომებისა და ტყუილების გამოვლენის დღეა. ნერვიულობის დროს ტყუპებს დაუფიქრებელი მოქმედება ახასიათებთ, რამაც შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. უმჯობესია, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ. თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისა და რისკისგან. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ანგარიშებს.


კირჩხიბი
ამ დღეს ნაკლებად იმპულსური ხართ და ნებისმიერ საკითხზე ბევრს ფიქრობთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებით და უარყოფით ასპექტს ითვალისწინებთ, სწორედ ამიტომ იშვიათად ცდებით და თქვენი პროექტები წარმატებით სრულდება. ასე გააგრძელეთ და უამრავ შეცდომას აირიდებთ თავიდან. ჯობს, რამდენიმე დღე ერთი ადგილი ტკეპნოთ და ყველა ფაქტი აწონ-დაწონოთ, ვიდრე ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც ძვირად დაგიჯდებათ.


ლომი
წყნარი და ჰარმონიული დღეა. ასეთ დღეს სასურველია, ყოველდღიური საქმიანობით დაკავდეთ, საღამო კი ძველ მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროთ. ხმას ნუ აუწევთ, ხშირად უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები და თავი აარიდეთ მწვავე თემებზე საუბარს.


ქალწული
ჩვეულებრივი კამათი შეიძლება შეუძლოდ ყოფნის მიზეზი გახდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ნერვიული აშლილობის საფრთხეც არსებობს. გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებსა და ჯანმრთელობას. ახლა ყველაზე მეტად ვალერიანის წვეთები, კონტრასტული შხაპი და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ.


სასწორი
თქვენი ენერგეტიკა გაიზრდება და უახლოეს პერიოდში ენერგიითა და ძალებით აივსებით, თუმცა, მეტეო დამოკიდებულ ადამიანებს თავის ტკივილები და წნევის ცვალებადობა შეაწუხებთ. ამ დროს შეეცადეთ, უარი თქვათ მასტიმულირებელ საშუალებებზე და არ დაგავიწყდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია ნებისმიერი საქმის დასაწყებად. მოემზადეთ ლექციისთვის, თათბირისთვის ან კონფერენციისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ. ასევე, კარგი იქნება, თუკი სამსახურის შემდეგ ნათესავებს ან მეზობლებს შეუვლით.


მშვილდოსანი
ამ დღეს განსაკუთრებით თავდაჯერებული იქნებით. კონფლიქტებსა და მეტოქეობას თანამშრომლობას, გეგმებისა და იდეების ერთმანეთში გაცვლას ამჯობინებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ინვესტიციაზე დაფიქრდეთ. კარგი იქნება, თუკი უცხოელ პარტნიორებთანაც ითანამშრომლებთ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, აჩქარდეთ, რადგან საქმის შენელებულ შესრულებას შენელებული შედეგი მოაქვს. თუკი სტუდენტი ხართ, გამოცდებს წარმატებით ჩააბარებთ და საკუთარი მოწესრიგებულობის, პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით წარმატებას ადვილად მიაღწევთ.


მერწყული
ამ დღეს საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. საკუთარი კრეატიულობის დახმარებით ხელმძღვანელობასთან სანდო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ, რაც თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახება.


თევზები
მთვარის ზემოქმედება თქვენს ინტუიციას გააძლიერებს. თევზების უმეტესობა ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნებას გამოავლენს: ერთი მხრივ, სიმართლე და შრომისმოყვარეობა, მეორე მხრივ - ოცნება და სიზარმაცე. ყველაფერში ეძებეთ ჰარმონია, სილამაზე და სიმშვიდე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?